laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
imageVideo
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკოორდინაციო საბჭო აცხადებს მიღებას შემდეგ ვაკანსიებზე (ანაზღაურების გარეშე)

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექვსი ადგილობრივი საბჭოს (აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს, აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს, აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს, დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს, არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს, ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს) წევრის ერთ კანდიდატურაზე‒ ზოგადსაგანმანათლებლო/პროფესიული/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი, რაოდენობა – 6.

 ადგილობრივი საბჭოს წევრობის უფლება აქვს:

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ უმაღლესი საგანმანათლებლო/პროფესიული/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელს;

უმაღლესი საგანმანათლებლო/პროფესიული/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებმა ვაკანსიაზე განაცხადი კონკურსის გამოცხადების დასრულებამდე უნდა წარადგინონ საკოორდინაციო საბჭოში;

საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის კანდიდატურის წარმოდგენის შემთხვევაში, წერილობით მიმართვას თან უნდა დაერთოს დაწესებულების რეგისტრაციისა და შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები:

 1. კანდიდატის განაცხადი;

 2. კანდიდატის პირადობის მოწმობის ასლი;

 3. კანდიდატის CV;

 4. ცნობა დასაქმების ადგილიდან;

 5. საგანმანათლებლო დაწესებულების რეგისტრაციის ასლი/წესდება/დებულება.

 შესაძლებელია დოკუმენტაციის წარდგენა ელექტრონული ფორმითაც მისამართზე: info@sps.gov.ge.

 კანდიდატურების წარმოდგენის ვადა ‒ 2025 წლის 8 მაისის 18.00 საათამდე.

 საკონტაქტო ტელეფონი: 1500; (+995) 599 000 463

imageVideo
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მედიაში გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას და განმარტავს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და სამსახურის თანამშრომელთა კვებითი მომსახურება სრულად და შეუფერხებლად მიმდინარეობს.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ასევე, განვმარტავთ, რომ აპრილში უქმე/სადღესასწაულო დღეებში შექმნილი მიწოდების შეფერხების გამო სამსახურის მიერ დროებითი ღონისძიების სახით განხორციელდა კვების პროდუქტების ნაწილის შესყიდვა. აღსანიშნავია, რომ უქმე დღეების დასრულების შემდეგ კომპანიის მიერ საკვები პროდუქტების მიწოდება კვლავ შეუფერხებლად ხორციელდება.

სპეციალური პენიტენციური სამსახური საინფორმაციო საშუალებებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც როგორც საზოგადოების, ისე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

imageVideo
არასრულწლოვან მსჯავრდებულებს სააღდგომო საჩუქრები გადაეცათ

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით ყველა არასრულწლოვან მსჯავრდებულს სააღდგომო ნობათი – სანთლები, კვერცხი, პასკა და ტკბილეული საჩუქრად გადაეცათ.

სააღდგომო საჩუქრები მიიღეს №5 (ქალთა) დაწესებულებაში მყოფმა მსჯავრდებულებმაც.

imageVideo
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა აღესრულა საქართველოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში

სასულიერო პირებთან ერთად ღვთისმსახურებაში მსჯავრდებულებიც მონაწილეობდნენ.

სპეციალური პენიტენციური სამსახური გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

imageVideo
მსჯავრდებულებმა ქართული ხალხური სიმღერა და საეკლესიო გალობა შეისწავლეს

№17 პენიტენციურ დაწესებულებაში დასრულდა ერთწლიანი სასწავლო პროცესი, რომელიც სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და გალობის უნივერსიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა.

კურსის დასრულებისას მსჯავრდებულები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, №17 დაწესებულების ბიბლიოთეკას საქართველოს საპატრიარქოსგან საჩუქრად წიგნები გადაეცა.

კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტები ხელს უწყობს მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას და საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს.

imageVideo
მსჯავრდებულებსა და კალათბურთის სამოყვარულო ლიგის გუნდის წევრებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა

სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს  დაწესებულებებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას. ამჯერად №16 დაწესებულებაში კალათბურთის სამოყვარულო ლიგის გუნდის წევრებსა და მსჯავრდებულებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა.

სპორტული აქტივობები ხელს უწყობს მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას, რაც მათ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად დაბრუნებასა და ინტეგრაციაში დაეხმარება.

ამ მიზნით პენიტენციურ სისტემაში დაინერგა სპორტის მართვის სტრატეგია, რომელიც ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სპორტულ აქტივობებში ჩართვას ითვალისწინებს.

 

 

imageVideo
არასრულწლოვან მსჯავრდებულებს პოეტი ტარიელ ხარხელაური შეხვდა

№11 (არასრულწლოვანთა) პენიტენციურ დაწესებულებას პოეტი ტარიელ ხარხელაური ესტუმრა და მსჯავრდებულებს შეხვდა.

რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე პოეტმა საკუთარი ლექსები წაიკითხა; ისაუბრა წიგნიერებისა და ლიტერატურის მნიშვნელობაზე. შეხვედრის დროს ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებიდან ლექსები მსჯავრდებულებმაც წაიკითხეს და კითხვა-პასუხის რეჟიმში მათთვის საინტერესო საკითხებზე იმსჯელეს.

ღონისძიების დასასრულს, დაწესებულების ბიბლიოთეკას პოეტმა საკუთარი ლექსების კრებული საჩუქრად გადასცა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრები მსჯავრდებულებს არა მხოლოდ რეაბილიტაციის პროცესში ეხმარება, არამედ მათ საზოგადოებასთან კონტაქტის შენარჩუნების შესაძლებლობასაც აძლევს.

imageVideo
იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი, №2 და გეგუთის №14 პენიტენციურ დაწესებულებებს ესტუმრა

იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი, მოადგილეებთან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, ქუთაისის №2 და გეგუთის №14 პენიტენციურ დაწესებულებებს ესტუმრა.

ანრი ოხანაშვილი გაეცნო თანამშრომელთა სამუშაო პირობებს, მოისმინა მათი საჭიროებები და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრმა, ასევე, მოინახულა მსჯავრდებულთა საცხოვრებელი სივრცეები და პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მნიშვნელობას.

imageVideo
ქალ მსჯავრდებულებს ქალთა საერთაშორისო დღე იუსტიციისა და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების წარმომადგენლებმა მიულოცეს

№5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე უწყების წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა. დაწესებულებაში ჯანდაცვის მინისტრს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელ ნიკა ცხვარაშვილთან ერთად უმასპინძლა.

უწყების წარმომადგენლები მსჯავრდებულებს შეხვდნენ და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.

8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით დაწესებულებაში მყოფ ქალ მსჯავრდებულებს ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს, ასევე, C და B ჰეპატიტზე ჩაუტარდათ სკრინინგული გამოკვლევები დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ. პრევენციული გამოკვლევები სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით და ეროვნული სკრინინგ ცენტრის მხარდაჭერით მსჯავრდებულებს დაავადებების დროული გამოვლენისა და მკურნალობის მიზნით პერმანენტულად უტარდებათ.

ღონისძიების ფარგლებში იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებისგან ქალ მსჯავრდებულებს საჩუქრები გადაეცათ, მათ შორის, დასაჩუქრდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსებული არასრულწლოვნები, დედათა და ბავშვთა ფლიგელში განთავსებული მსჯავრდებული და მისი 2 წლის გოგონა.

humanIcon
hotLineIcon