laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
smallArrow

პენიტენციური სამსახურის პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოებისა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მუდმივმოქმედ კომისიაში ვაკანსიები გამოცხადდა

პენიტენციური სამსახურის პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოებისა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მუდმივმოქმედ კომისიაში ვაკანსიები გამოცხადდა
imageVideo
20.09.2024
print
facebook

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკოორდინაციო საბჭო აცხადებს მიღებას შემდეგ ვაკანსიებზე (ანაზღაურების გარეშე):

ვაკანსია ცხადდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრის ერთ კანდიდატურაზე – არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან;

ასევე, ცხადდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექვსი ადგილობრივი საბჭოს (აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს, აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს, აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს, დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს, არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს, ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს) წევრის ორ-ორ კანდიდატურაზე, რომელთაგან ერთ ვაკანსიას დაიკავებს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი (6 ვაკანსია), ერთს კი – ზოგადსაგანმანათლებლო/პროფესიული/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი – რაოდენობა 6.

მუდმივმოქმედი კომისიისა და ადგილობრივი საბჭოს წევრობის უფლება აქვს:

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია რეგისტრაციაში გატარების მომენტისათვის ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას;

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ უმაღლესი საგანმანათლებლო/პროფესიული/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელს;

არასამთავრობო ორგანიზაციებს როგორც ერთმანეთში კონსულტაციებისა და შეთანხმების საფუძველზე, ისე კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას ინდივიდუალურად უფლება ენიჭება, კანდიდატურა წარადგინოს დამოუკიდებლად;

უმაღლესი საგანმანათლებლო/პროფესიული/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებმა ვაკანსიაზე განაცხადი კონკურსის გამოცხადების დასრულებამდე უნდა წარადგინონ საკოორდინაციო საბჭოში;

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის კანდიდატურის წარმოდგენასთან დაკავშირებულ წერილობით მიმართვას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

1.არასამთავრობო ორგანიზაციის მომართვა კანდიდატურის წარდგენის თაობაზე/კანდიდატის განაცხადი;

2.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ორგანიზაციის წესდება/დებულება;

3. კანდიდატის პირადობის მოწმობა;

4. კანდიდატის CV.

საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის კანდიდატურის წარმოდგენის შემთხვევაში, წერილობით მიმართვას თან უნდა დაერთოს დაწესებულების რეგისტრაციისა და შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები:

1.კანდიდატის განაცხადი;

2.კანდიდატის პირადობის მოწმობის ასლი;

3.კანდიდატის CV;

4.ცნობა დასაქმების ადგილიდან;

5. საგანმანათლებლო დაწესებულების რეგისტრაციის ასლი/წესდება/დებულება.

შესაძლებელია დოკუმენტაციის წარდგენა ელექტრონული ფორმითაც მისამართზე: info@sps.gov.ge.

კანდიდატურების წარმოდგენის ვადა გაგრძელებულია 2024 წლის 27 სექტემბრის 18.00 საათამდე.

საკონტაქტო ტელეფონი: 1500; (+995) 599 000 463

humanIcon
hotLineIcon