
მხატვარმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს მხატვრობის ისტორია და ხატვის სხვადასხვა ტექნიკა გააცნო და მათ პროფესიული გამოცდილება გაუზიარა. ახალგაზრდებმა თავადაც შექმნეს ნამუშევრები და პრაქტიკული რეკომენდაციებიც მიიღეს, რაც მათ შემოქმედებითი უნარების განვითარებაში დაეხმარება.
დაწესებულებაში სტუმრობისას მხატვარი სრულწლოვან ქალ მსჯავრდებულებსაც შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ხელოვნების როლი ადამიანის ემოციური და სოციალური განვითარების პროცესში. მსჯავრდებულებმა საკუთარი ნამუშევრებიც წარადგინეს და პროფესიული შეფასებები მიიღეს.
ღონისძიება რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამის ნაწილია და მიზნად ისახავს მსჯავრდებულთა მოტივაციის ამაღლებას, შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და საზოგადოებაში წარმატებული ინტეგრაციის ხელშეწყობას.