
გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ახალი წელი სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა და ევროპის სამგზის ჩემპიონმა, "ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანმა მიულოცეს.
სპორტსმენმა არასრულწლოვნებს პროფესიული გამოცდილება გაუზიარა.
ღონისძიების ფარგლებში მსჯავრდებულებს საახალწლო საჩუქრებიც გადაეცათ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით №5 (ქალთა) პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ დედათა და ბავშვთა სახლს თოვლის ბაბუა ესტუმრა. მან პატარებს შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან საჩუქრები მათი სურვილისა და საჭიროების გათვალისწინებით მიიღეს №2, №5 (ქალთა), №8 და №11 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფმა არასრულწლოვანმა მსჯავრდებულებმაც.

№11 (არასრულწლოვანთა) პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შობა-ახალი წელი „ვაკის პარკის“ სოლისტმა ზაზა ხუციშვილმა მიულოცა.
ღონისძიების ფარგლებში მომღერალმა მუსიკალური ნომრები შეასრულა და არასრულწლოვან მსჯავრდებულებს პროფესიული გამოცდილება გაუზიარა.

წინასაახალწლო ღონისძიებების ფარგლებში №11 პენიტენციურ დაწესებულებას მომღერლები ესტუმრნენ და მსჯავრდებულებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.
შესრულდა მუსიკალური ნომრები.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მხარს უჭერს და მომავალშიც გააგრძელებს მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნების მიზნით ღონისძიებების ორგანიზებას.

№17 პენიტენციურ დაწესებულებას თელავის სახელმწიფო ანსამბლ „შემოძახილის“ წევრები ესტუმრნენ. ანსამბლის წევრებმა ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს. შესრულდა ერთობლივი საგალობლებიც დაწესებულებაში მოქმედი მგალობელთა გუნდის მონაწილეობით.
მუსიკალური საღამოს დასრულების შემდეგ მსჯავრდებულებმა სტუმრებს ხელნაკეთი ნივთები საჩუქრად გადასცეს.
ამავე ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს საპატრიარქომ დაწესებულების ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია პრიორიტეტულია. ამ მიზნით სამსახური გააგრძელებს კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მხარდაჭერას.

წირვას სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრნენ. შესრულდა საგალობლები მსჯავრდებულთა მონაწილეობით.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გილოცავთ ნიკოლოზობას!
№11 (არასრულწლოვანთა) პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი რუსუდან ბოლქვაძე შეხვდა და პროფესიული გამოცდილება გაუზიარა.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა მოკლემეტრაჟიანი ფილმებიდან და სპექტაკლებიდან ფრაგმენტების ჩვენება. ღონისძიება კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.
დაწესებულებაში სტუმრობისას მსახიობი, ასევე, გაეცნო მოქმედ სარეაბილიტაციო პროგრამებსა და საგანმანათლებლო სივრცეს, დაათვალიერა ბიბლიოთეკა და დაწესებულებაში მოქმედი ეკლესია.
სპეციალური პენიტენციური სამსახური გააგრძელებს კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას, რომელიც მსჯავრდებულთა განვითარებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატებულ რეინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით და საერთაშორისო განათლების აკადემია „ბიდისის“ ხელშეწყობით №16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებმა კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელი კურსი გაიარეს.
საგანმანათლებლო პროცესი ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ამავე აკადემიის კურსდამთავრებული მსჯავრდებული უძღვებოდა. სწავლების დასრულების შემდეგ მსჯავრდებულებს საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ, რაც მათ განთავისუფლების შემდეგ დასაქმებაში დაეხმარებათ.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით გააგრძელებს პროფესიული განათლების განვითარებასა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას.

ტურნირი სპორტის სამ სახეობაში – ჭადრაკში, შაშსა და გოში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ სამაგიდო თამაშ გოში შეჯიბრება ფესტივალის ფარგლებში პირველად ჩატარდა.
გამარჯვებულები მედლებით დაჯილდოვდნენ.
სპეციალური პენიტენციური სამსახური გააგრძელებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებების ორგანიზებას, რაც მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას უწყობს ხელს.

