
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, №2 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულის ნ.ბ.-ს შესახებ.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ ბრალდებული ნ.ბ. განთავსებული იყო სამეთვალყურეო კამერებით აღჭურვილ საკანში, რომლის საპირფარეშოშიც მან ერთჯერადი სამართებლის გამოყენებით ორივე ხელზე მიიყენა თვითდაზიანება.
თვითაზიანების ფაქტზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაწყებულია გამოძიება.
ნ.ბ.-ს დაწესებულებაში ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების დაცვა სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველა საინფორმაციო საშუალებას, საზოგადოების დეზინფორმირების თავიდან არიდების მიზნით თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან.

ახალგაზრდულ კლუბ „YOUTHTITIA-ს“ წევრებს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი შეხვდა
ღონისძიება იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე გაიმართა.
„YOUTHTITIA- ს მონაწილეებთან განხილული იქნა პენიტენციურ სისტემაში არსებული რეფორმები და ახალი პენიტენციური კოდექსი.
ამასთან, 4 დღიანი გასვლითი ღონისძიება მოიცავს რუსთავის მე-16სასჯელაღსრულების დაწესებულების დათვალიერებას და მართვის სპეციფიკის გაცნობას.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება რამდენიმე ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 13 აგვისტოს N2 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულთა შორის გამოვლენილი ჩივილები შეესაბამება შესაძლო ენტეროვირუსული ინფექციის სიმპტომებს. მდგომარეობის შესაძლო გართულების პრევენციის მიზნით, მსჯავრდებულთა ნაწილი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.
ექიმ-სპეციალისტთა მიერ მათი მდგომარეობა შეფასებულ იქნა როგორც სტაბილური, მსუბუქი ხარისხის დარღვევებით. პაციენტებს გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, ჩაუტარდათ ლაბორატორიული კვლევები და დაბრუნდებიან დაწესებულებაში სასჯელის მოხდის ადგილას.
კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ამ ეტაპზე ყველა მსჯავრდებულის მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია, იმყოფებიან სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით და თბილისის ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანების“ ხელშეწყობით №11 დაწესებულების მსჯავრდებულები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამისა და ვორქშოპების გამოყენებით სამუზეუმო საქმიანობას სამი თვის განმავლობაში გაეცნობიან.
პროექტის ფარგლებში, მსჯავრდებულები კომპეტენტურ პირთაგან მიიღებენ ინფორმაციას ისეთ საკითხებზეც, როგორიცაა: „ქართული მუსიკის ისტორია“, ზაქარია ფალიაშვილის ბიოგრაფია და „დაისი“, ილია ჭავჭავაძის ცხოვრება და მოღვაწეობა, გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრება და „არტისტული ყვავილები“, კოტე წერეთელი და აღმოსავლეთის კვლევები, ქართული კულტურული მემკვიდრეობა და იუნესკო და სხვა.
ქართული ჰიმნისა და გერბისადმი მიძღვნილი პირველი სალექციო შეხვედრა მსჯავრდებულთა აქტიური ჩართულობითა და დისკუსიით წარიმართა.
პროექტი, რომელიც მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ცოდნის გაღრმავებას ისახავს მიზნად, პენიტენციურ სისტემაში 2022 წლიდან ხორციელდება.
სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის უმნიშვნელოვანესია არასრულწლოვან ბრალდებულებზე/მსჯავრდებულებზე ზრუნვა, განათლების დონის გაუმჯობესება და საზოგადოებაში მათი ეფექტური ინტეგრაცია. ამ მიზნით დაწესებულებაში 17 ფსიქოსოციალური პროგრამა ფუნქციონირებს.
დაწესებულების განახლებულ ფონდში წარმოდგენილია როგორც მხატვრული, ისე სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა. წიგნები სხვადასხვა გამომცემლობისგან №8 დაწესებულების ბიბლიოთეკას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ხელშეწყობით გადაეცა.
ღონისძიების ფარგლებში მსჯავრდებულებს ერთ-ერთი წიგნის ავტორი, მწერალი რამაზ გიგაურიც შეხვდა, პატიმრებს საკუთარი შემოქმედება გააცნო და წიგნიერების მნიშვნელობაზეც ესაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური დაწესებულების ფონდის განახლებას კვლავ გააგრძელებს, რაც ხელს შეუწყობს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას და მათ ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება.
№11 დაწესებულების მსჯავრდებულებმა ინფორმაცია მიიღეს ინოვაციური პროფესიების, მათ შორის, რობოტიკის შესახებ, რაც მათ ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ.
სამკვირიანი სალექციო კურსის დასრულების შემდეგ პატიმრებმა რამდენიმე სპეციფიკის რობოტიც დააპროგრამირეს.
სწავლებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტექწარმოების და ინოვაციების განვითარების ცენტრისა და რობოტიკის მიმართულების წარმომადგენლები უძღვებოდნენ.
№11 დაწესებულებაში შემეცნებითი სალექციო ციკლი მომავალშიც გაგრძელდება. არასრულწლოვანი მსჯავრდებულები გაეცნობიან „ჭკვიანი ქალაქის“ კონცეფციას, ხელოვნური ინტელექტის როლსა და მნიშვნელობას, თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენას სხვადასხვა პროფესიაში.
სპეციალური პენიტენციური სამსახური არასრულწლოვან მსჯავრდებულებზე ზრუნვას და მათი სხვადასხვა მიმართულებით განვითარების ხელშეწყობას მომავალშიც გააგრძელებს.

დარგის სპეციალისტ ლალი გოგინავასგან, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს მებაღეობა-მევენახეობის ინსტიტუტის პრორექტორია, პატიმრებმა ინფორმაცია მიიღეს მცენარეების მოვლასთან, ნიადაგის სწორად მომზადებასთან, გადარგვასთან და დაავადებების პრევენციასთან დაკავშირებით.
სწავლების დასრულების შემდეგ ტრენინგის მონაწილეებს შესაბამისი ლიტერატურაც გადაეცათ.
მიღებული ცოდნა პატიმრებს დაწესებულების ტერიტორიაზე გაშენებული ბაღის სწორად მოვლაში დაეხმარებათ, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში მონაწილეობა კი, უფრო ეფექტიანს გახდის მათი რეაბილიტაციის პროცესს.
მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიზნით უწყება სხვადასხვა პროგრამის შეთავაზებას ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისათვის მომავალშიც გააგრძელებს.
პენიტენციურ სისტემაში პირველად, თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტფესტივალის ორგანიზატორების ინიციატივით, მსჯავრდებულები ძირითად საკონკურსო პროგრამაში წარდგენილ ფილმებს შეაფასებენ და გამარჯვებულებს გამოავლენენ.
პატიმრები ოთხი კატეგორიის – მხატვრულ, დოკუმენტურ, ანიმაციურ და ექსპერიმენტულ – ფილმებს არსებული კრიტერიუმების საფუძველზე შეაფასებენ.
ამ მიზნით №16 პენიტენციურ დაწესებულებას მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტფესტივალ „დიოგენეს“ ორგანიზატორები ესტუმრნენ, მსჯავრდებულებს ფესტივალის ფარგლებში წარდგენილი ფილმები გადასცეს და შეფასების კრიტერიუმები გააცნეს.
მსჯავრდებულების გარდა, ფილმებს კიდევ ორი დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულების დაჯილდოება სექტემბერში გაიმართება.
მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და მასში 100-მდე ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის და პატიმართა გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნების ხელშეწყობას კვლავ გააგრძელებს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას აგრძელებს. ამჯერად №5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებას ქორეოგრაფიული ანსამბლი „ყინწვისი“ ესტუმრა და მსჯავრდებულთათვის კონცერტი გამართა.
ღონისძიების დასასრულს, ქალმა პატიმრებმა ანსამბლის წევრებს საჩუქრად ხელნაკეთი ნივთები გადასცეს და სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადეს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური თითოეულ ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე ზრუნვას, გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნებას და საზოგადოებაში მათი რეინტეგრაციის ხელშეწყობას მომავალშიც გააგრძელებს.