
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით, კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობის ფარგლებში №16 პენიტენციურ დაწესებულებაში კონცერტი გაიმართა. ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ყინწვისმა“ სხვადასხვა საცეკვაო ნომერი შეასრულა, რომელშიც მსჯავრდებულებიც მონაწილეობდნენ.
პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია და ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობებს.