
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო დაწესებულების ტერიტორიაზე მოქმედ სამხატვრო სახელოსნოში შექმნილი ნახატები.
დაწესებულებაში ხატვის შემსწავლელი კურსი რამდენიმე თვის წინ ჩამოყალიბდა და მას თავად მსჯავრდებული უძღვება. ახალი სივრცე სრულად აღჭურვილია ყველა საჭირო რესურსითა და ინვენტარით, რაც შესაძლებელს ხდის კურსის ეფექტიანად განხორციელებას.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, გამოფენას მოწვეული სტუმრები დაესწრნენ და ადგილზე გაეცნენ ახალი სარეაბილიტაციო სივრცის მნიშვნელობას და საქმიანობას.
კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მხარდაჭერა ხელს უწყობს მსჯავრდებულებისთვის პროფესიული გამოცდილების გაზიარებას, მოტივაციის ამაღლებასა და საზოგადოებაში წარმატებულ რეინტეგრაციას.