
სპორტის მართვის სტრატეგიის ფარგლებში №18 პენიტენციურ დაწესებულებას გოს ფედერაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ. ფედერაციის წევრებმა მსჯავრდებულებს სამაგიდო თამაშის წესები გააცნეს და მათთან ერთად ითამაშეს.
გო ინტელექტუალური თამაშია, რომელიც აზროვნებისა და ლოგიკური უნარების განვითარებას უწყობს ხელს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით სპორტული და ფიზიკური აქტივობების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.