
წიგნი მოიცავს ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებული მსჯავრდებული ქალების შემოქმედებით ნაწარმოებებსა და ხელნაკეთი ნივთების ფოტომასალას. პროექტის მიზანია მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის ხელშეწყობა.
№5 დაწესებულებაში ლიტერატურული კონკურსი გასულ წელს ჩატარდა. მსჯავრდებულების ნამუშევრები ჟიურიმ შეაფასა და თითოეულ მონაწილესა და საპრიზო ადგილის მფლობელებს სიგელები, საჩუქრები და ფულადი პრემიები გადაეცათ.
პრეზენტაციას სპეციალური პენიტენციური სამსახურის, ქალთა საბჭოსა და ჟიურის წევრები დაესწრნენ. წიგნი „გისოსებს მიღმა“ საქართველოს ქალთა საბჭოს მიერ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმთან თანამშრომლობითა და თბილისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით გამოიცა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მხარს უჭერს და მომავალშიც გააგრძელებს მსჯავრდებულთა თანადგომას საკუთარი ცოდნისა და უნარების რეალიზებაში.