
საგრანტო პროექტი №5 და №16 პენიტენციური დაწესებულებების მსჯავრდებულებს პროფესიულ განვითარებას სამი მიმართულებით სთავაზობს – კერამიკაზე მუშაობა, გრაფიკული დიზაინი და ტანსაცმლის მოდელირება. პროფესიები, რომლებსაც პატიმრები ეუფლებიან, მათ სურვილებსაა მორგებული.
მე-16 დაწესებულებაში ტრენინგების მიმდინარეობას იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი მანანა ბეგიაშვილი საგრანტო საბჭოს წევრებთან ერთად გაეცნენ.
პროექტს თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, კულტურის აკადემია და შპს „გალერეა ჩაის სახლი“ იუსტიციის სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს. მისი მიზანი პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობაა. გარდა იმისა, რომ შემოქმედებით პროცესს თერაპიული ეფექტი აქვს მსჯავრდებულებზე და მათ დროის სწორ მენეჯმენტში ეხმარება, პატიმრები შრომით ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს ეუფლებიან, რაც მომავალში მათი დასაქმების პერსპექტივას ქმნის.
საგრანტო კონკურსს იუსტიციის სამინისტრო ყოველწლიურად აცხადებს. მისი მიზანი ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებაა. წელს იუსტიციის სამინისტრო საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ 17 პროექტს აფინანსებს.

სპორტის მართვის სტრატეგიის ფარგლებში, პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით სპორტის ფესტივალები პატიმართა აქტიური ჩართულობით გრძელდება.
ამჯერად საკუთარი შესაძლებლობები ქალმა პატიმრებმა გამოსცადეს სპორტის 6 სახეობაში: ფრენბურთში, ფეხბურთში, კალათბურთში, შაშში, ჭადრაკსა და მაგიდის ჩოგბურთში.
ფესტივალში მონაწილე ყველა მსჯავრდებულს სერტიფიკატები გადაეცა, ტურნირში გამარჯვებულები კი, თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.
სპორტის ფესტივალები სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ხელშეწყობით სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში სისტემატურად ტარდება; იზრდება მსჯავრდებულთა ჩართულობაც, რაც მათ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას უწყობს ხელს.
პენიტენციური სამსახურისთვის სპორტისა და ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა პრიორიტეტულია. ამ მიზნით პენიტენციური დაწესებულებები უახლესი სპორტული ინვენტარით აღიჭურვა, განახლდა სპორტული ინფრასტრუქტურა, დაინერგა არაერთი სპორტული პროგრამა; მსჯავრდებულებს აქვთ პროფესიონალ ტრენერებად ჩამოყალიბების შესაძლებლობა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია თითოეული ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ღირსეული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა. თუმცა, განსაკუთრებით პრიორიტეტული არასრულწლოვან მსჯავრდებულებზე ზრუნვაა.
დღეს №11 დაწესებულების არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა და მოადგილე გიორგი გიორგაძემ მიულოცეს. უწყებისგან მსჯავრდებულებს მათ მიერ მოთხოვნილი საჩუქრებიც გადაეცათ.
დასაჩუქრდნენ, აგრეთვე, №2 და №8 დაწესებულებების მსჯავრდებულები და №5 (ქალთა) დაწესებულების დედათა და ბავშვთა სახლში მყოფი ერთი წლის გოგონა. საჩუქრები გადაეცათ არასრულწლოვან ქალ მსჯავრდებულებსაც.
სპეციალური პენიტენციური სამსახური თითოეული მსჯავრდებულისთვის თანაბრად უზრუნველყოფს პროფესიული და აკადემიური განათლების მიღების შესაძლებლობას, რისთვისაც პენიტენციურ დაწესებულებებში ფუნქციონირებს არაერთი პროფესიული პროგრამა, სადაც მსჯავრდებულები ახალ პროფესიას ეუფლებიან; მოქმედებს „ციფრული უნივერსიტეტიც“, სადაც მსჯავრდებული სტუდენტები უმაღლეს განათლებას საქართველოს ავტორიზებულ უნივერსიტეტებში ონლაინ ფორმატში დისტანციურად იღებენ.
მან მსჯავრდებულებს ქართული თეატრის ისტორია გააცნო და შეკითხვებსაც უპასუხა.
შეხვედრის ფარგლებში, მსჯავრდებულებმა სტუმარს ახალ სპექტაკლზე მუშაობის დაწყების იდეაც გაუზიარეს, რაზეც ნიკოლოზ წულუკიძემ მხარდაჭერა და თანადგომა აღუთქვა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობას მომავალშიც გააგრძელებს.
წელს პენიტენციურ სისტემაში სკოლა 10-მა არასრულწლოვანმა დაასრულა, 3 მათგანი ერთიან ეროვნულ გამოცდებზეა დარეგისტრირებული და უმაღლესი განათლების მიღებას გეგმავს.
მოსწავლეებს პენიტენციური სამსახურისგან საჩუქრად გადაეცათ სიმბოლური თეთრი მაისურები, რომლებზეც სტუმრებმა მისალოცი წარწერები გააკეთეს.
ღონისძიების ფარგლებში გიტარის პედაგოგთან ერთად მსჯავრდებულების მონაწილეობით შესრულდა მუსიკალური ნომრები; კონცერტი გამართა ჯგუფ „ფრანის“ სოლისტმაც; გამოიფინა მსჯავრდებულთა ნახატები და ხის ნამუშევრები.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის თითოეულ ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე ზრუნვა და მათთვის პროფესიული და აკადემიური განათლების მიღების ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში ფუნქციონირებს არაერთი პროფესიული პროგრამა, სადაც მსჯავრდებულები ახალ პროფესიას ეუფლებიან; მოქმედებს საგანმანათლებლო პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“, რომლის ფარგლებში მსჯავრდებული სტუდენტები უმაღლეს განათლებას საქართველოს ავტორიზებულ უნივერსიტეტებში ონლაინ ფორმატში დისტანციურად იღებენ.
№11 დაწესებულებაში ბოლო ზარისადმი მიძღვნილ ღონისძიებას სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეები სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიებით ისარგებლებენ.
ბრძანების თანახმად, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ მოსამსახურე სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიების სახით მიიღებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 1875 ლარის ოდენობით დაქორწინების, შვილის შეძენის/შვილად აყვანის, ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური განსაკუთრებულად აფასებს სისტემაში დასაქმებულ თითოეულ თანამშრომელს და ყოველდღიურად ზრუნავს მათთვის სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად.
პენიტენციურ სისტემაში დასაქმებული ექთნები 24_საათიან რეჟიმში ზრუნავენ თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე.
ექთნის როლი პენიტენციური ჯანდაცვის საქმიანობაში ფასდაუდებელია. მათი მხრიდან გამოჩენილი ყურადღება, მზრუნველობა და პროფესიონალიზმი არის გარანტი ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დროული და სათანადო მკურნალობისა.
ექთნების საერთაშორისო დღე 1974 წლიდან აღინიშნება.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით №11 (არასრულწლოვანთა) დაწესებულებას ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ყინწვისის“ წევრები ესტუმრნენ და მსჯავრდებულებისთვის კონცერტი გამართეს.
ღონისძიების ფარგლებში ანსამბლის წევრებმა რამდენიმე ქორეოგრაფიული ნომერი შეასრულეს.
კონცერტის დასასრულს, საცეკვაო ნომერში მსჯავრდებულმაც მიიღო მონაწილეობა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მხარს უჭერს და მომავალშიც გააგრძელებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობის მხარდაჭერას და საზოგადოებაში მათ ეფექტურ რეინტეგრაციას.

მსჯავრდებულთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და გარე სამყაროსთან კონტაქტის გაუმჯობესების მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინიციატივით არასრულწლოვან ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს თვეში 60 წუთი უფასო სასაუბრო დრო დაუფინანსდათ.
უფასო სასაუბრო დროის გამოყენება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ზარებზე მსჯავრდებულებს სურვილისამებრ შეუძლიათ.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული სერვისების თუ პროექტების დანერგვას მომავალშიც გააგრძელებს.