laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
imageVideo
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოებში ვაკანსიები გამოცხადდა:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკოორდინაციო საბჭო აცხადებს მიღებას შემდეგ ვაკანსიებზე (ანაზღაურების გარეშე):
სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს, არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს, ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს) წევრის ერთ კანდიდატურაზე - ზოგადსაგანმანათლებლო/პროფესიული/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი – რაოდენობა 4.
ადგილობრივი საბჭოს წევრობის უფლება აქვს:
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულ უმაღლესი საგანმანათლებლო/პროფესიული/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელს;
უმაღლესი საგანმანათლებლო/პროფესიული/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებმა ვაკანსიაზე განაცხადი კონკურსის გამოცხადების დასრულებამდე უნდა წარადგინონ საკოორდინაციო საბჭოში;
საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის კანდიდატურის წარმოდგენის შემთხვევაში, წერილობით მიმართვას თან უნდა დაერთოს დაწესებულების რეგისტრაციისა და შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები:
1.კანდიდატის განაცხადი;
2.კანდიდატის პირადობის მოწმობის ასლი;
3.კანდიდატის CV;
4.ცნობა დასაქმების ადგილიდან;
5. საგანმანათლებლო დაწესებულების რეგისტრაციის ასლი/წესდება/დებულება.
შესაძლებელია დოკუმენტაციის წარდგენა ელექტრონული ფორმითაც მისამართზე: info@sps.gov.ge.
კანდიდატურების წარმოდგენის ვადა 2025 წლის 8 სექტემბერი, 18.00 საათამდე.
საკონტაქტო ტელეფონი: 1500; (+995) 599 000 463 

imageVideo
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ბეჟან ობგაიძემ დაკავებული თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ბეჟან ობგაიძემ დაკავებული თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელის დ. გოგობერიშვილისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის გ. ქემოკლიძის მიერ თანამდებობების დატოვება.

სპეციალური პენიტენციური სამსახურში მიმდინარე დისციპლინური წარმოების ფარგლებში გამოვლენილი გარემოებების შესწავლისა და ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მიმდინარე გამოძიებისა და შიდასამსახურებრივი შემოწმების პირობებში, ხელმძღვანელი პირები კვლავაც ინარჩუნებდნენ თანამდებობებს, რასაც შესაძლოა ხელი შეეშალა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში, ზემოაღნიშნულმა პირებმა დაკავებული პოზიციები დატოვეს პირადი განცხადების საფუძველზე.

იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაინიშნა გიორგი პატარიძე.

imageVideo
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიორგი პატარიძე წარადგინა.

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიორგი პატარიძე წარადგინა.

გიორგი პატარიძეს საჯარო და კერძო სამსახურებში, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნამდე იგი იკავებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ცვლილებამდე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ბეჟან ობგაიძემ თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.

imageVideo
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციაში მიმდინარეობს გამოძიება

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციაში მიმდინარეობს გამოძიება, მ/წ 11 ივლისს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულების საკანში კ. მეტრეველსა და გ. ბაჩიაშვილს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126 მუხლის 1-ნაწილით.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა პენიტენციური სამსახურის გარკვეული თანამშრომლების მხრიდან დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ფაქტები, რასთან დაკავშირებითაც იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიმართვის საფუძველზე, მ/წ 19 აგვისტოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტში დაიწყო დისციპლინური წარმოება.
დისციპლინური წარმოების ფარგლებში გამოიკითხნენ სხვადასხვა პირები, მათ შორის N8 დაწესებულების ხელმძღვანელი, დაწესებულებისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, მსჯავრდებული გ. ბაჩიაშვილი, მსჯავრდებული კ. მეტრეველი, ასევე სხვა მსჯავრდებული პირები, რომლებსაც შესაძლოა ჰქონოდათ რაიმე სახის კონტაქტი მსჯავრდებულ ბაჩიაშვილთან.
შემოწმების შედეგად ამ ეტაპზე გამოკვეთილი გარემოებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდებული გ. ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ.

ასევე, გარკვეულ ეჭვებს ბადებს კ. მეტრეველის ბ. ბაჩიაშვილთან ერთ საკანში მოთავსების მოტივაციაც.


დისციპლინური წარმოების ფარგლებში გამოვლენილი გარემოებების შესწავლისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მიმდინარე გამოძიებისა და შიდასამსახურებრივი შემოწმების პირობებში, ხელმძღვანელი პირები კვლავაც ინარჩუნებდნენ თანამდებობებს, რასაც შესაძლოა ხელი შეეშალა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში, N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა დ. გოგობერიშვილმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გ. ქემოკლიძემ თანამდებობები დატოვეს. 

imageVideo
ქალთა დაწესებულებაში სპექტაკლი „ლამანჩელი“ გაიმართა

№16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებმა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართული წარმატებული პრემიერის შემდეგ სპექტაკლი „ლამანჩელი“ №5 (ქალთა) დაწესებულებაში წარადგინეს.
სპექტაკლში მოქმედება პენიტენციურ დაწესებულებაში ვითარდება და ასახავს მსჯავრდებულთა თვითრეალიზაციისკენ სწრაფვას. წარმოდგენაში, რომელშიც 13 მსჯავრდებული და 3 პროფესიონალი მსახიობი მონაწილეობს, რეჟისურა, მხატვრული და მუსიკალური გაფორმება თავად მსჯავრდებულებს ეკუთვნით.
ღონისძიება იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
ქალთა დაწესებულებაში გამართულ წარმოდგენას სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრნენ

პენიტენციურ დაწესებულებებში გოს სწავლება გრძელდება

№5 (ქალთა) და №16 პენიტენციური დაწესებულებების მსჯავრდებულებმა საქართველოს გოს ფედერაციის წარმომადგენლების ხელმძღვანელობით სამაგიდო თამაშის – გოს წესები შეისწავლეს.

ინიციატივის მიზანია მსჯავრდებულთა ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების განვითარება, რაც ხელს უწყობს მათ რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში წარმატებულ რეინტეგრაციას.

გოს მასტერკლასი უკვე ჩატარდა №18 დაწესებულებაში. სპორტის მართვის სტრატეგიის ფარგლებში, პენიტენციურ დაწესებულებებში სამაგიდო თამაში ეტაპობრივად დაინერგება; გადაეცემათ სათამაშო დაფებიც, რაც მსჯავრდებულებს რეგულარული ვარჯიშის შესაძლებლობას მისცემს.

imageVideo
№5 პენიტენციურ დაწესებულებაში სპორტის სამ სახეობაში ტურნირი გაიმართა

სპეციალური პენიტენციური სამსახური ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტული ღონისძიებების ორგანიზებას აგრძელებს. ამჯერად №5 დაწესებულებაში მსჯავრდებული ქალები ერთმანეთს კალათბურთში, ფრენბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში შეეჯიბრნენ.

ტურნირის გამარჯვებულები მედლებითა და თასებით დაწესებულების დირექტორმა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა დააჯილდოვეს. ფედერაციამ დაწესებულებას საერთაშორისო სტანდარტის კალათბურთის ფარები და სპორტული ინვენტარიც გადასცა.

სპორტის მართვის სტრატეგიის ფარგლებში სპეციალური პენიტენციური სამსახური მომავალშიც გააგრძელებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სპორტულ აქტივობებში ჩართვას.

ლაითურის პენიტენციურ დაწესებულებაში სპორტის ფესტივალი გაიმართა

სპორტის მართვის სტრატეგიის ფარგლებში, №1 პენიტენციურ დაწესებულებაში სამაგიდო თამაშებში – შაშში, ჭადრაკსა და მაგიდის ჩოგბურთში ტურნირი ჩატარდა.

ფესტივალის გამარჯვებულები ლეგენდარულმა ვეტერანმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემ დააჯილდოვა, რომელმაც სპორტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და მსჯავრდებულებს პროფესიული გამოცდილება გაუზიარა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით სპორტული აქტივობების მხარდაჭერას გააგრძელებს.

imageVideo
პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით სპორტული ტურნირები გრძელდება

№12 და №16 პენიტენციურ დაწესებულებებს შორის ფეხბურთში შეჯიბრი გაიმართა. ტურნირში გამარჯვება №16 დაწესებულების მსჯავრდებულთა გუნდმა მოიპოვა და პირველი ადგილის თასით დაჯილდოვდა.

სპორტისა და ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიზნით პენიტენციური დაწესებულებები აღიჭურვა თანამედროვე სპორტული ინვენტარით, განახლდა სპორტული ინფრასტრუქტურა და დაინერგა არაერთი სპორტული პროგრამა. ფესტივალები სპორტის სხვადასხვა სახეობაში რეგულარულად ტარდება.

humanIcon
hotLineIcon