laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
imageVideo
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია პირველისა და ტაბულას მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის (ირაკლი ნადირაძე, ირაკლი ქერაშვილი და გურამ მირცხულავა) სატელეფონო ზარების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

ბრალდებულს პატიმრობის აღსრულებისას, აგრეთვე მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის აღსრულებისას გარანტირებული აქვს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, პენიტენციური კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები. მათ შორის, სატელეფონო საუბრითა და მიმოწერით სარგებლობის უფლება.

გავრცელებულ განცხადებებში მითითებული ყველა პირი შეუზღუდავად სარგებლობს სატელეფონო საუბრის უფლებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ათ დღეში ერთხელ სატელეფონო უფლებით სარგებლობის შეზღუდვასთან დაკავშირებული ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს საზოგადოების სიცრუეში შეყვანას და სპეციალური პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას.

აქვე აღსანიშნავია, რომ სატელეფონო საუბარი ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯითა და სატელეფონო საუბრის განსახორციელებლად ბრალდებულს/მსჯავრდებულს ბალანსზე უნდა ჰქონდეს შესაბამისი ოდენობის თანხა.

imageVideo
№16 პენიტენციურ დაწესებულებაში საფეხბურთო მატჩი ჩატარდა

სპორტის მართვის სტრატეგიის ფარგლებში №16 პენიტენციურ დაწესებულებაში საფეხბურთო მატჩი გაიმართა.

შეჯიბრებაში ერთმანეთს მსჯავრდებულები და საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი დაუპირისპირდნენ. დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება მსჯავრდებულებმა მოიპოვეს, რომელთაც გარდამავალი თასი გადაეცათ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა პრიორიტეტულია. ამ მიზნით სპორტის სხვადასხვა სახეობაში ტურნირები მსჯავრდებულთა მაღალი ჩართულობით რეგულარულად იმართება, რაც მათ საზოგადოებაში წარმატებულ რეინტეგრაციას უწყობს ხელს.

imageVideo
ქალთა დაწესებულებაში „ალილოს“ კონცერტი ჩატარდა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით, №5 (ქალთა) პენიტენციურმა დაწესებულებამ ანსამბლ „ალილოს“ უმასპინძლა. ანსამბლის წევრებმა მსჯავრდებულთათვის სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს.

საღამოს დასრულების შემდეგ მსჯავრდებულებმა სტუმრებს საკუთარი ხელით დამზადებული ნივთები საჩუქრად გადასცეს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური გააგრძელებს მსგავსი ტიპის აქტივობების მხარდაჭერას, რაც მსჯავრდებულებს საზოგადოებაში წარმატებულ რეინტეგრაციაში დაეხმარება.

20/01/2026 პრეზიდენტის შეწყალება ქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში
imageVideo
არასრულწლოვანმა მსჯავრდებულებმა ნორიოს ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრები გაუგზავნეს

№8 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებმა ბავშვებისათვის საკუთარი ხელით დაამზადეს მისალოცი ბარათები და თიხის ნივთები – ჭიქები, სასანთლეები, თასები,  დეკორატიული აქსესუარები.

საჩუქრები ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა გადასცეს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის,  გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნებისა და სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერების მიზნით გააგრძელებს მსგავსი სახის აქტივობების მხარდაჭერას.

imageVideo
№11 პენიტენციურ დაწესებულებაში მუსიკალური საღამო ჩატარდა

საახალწლო ღონისძიების ფარგლებში არასრულწლოვან მსჯავრდებულებს მომღერლებმა შობა-ახალი წელი მიულოცეს.

შესრულდა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი, მათ შორის, მსჯავრდებულთა მონაწილეობით.

საახალწლო დღეებში საქართველოს საპატრიარქოსგან საშობაო ეპისტოლე, სანთლები და ტბილეული პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა ყველა არასრულწლოვანმა მიიღო.

imageVideo
№5 პენიტენციურ დაწესებულებაში მუსიკალური საღამო ჩატარდა

№5 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ქალ მსჯავრდებულებს შობა-ახალი წელი მუსიკოსებმა კონცერტით მიულოცეს. ღონისძიების ფარგლებში შესრულდა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი, მათ შორის, მსჯავრდებულთა მონაწილეობით.

კონცერტის მიმდინარეობისას მსჯავრდებულებმა საცეკვაო და თეატრალიზებული ნომრები წარმოადგინეს, ღონისძიების დასრულების შემდეგ, სტუმრებს საჩუქრად საკუთარი ხელით შექმნილი ხატები გადასცეს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნების მიზნით მომავალშიც გააგრძელებს კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობების მხარდაჭერას.

imageVideo
მსჯავრდებულები შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ტრადიციულად წირვა-ლოცვით შეხვდნენ

მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე მოქმედ ყველა ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა.

დღესასწაულთან დაკავშირებით, №15 (ქსნის) დაწესებულებას სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე ესტუმრა,საღვთო ლიტურგიას დაესწრო და თანამშრომლებსა და მსჯავრდებულებს შობა მიულოცა.

imageVideo
№16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულების მონაწილეობით საახალწლო ღონისძიება ჩატარდა

წარმოდგენისთვის მსჯავრდებულებმა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი მოამზადეს და ინტელექტუალურ თამაშებში მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიებას სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

humanIcon
hotLineIcon