laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
imageVideo
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკოორდინაციო საბჭო აცხადებს მიღებას შემდეგ ვაკანსიებზე (ანაზღაურების გარეშე)


ადგილობრივი საბჭოს წევრობის უფლება აქვს:
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია რეგისტრაციაში გატარების მომენტისათვის ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას;საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს;

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლის, კრიმინოლოგიის, ფსიქოლოგიის ან სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერების განხრით მუშაობის გამოცდილება, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება იმ პედაგოგს, რომელსაც მუშაობის გამოცდილება აქვს კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებთან;

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთმანეთში კონსულტაციებისა და შეთანხმების შედეგად ვაკანსიის გამოცხადებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კანდიდატურა უნდა წარადგინონ საკოორდინაციო საბჭოში. იმ შემთხვევაში, თუ კონსულტაციების შედეგად შეთანხმებ ავერ იქნა მიღწეული, არასამთავრობო ორგანიზაციას უფლება ენიჭება, კანდიდატურა დამოუკიდებლად წარადგინოს;

უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებმა ვაკანსიის გამოცხადებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კანდიდატურა უნდა წარადგინონ საკოორდინაციო საბჭოში;

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის კანდიდატურის წარმოდგენასთან დაკავშირებულ წერილობით მიმართვას თან უნდა ერთვოდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ორგანიზაციის წესდება/დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმება, ხოლო საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის კანდიდატურის წარმოდგენის შემთხვევაში, წერილობით მიმართვას თან უნდა დაერთოს დაწესებულების რეგისტრაციისა და შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები.

კანდიდატურების წარმოდგენა უნდა მოხდეს წერილობითი ფორმით 2023 წლის 22 სექტემბრის 18:00 საათამდე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

მისამართი: 0186, საქართველო, თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. №18

დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც მისამართზე: info@sps.gov.ge.

საკონტაქტო ტელეფონი: 1500; 598 21 26 16


imageVideo
№5 დაწესებულებაში კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობების მონაწილეობით სპექტაკლი ჩატარდა

ამჯერად №5 (ქალთა) დაწესებულებაში კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობების მონაწილეობით სპექტაკლი ჩატარდა.

ქალმა პატიმრებმა ჯაზ-კვარტეტის წევრებთან ერთად მუსიკალური ნომრებიც შეასრულეს და სტუმრებს საჩუქრად ხელნაკეთი ნივთები გადასცეს.

წარმოდგენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც მათ საზოგადოებაში ეფექტურ ადაპტაციასა და რეინტეგრაციაში დაეხმარება.
imageVideo
სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში დაქტილოსკოპიის ციფრული მეთოდი დაინერგა


დაქტილოსკოპიის თანამედროვე ტექნოლოგია პირველ ეტაპზე მიმღებ პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე წლის თებერვალში დაინერგა. ამჟამად თითის ანაბეჭდების აღების მოძველებული მეთოდის გამოყენების საჭიროება უკვე აღარ არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფ არცერთ დაწესებულებაში.

სპეციალური პენიტენციური სამსახური საქმიანობის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად და ეფექტურობის გაზრდის მიზნით აგრძელებს სისტემაში თანამედროვე ტექნიკური საშუალებების დამკვიდრებას.
imageVideo
№10 პენიტენციურ დაწესებულებას პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა საჩუქრად საავტორო წიგნები გადასცა


№10 პენიტენციურ დაწესებულების ბიბლიოთეკას პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა საჩუქრად საავტორო წიგნები გადასცა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით მსჯავრდებულებთან მწერალ გიორგი კეკელიძის შეხვედრების ციკლი გრძელდება. ამჯერად მწერლის ლიტერატურული საღამო №10 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართა.

ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულების თავისუფლებააღკვეთილ პირებს გიორგი კეკელიძე სისტემატურად ხვდება, უზიარებს საკუთარ შემოქმედებას და მხატვრული ლიტერატურის სხვადასხვა საკითხზე ესაუბრება.



imageVideo
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს გერმანული ნაგაზი სახელად პრადა შეუერთდა


დღეს უკვე გერმანული ნაგაზი სახელად პრადა ასრულებს მოვალეობას ამანათების შემოწმებასთან დაკავშირებით. უახლოეს მომავალში სამსახური მოამზადებს შესაბამისი ჯიშის ძაღლების დამატებით რაოდენობას, რის შემდეგაც ოთხფეხა მეგობრები ჩაერთვებიან პენიტენციური სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობაში.

სამსახური, თავის მხრივ, პასუხისმგებლობას იღებს ძაღლების მოვლა-პატრონობასა და გაწვრთნაზე, მათ ეფექტურ და რაციონალურ გამოყენებაზე.
imageVideo
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება


პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 24 და 25 აგვისტოს 09:00- დან 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

სპეციალური პენიტენციური სამსახური გილოცავთ მარიამობის დღესასწაულს.
imageVideo
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის იუსტიციის მინისტრ ბენიამინ ლიმბახს შეხვდა


გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის იუსტიციის მინისტრმა მზაობა გამოხატა მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.

"ძალიან საინტერესო და პოზიტიური შთაბეჭდილებები მივიღეთ. ვიზიტის ფარგლებში შევხვდით სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსს, განვიხილეთ სისტემაში არსებული გამოწვევები. გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარე მომავალშიც მხარს დაუჭერს საქართველოს; ჩვენი ექსპერტები გაუწევენ დახმარებას, რომ სასჯელაღსრულების სისტემა საქართველოში განვითარდეს დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს მიმართულებით და ვიმედოვნებთ, ჩვენი პარტნიორობა მეგობრობაში გადაიზრდება", – აღნიშნა ბენიამინ ლიმბახმა.
imageVideo
პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ პირობებს ჩრდილოეთ ვესტფალიის მხარის იუსტიციის მინისტრი გაეცნო
სტუმრებმა დაათვალიერეს დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული სამკერვალო, სილამაზის სალონი, სადაც მსჯავრდებულები არიან დასაქმებული; მოინახულეს პაემნებისთვის განკუთვნილი სივრცეები, ახლად რეაბილიტირებული სპორტული მოედანი და ინფრასტრუქტურა.


დელეგაციის წევრებმა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებისთვის განკუთვნილი განახლებული სასადილოც დაათვალიერეს, სადაც ისინი უფასო კვებით არიან უზრუნველყოფილი.


სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დოქტორ ბენიამინ ლიმბახი გაეცნო ინოვაციურ პროექტ "ციფრულ უნივერსიტეტსაც", რომელიც მსჯავრდებულებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად მიიღონ აკადემიური უმაღლესი განათლება და ონლაინ რეჟიმში დაესწრონ ლექციებს.

დელეგაციის წევრებმა, ასევე, მოინახულეს პურის საცხობი და ხისა და ტყავის საამქროები, სადაც მსჯავრდებულები არიან დასაქმებული. საამქროებში დამზადებული ნივთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა მსჯავრდებულთათვის დამატებითი შემოსავლის წყაროა.

დოქტორ ბენიამინ ლიმბახი დაინტერესდა პენიტენციურ სისტემაში მოქმედი ინოვაციური სერვისით – "ონლაინ კლინიკის" მოდელით, რომელიც მსჯავრდებულებს შესაძლებლობას აძლევს, უმოკლეს დროში ისარგებლონ სამოქალაქო კლინიკის სპეციალისტის ონლაინ კონსულტაციით, რაც სამედიცინო მომსახურების ხარისხს უფრო მოქნილსა და ხელმისაწვდომს ხდის.

გერმანული დელეგაცია თბილისში საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში იმყოფება, რომელსაც გასულ წელს ბერლინში მოეწერა ხელი. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა პენიტენციურ და პრობაციის სფეროებს მოიცავს.

imageVideo
№11 დაწესებულების თანამშრომელთათვის სასადილო სივრცე მოეწყო

სასადილო სივრცე უკვე ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მოქმედებს.

პენიტენციური სამსახური სისტემაში დასაქმებულ თანამშრომლებზე ზრუნვას და მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისების დანერგვას კვლავ აქტიურად გააგრძელებს.
humanIcon
hotLineIcon