laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
imageVideo
მსჯავრდებულთათვის ფრანგულ ენაში DELF-ის საერთაშორისო გამოცდა ჩატარდა

№16 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულებისთვის ფრანგულ ენაში DELF-ის (Diplôme d'Études en Langue Française) საერთაშორისო გამოცდა საფრანგეთის საელჩოსთან არსებული საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით ჩატარდა.

გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მსჯავრდებულები ფრანგული ენის საერთაშორისოდ აღიარებულ დიპლომს მიიღებენ, რაც მათ მომავალ დასაქმებასა და საზოგადოებაში წარმატებულ რეინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

დაწესებულებაში ფრანგულ ენას მსჯავრდებული ასწავლის.

გამოცდის დასრულების შემდეგ საერთაშორისო სტატუსის მქონე დიპლომები გადაეცათ იმ მსჯავრდებულებს, რომლებმაც მიმდინარე წლის ივნისში ჩატარებული გამოცდა წარმატებით ჩააბარეს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის პრიორიტეტულია მსჯავრდებულთა განათლების ხარისხის ამაღლება და განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნით დაწესებულებებში ფუნქციონირებს სხვადასხვა პროფესიული პროგრამა და სასწავლო კურსი, რომლებიც მსჯავრდებულებს ახალი პროფესიის შესწავლასა და რესოციალიზაციაში ეხმარება. 

imageVideo
№16 პენიტენციურ დაწესებულებაში საფეხბურთო მატჩი ჩატარდა

სპეციალური პენიტენციური სამსახური ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას აგრძელებს. ამჯერად №16 პენიტენციურ დაწესებულებაში ამხანაგური მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს მსჯავრდებულები და საფეხბურთო გუნდი „სამცხე“ დაუპირისპირდნენ.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ფიზიკური აქტივობების წახალისების მიზნით სპორტის სხვადასხვა სახეობაში ტურნირებს რეგულარულად ატარებს, რაც საზოგადოებაში მსჯავრდებულთა წარმატებულ რეინტეგრაციას უწყობს ხელს.

imageVideo
№16 პენიტენციურ დაწესებულებაში მუსიკალური საღამო გაიმართა

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით აგრძელებს კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების ორგანიზებას. ამჯერად №16 პენიტენციურმა დაწესებულებამ მუსიკალურ საღამოს უმასპინძლა.

საგალობლები და ხალხური სიმღერები თბილისის სასულიერო აკადემიის სტუდენტებმა და ლექტორმა შეასრულეს. ღონისძიებაზე საგალობლები მსჯავრდებულთა მონაწილეობითაც შესრულდა – ისინი უკვე რამდენიმე წელია, საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით სწავლობენ ქართულ გალობას.

მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მსჯავრდებულთა გარე სამყაროსთან კავშირის შენარჩუნებას და დაწესებულების დატოვების შემდეგ საზოგადოებაში მათ წარმატებულ რეინტეგრაციას.

imageVideo
ქალ მსჯავრდებულებს საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრების წევრებმა პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს

სპორტის მართვის სტრატეგიის ფარგლებში №5 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებს საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრების ტიტულოვანი პარასპორტსმენები – ირმა ხეცურიანი, ნინო თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი შეხვდნენ.

სპორტსმენებმა ქალ მსჯავრდებულებს პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის სპორტისა და ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით მსჯავრდებულები მონაწილეობენ როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურნირებში. სამსახური მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ფარგლებში გააგრძელებს ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას და სპორტული ინიციატივების მხარდაჭერას.

imageVideo
№17 პენიტენციურ დაწესებულებაში სპორტის ფესტივალი ჩატარდა

მსჯავრდებულებმა სპორტული შესაძლებლობები ჭადრაკსა და ფეხბურთში გამოცადეს. ტურნირის გამარჯვებულები თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის მსჯავრდებულთა ფიზიკური აქტივობების მხარდაჭერა პრიორიტეტულია. სპორტული ღონისძიებები ავითარებს გუნდურობას, კომუნიკაბელურობასა და პასუხისმგებლობის უნარს, რაც მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატებული რეინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია.

imageVideo
№8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს სამგზის მსოფლიო ჩემპიონი კიკბოქსინგში დავით ქირია შეხვდა

სპორტსმენმა მსჯავრდებულებს პროფესიული გამოცდილება გაუზიარა, მსოფლიო ჩემპიონის ქამარი წარუდგინა და სპორტული ინვენტარი საჩუქრად გადასცა. 

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა   ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით სპორტის სხვადასხვა სახეობის ტიტულოვან წარმომადგენლებთან  შეხვედრების ორგანიზებას გააგრძელებს. 

imageVideo
№5 დაწესებულების არასრულწლოვანი მსჯავრდებულების ინიციატივით შემოქმედებითი საღამო ჩაატარდა

მონაწილეებმა მუსიკალური, საცეკვაო და თეატრალიზებული ნომრები წარმოადგინეს.

ღონისძიებას სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

წარმოდგენის  დასრულების შემდეგ მსჯავრდებულებს საპატრიარქოდან ტკბილეული და საეკლესიო ნივთები საჩუქრად გადაეცათ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით გამართული კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებები ხელს უწყობს მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას  და გარესამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნებას.

imageVideo
№16 პენიტენციურ დაწესებულებაში საფეხბურთო მატჩი გაიმართა

სპეციალური პენიტენციური სამსახური ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში სხვადასხვა სპორტული ღონისძიების ორგანიზებას აგრძელებს. ამ მიზნით №16 პენიტენციურ დაწესებულებაში საფეხბურთო მატჩი ჩატარდა.
 

შეჯიბრებაში საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ სამწვრთნელო შტაბის წევრები და მსჯავრდებულთა გუნდი დაუპირისპირდნენ; გამარჯვება 7:6 მსჯავრდებულებმა მოიპოვეს და გარდამავალი თასი მიიღეს.
 

ღონისძიების ფარგლებში „ლოკომოტივის“ წევრებმა მსჯავრდებულებს საჩუქრად საფეხბურთო ბურთები გადასცეს, სტუმრები კი, მსჯავრდებულებმა საკუთარი ხელნაკეთი ნივთებით დააჯილდოვეს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური გააგრძელებს მსჯავრდებულთა სპორტულ აქტივობებში ჩართვას, რაც მათ რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში წარმატებულ დაბრუნებას უწყობს ხელს.

imageVideo
№15 პენიტენციურ დაწესებულებაში სპორტის ფესტივალი ჩატარდა

სპორტული აქტივობების ხელშეწყობის მიზნით №15 პენიტენციურმა დაწესებულებამ სპორტის ფესტივალს უმასპინძლა. მსჯავრდებულთა შორის ტურნირი ჭადრაკში, შაშსა და მაგიდის ჩოგბურთში ჩატარდა.

გამარჯვებულები თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.

სპორტის მართვის სტრატეგიის შესაბამისად დანერგილი აქტივობების ფარგლებში, პენიტენციურ დაწესებულებებში სხვადასხვა სპორტულ სახეობაში ტურნირები რეგულარულად ტარდება; იზრდება მსჯავრდებულთა ჩართულობა, რაც მათ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას უწყობს ხელს.

humanIcon
hotLineIcon