laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
smallArrow

№11 დაწესებულებაში გამწვანების აქცია გაიმართა

№11 დაწესებულებაში გამწვანების აქცია გაიმართა
imageVideo
16.05.2025
print
facebook

არასრულწლოვანმა მსჯავრდებულებმა დაწესებულების ტერიტორიაზე  სხვადასხვა სახეობის ყვავილები და დეკორატიული ბუჩქები დარგეს.

საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის პრორექტორმა  ლალი გოგინავამ მსჯავრდებულებს მიაწოდა   ინფორმაცია მცენარეების მოვლის წესების შესახებ – ნიადაგის სწორად მომზადებასთან, გადარგვასა და დაავადებების პრევენციასთან დაკავშირებით.

ღონისძიება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებითა და  საპატრიარქოს მხარდაჭერით გაიმართა. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს არასრულწლოვანი მსჯავრდებულების რეაბილიტაციას, მათში შრომის უნარების განვითარებას, გარემოზე ზრუნვის კულტურის ჩამოყალიბებასა და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდას.

humanIcon
hotLineIcon