
პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით სპორტული აქტივობები გრძელდება. ამჯერად №12 და №16 დაწესებულებების მსჯავრდებულებს შორის მაგიდის ჩოგბურთში გუნდური ჩემპიონატი გაიმართა.
ფინალურ ეტაპამდე დაწესებულებებში შიდა შესარჩევი ჩემპიონატი ჩატარდა; გამოვლინდა ხუთ-ხუთი საუკეთესო მოთამაშე, რომლებმაც საბოლოო ეტაპზე გააგრძელეს მონაწილეობა.
ტურნირში გამარჯვება №16 დაწესებულების გუნდმა მოიპოვა და ოქროს მედლებითა და თასით დაჯილდოვდა, მეორე ადგილზე გასულ გუნდს კი, ვერცხლის მედლები გადაეცა.
პენიტენციური სამსახურისთვის მსჯავრდებულთა ფიზიკური აქტივობების წახალისება პრიორიტეტულია. სპორტული აქტივობები ხელს უწყობს რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ეფექტიან წარმართვას.

საჩუქრები გადაეცათ №2, № 5, №8, №11 დაწესებულების არასრულწლოვან მსჯავრდებულებსა და №5 (ქალთა) დაწესებულების დედათა და ბავშვთა სახლში მყოფ გოგონას.
ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში №11 დაწესებულებას, სადაც სპორტულ-გასართობი აქტივობა „მხიარული სტარტები“ ჩატარდა, კალათბურთელი ანატოლი ბოისაც ესტუმრა. მან სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ტურნირში გამარჯვებულები თასებით დააჯილდოვა.
არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მხარდაჭერა და მათზე ზრუნვა პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტია; მსგავსი ღონისძიებები კი, მათი მოტივაციის ამაღლებას, განვითარებასა და რესოციალიზაციას ემსახურება.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით №16 დაწესებულების მსჯავრდებულებმა 108-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ხის სათამაშოები დაამზადეს.
სათამაშოები ეკოლოგიურად სუფთა მასალისგანაა დამზადებული და დაფარულია უსაფრთხო საღებავებით. ისინი ხელს უწყობს ბავშვებში წარმოსახვის, მეხსიერების და თვალის კოორდინაციის განვითარებას.
საჩუქრები მოსწავლეებს №16 დაწესებულების დირექტორმა და პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა გადასცეს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი პროექტების ორგანიზებას. განხორციელებული ინიციატივა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის წარმატებულ მაგალითს წარმოადგენს; აძლიერებს მათ სოციალურ პასუხისმგებლობას და ხელს უწყობს პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებას გარე სამყაროსთან.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სივრცეში არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიერ შექმნილი ნახატების გამოფენა ,,უსაზღვრო ხელოვნება“ გაიმართა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო №8 და №11 დაწესებულებებში მყოფი არასრულწლოვანთა 30-მდე ნამუშევარი, რომლებიც მსჯავრდებულებმა ხატვის პედაგოგთან ერთად შემოქმედებითი პროცესის ფარგლებში შექმნეს.
გამოფენას პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი გიორგაძე, უწყების წარმომადგენლები და მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ღონისძიება ეროვნული არქივის მხარდაჭერით განხორციელდა.
მსგავსი გამოფენები, ისევე როგორც პენიტენციური სამსახურის მიერ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით გატარებული რეფორმები, ხელს უწყობს მსჯავრდებულთა წარმატებულ ინტეგრაციას საზოგადოებაში.

№5 დაწესებულებამ სპორტის ფესტივალს უმასპინძლა, სადაც ქალი მსჯავრდებულები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სპორტის 5 სახეობაში ‒ ფეხბურთში, კალათბურთში, ფრენბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ჭადრაკში.
გამოვლინდნენ ტურნირის გამარჯვებულები, რომლებიც თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ, ფესტივალის მონაწილეებს კი, სერტიფიკატები გადაეცათ.
სპორტული აქტივობები არა მხოლოდ მსჯავრდებულთა ფიზიკურ აქტიურობას უწყობს ხელს, არამედ ავითარებს გუნდურობას, კომუნიკაბელურობას, პასუხისმგებლობის უნარებს, რაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატებული რეინტეგრაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

სპორტის მართვის სტრატეგიის ფარგლებში, მსჯავრდებულებმა საკუთარი შესაძლებლობები ფეხბურთში, კალათბურთში, ფრენბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ჭადრაკსა და შაშში გამოსცადეს.
გამოვლინდნენ ტურნირის გამარჯვებულები, რომლებიც თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. ფესტივალის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცა.
დაწესებულებებში სპორტის ფესტივალები სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სპორტულ აქტივობებში ჩართვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერაა.
№11 დაწესებულებაში, სადაც საჯარო სკოლა 9 მსჯავრდებულმა დაასრულა, ბოლო ზარი ,,ღამის შოუს ბენდის“ კონცერტით აღინიშნა. ბენდის წევრებმა მსჯავრდებულებს სკოლისდასრულება მიულოცესდა მუსიკალურინომრები მათთანერთად შეასრულეს.
მსჯავრდებულებმა წარადგინესსაკუთარი შემოქმედებაც. ბოლო ზარის ღონისძიებაზე მოეწყო მსჯავრდებულთა მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა. გაიმართა შაშის ტურნირში გამარჯვებულებისდაჯილდოებაც, სადაც პირველი ადგილი მე-12 კლასის მოსწავლემ დაიკავა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან №11 დაწესებულების ყველამსჯავრდებულს, რომლებმაც სკოლა წელს დაამთავრეს, საჩუქრები გადაეცა.

არასრულწლოვანმა მსჯავრდებულებმა დაწესებულების ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის ყვავილები და დეკორატიული ბუჩქები დარგეს.
საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის პრორექტორმა ლალი გოგინავამ მსჯავრდებულებს მიაწოდა ინფორმაცია მცენარეების მოვლის წესების შესახებ – ნიადაგის სწორად მომზადებასთან, გადარგვასა და დაავადებების პრევენციასთან დაკავშირებით.
ღონისძიება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებითა და საპატრიარქოს მხარდაჭერით გაიმართა. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს არასრულწლოვანი მსჯავრდებულების რეაბილიტაციას, მათში შრომის უნარების განვითარებას, გარემოზე ზრუნვის კულტურის ჩამოყალიბებასა და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდას.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო დაწესებულების ტერიტორიაზე მოქმედ სამხატვრო სახელოსნოში შექმნილი ნახატები.
დაწესებულებაში ხატვის შემსწავლელი კურსი რამდენიმე თვის წინ ჩამოყალიბდა და მას თავად მსჯავრდებული უძღვება. ახალი სივრცე სრულად აღჭურვილია ყველა საჭირო რესურსითა და ინვენტარით, რაც შესაძლებელს ხდის კურსის ეფექტიანად განხორციელებას.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, გამოფენას მოწვეული სტუმრები დაესწრნენ და ადგილზე გაეცნენ ახალი სარეაბილიტაციო სივრცის მნიშვნელობას და საქმიანობას.
კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მხარდაჭერა ხელს უწყობს მსჯავრდებულებისთვის პროფესიული გამოცდილების გაზიარებას, მოტივაციის ამაღლებასა და საზოგადოებაში წარმატებულ რეინტეგრაციას.