laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
№16 პენიტენციურ დაწესებულებაში ტურნირი ჩატარდა

№12 და №16 პენიტენციური დაწესებულებების მსჯავრდებულებს შორის კალათბურთსა და ფრენბურთში გუნდური ჩემპიონატი ჩატარდა. ტურნირის მიზანს მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია წარმოადგენს.

 

გუნდურ სახეობაში ტურნირი ორ დაწესებულებას შორის პირველად ჩატარდა. გამარჯვება №16 დაწესებულების გუნდებმა მოიპოვეს და პირველი ადგილის თასებით დაჯილდოვდნენ, №12 დაწესებულების გუნდებს კი, მეორე ადგილის თასები გადაეცათ.

 

სპეციალური პენიტენციური სამსახური გააგრძელებს სპორტული აქტივობების ორგანიზებას, რაც ხელს უწყობს მსჯავრდებულებისთვის საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის აუცილებელი უნარების განვითარებას.

imageVideo
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბეჟან ობგაიძე წარადგინა.

ბეჟან ობგაიძე პროფესიით იურისტია. მას საჯარო და კერძო სამსახურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნამდე ეკავა იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის თანამდებობა.

imageVideo
ქალთა დაწესებულებაში წიგნის „გისოსებს მიღმა“ პრეზენტაცია გაიმართა

წიგნი მოიცავს ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებული მსჯავრდებული ქალების შემოქმედებით ნაწარმოებებსა და ხელნაკეთი ნივთების ფოტომასალას. პროექტის მიზანია მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის ხელშეწყობა.

 

№5 დაწესებულებაში ლიტერატურული კონკურსი გასულ წელს ჩატარდა. მსჯავრდებულების ნამუშევრები ჟიურიმ შეაფასა და თითოეულ მონაწილესა და საპრიზო ადგილის მფლობელებს სიგელები, საჩუქრები და ფულადი პრემიები გადაეცათ.

 

პრეზენტაციას სპეციალური პენიტენციური სამსახურის, ქალთა საბჭოსა და ჟიურის წევრები დაესწრნენ. წიგნი „გისოსებს მიღმა“ საქართველოს ქალთა საბჭოს მიერ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმთან თანამშრომლობითა და თბილისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით გამოიცა.

 

სპეციალური პენიტენციური სამსახური მხარს უჭერს და მომავალშიც გააგრძელებს მსჯავრდებულთა თანადგომას საკუთარი ცოდნისა და უნარების რეალიზებაში.

imageVideo
არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა ლიგის წარმომადგენლები შეხვდნენ

საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა ლიგის პროექტის ფარგლებში განხორციელებული შეხვედრა არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან მიზნად ისახავდა მათთვის ცნობიერების ამაღლებას პირის ღრუს ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე.

№8 და №11 დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულებს სტომატოლოგებმა საჩუქრად „როქსის“ ჰიგიენური საშუალებები გადასცეს.

ღონისძიება საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა ლიგის ინიციატივით და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით განხორციელდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მომავალშიც გააგრძელებს პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით არასრულწლოვანთა მხარდაჭერას.

imageVideo
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრულ შემოწმებას და მიზნად ისახავს მათი უფლებრივი მდგომარეობის სამართლებრივ მოწესრიგებას.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მიკერძოებული ტელევიზიის მხრიდან საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მცდელობის მიზნით არასრულად და დამახინჯებულად გაჟღერდა სახალხო დამცველის აპარატის მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით დებულებებში ასახული ცვლილებების განმარტება, კერძოდ, თითქოსდა პირადი სრული შემოწმებისას ერთდროულად მთლიანი სხეულის გაშიშვლება ამ დრომდე წარმოადგენდა გავრცელებულ პრაქტიკას.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პირადი სრული შემოწმებისას სრული (ერთდროულად მთლიანი სხეულის) გაშიშვლების პრაქტიკას ბოლო წლებში პენიტენციურ დაწესებულებებში ადგილი არ ჰქონია.

აღსანიშნავია, რომ რიგი დაწესებულებების დებულებებით მოწესრიგებული იყო სრული გაშიშვლების პრაქტიკის აკრძალვა, ხოლო მიმდინარე პერიოდში სრულად იქნა მოწესრიგებული ყველა დაწესებულების დებულების შესაბამისი ჩანაწერი.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, დამატებით განვმარტავთ, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმება ტარდება სკანერის გამოყენებით (შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში) ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულის დათვალიერებით. ბრალდებული/მსჯავრდებული თავად ირჩევს მისთვის მისაღებ შემოწმების საშუალებასა და ფორმას, რაც მათი გარანტირებული უფლებაა.

გვსურს განვმარტოთ, რომ პირადი სრული შემოწმებისას კვლავ მოხდება სხეულის მხოლოდ იმ ნაწილის გაშიშვლება, რომლის დათვალიერებაც უნდა განხორციელდეს შესაბამისი საფუძვლიანი ეჭვის საფუძველზე.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მომავალშიც განაგრძობს მუშაობას ბრალდებულების/მსჯავრდებულების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

imageVideo
მსჯავრდებულთათვის კონცერტი ჩატარდა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით, კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობის ფარგლებში №16 პენიტენციურ დაწესებულებაში კონცერტი გაიმართა. ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ყინწვისმა“ სხვადასხვა საცეკვაო ნომერი შეასრულა, რომელშიც მსჯავრდებულებიც მონაწილეობდნენ.

პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია და ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობებს.

სპორტის ფესტივალი №12 პენიტენციურ დაწესებულებაში

შეჯიბრი ხუთ სხვადასხვა სახეობაში–ფეხბურთში, კალათბურთში, ფრენბურთში, შაშსა და ჭადრაკში ჩატარდა. გამარჯვებულები თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.

 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით სპორტის ფესტივალები დაწესებულებაში რეგულარულად იმართება, იზრდება მსჯავრდებულთა ჩართულობაც, რაც მათ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას უწყობს ხელს.

imageVideo
მსჯავრდებულთა შორის მაგიდის ჩოგბურთში ტურნირი ჩატარდა

პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით სპორტული აქტივობები გრძელდება. ამჯერად №12 და №16 დაწესებულებების მსჯავრდებულებს შორის მაგიდის ჩოგბურთში გუნდური ჩემპიონატი გაიმართა.

ფინალურ ეტაპამდე დაწესებულებებში შიდა შესარჩევი ჩემპიონატი ჩატარდა; გამოვლინდა ხუთ-ხუთი საუკეთესო მოთამაშე, რომლებმაც საბოლოო ეტაპზე გააგრძელეს მონაწილეობა.

ტურნირში გამარჯვება №16 დაწესებულების გუნდმა მოიპოვა და ოქროს მედლებითა და თასით დაჯილდოვდა, მეორე ადგილზე გასულ გუნდს კი, ვერცხლის მედლები გადაეცა.

პენიტენციური სამსახურისთვის მსჯავრდებულთა ფიზიკური აქტივობების წახალისება პრიორიტეტულია. სპორტული აქტივობები ხელს უწყობს რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ეფექტიან წარმართვას. 

imageVideo
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საჩუქრები გადასცა

საჩუქრები გადაეცათ №2, № 5, №8, №11 დაწესებულების არასრულწლოვან მსჯავრდებულებსა და №5 (ქალთა) დაწესებულების დედათა და ბავშვთა სახლში მყოფ გოგონას.

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში №11 დაწესებულებას, სადაც სპორტულ-გასართობი აქტივობა „მხიარული სტარტები“ ჩატარდა, კალათბურთელი ანატოლი ბოისაც ესტუმრა. მან სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ტურნირში გამარჯვებულები თასებით დააჯილდოვა.

არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მხარდაჭერა და მათზე ზრუნვა პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტია; მსგავსი ღონისძიებები კი, მათი მოტივაციის ამაღლებას, განვითარებასა და რესოციალიზაციას ემსახურება. 

humanIcon
hotLineIcon