laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
imageVideo
პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო ტექნიკა განახლდა

ტრანსკრანიალური ელექტროსტიმულაცია, ე.წ. TES-თერაპია, №18, №8, №5, №2 პენიტენციურ დაწესებულებებში დაინერგა. ის წარმოადგენს ინოვაციურ, მაღალეფექტურ, არამედიკამენტურ (ამავე დროს, არაინვაზიურ) მეთოდს და გამოიყენება ენდორფინების დეფიციტის ფონზე აღმოცენებული ფართო წრის დაავადებების სამკურნალოდ.

პროცედურის შედეგად თავის ტვინში ინტენსიურად გამომუშავებული ენდორფინების ზემოქმედება ორგანიზმზე ატარებს სისტემურ ხასიათს, აღადგენს დარღვეულ თვითრეგულაციის პროცესებს და ვლინდება კომპლექსურად, კერძოდ:

ტკივილის კუპირება (აღმოფხვრა) – იმ შემთხვევაშიც, როდესაც ალგიური სინდრომის მედიკამენტური მკურნალობა უეფექტოა;

ფსიქოფიზიოლოგიური სტატუსის ნორმალიზება (ანტისტრესული და ანტიდეპრესიული ეფექტი; ძილის ნორმალიზება; განწყობის გაუმჯობესება; შრომისუნარიანობის ამაღლება და სხვა);

რეპარაციულ-რეგენერაციული ეფექტი (დაზიანებული ქსოვილების აღდგენის დაჩქარება/სტიმულაცია, მათ შორის – კანის, ლორწოვანის, ჰეპატოციტების და პანკრეასის უჯრედების, პერიფერიული ნერვის, ძვლის);

იმუნიტეტის სტიმულაცია; სისხლძარღვოვანი ტონუსის ნორმალიზება;

სიმსივნური ზრდის პროცესის შენელება;

აბსტინენციური სინდრომის კუპირება (პოსტაბსტინენციური აფექტური დარღვევების კუპირება – ალკოჰოლიზმის, ტოქსიკომანიის, ოპიატური ნარკომანიის მკურნალობისას, ნარკოტიკების მიმართ პათოლოგიური ლტოლვის შემცირება (აღმოფხვრა)).

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის სამედიცინო სერვისის გაუმჯობესების მიზნით მომავალშიც გააგრძელებს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას

imageVideo
№18 სამკურნალო დაწესებულებაში ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის ახალი მეთოდი დაინერგა

მეთოდი უნიკალურია იმ მხრივ, რომ არაინვაზიური მინიმალური მექანიკური ზემოქმედებით შესაძლებელი ხდება სხეულის ღრმამდებარე (დაახლოებით 8სმ.) სტრუქტურების სტიმულაცია, რითაც მიიღწევა მყარი სამკურნალო ეფექტი. ზემოხსენებულ სტრუქტურებში ანალოგიური შედეგის დადგომა სხვა ფიზიოთერაპიული პროცედურებით შეუძლებელია.

ოსცილაციის ეფექტზე დაფუძნებული მკურნალობის მეთოდი (ე.წ. ღრმა ოსცილაციის მეთოდი) წარმატებით გამოიყენება ევროპისა და შეერთებული შტატების წამყვან სარეაბილიტაციო კლინიკებში. აღნიშნული მეთოდის გამოყენების სფერო მოიცავს პრაქტიკულად მედიცინის ყველა დარგს. მის დანიშვნას მრავალი ჩვენება აქვს, მათ შორის: სხვადასხვა ეტიოლოგიის მწვავე თუ ქრონიკული ტკივილის, სხვადასხვა სახის ქირურგიული ჩარევის, ინსულტის, სპინალური და ქალა-ტვინის მძიმე ტრავმების შემდგომი რეაბილიტაციისთვის. აგრეთვე მნიშვნელოვანია რბილი ქსოვილების, სახსრების, კუნთების ტრავმული დაზიანებების შემდგომი რეაბილიტაციისთვის. ეფექტურია მოტეხილობის კონსოლიდაციის დაჩქარებისთვის, ნაწიბურისა და ნაწოლების გაჩენის პრევენცია-მკურნალობისთვის ლიმფოდემა და ლიმფური სისტემის სხვა პათოლოგიებისა და კიდურებში სისხლის მიმოქცევის მოშლის დროს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მომავალშიც გააგრძელებს თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვას, რაც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მკურნალობის პროცესს კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს.

imageVideo
№16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მონაწილეობითა და ორგანიზებით საახალწლო ღონისძიება ჩატარდა

მომღერლებისა და პოეტების ერთობლივი მონაწილეობით №16 პენიტენციურმა დაწესებულებამ სხვა საახალწლო ღონისძიებებსაც უმასპინძლა

imageVideo
პენიტენციურ დაწესებულებებში წინასაახალწლო ღონისძიებები გრძელდება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით, წინასაახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, №11 დაწესებულებაში მყოფ არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან ჯგუფმა „რეზო და ბავშვებმა“ კონცერტი გამართა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

არასრულწლოვანთა დაწესებულებამ გიტარის პედაგოგისა და თავად პატიმრების მონაწილეობით ღონისძიებასაც უმასპინძლა.

№8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ არასრულწლოვან პატიმრებს ტკბილეული და სხვადასხვა სპორტული ინვენტარი, მათ შორის, მაგიდის ჩოგბურთის სრული კომპლექტი, საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციისგან წინასაახალწლოდ საჩუქრად გადაეცათ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

imageVideo
პენიტენციურ დაწესებულებებში სტომატოლოგიური აღჭურვილობა სრულად განახლდა

სტომატოლოგიური აღჭურვილობა ახალი, თანამედროვე ანალოგებით ჩანაცვლდა №2, №5 და №6 პენიტენციურ დაწესებულებებში. ბოლო 3 წლის განმავლობაში ყველა დაწესებულებას გადაეცა ახალი, თანამედროვე სტომატოლოგიური ტექნიკა.

ნებისმიერ პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის ხელმისაწვდომია გეგმური თერაპია, გეგმური ქირურგია, გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება, ორთოპედია, რადიოვიზიოგრაფია, პარადონტოლოგია, პროფილაქტიკა და ჰიგიენა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს პენიტენციურ დაწესებულებებში სამედიცინო აღჭურვილობის განახლებას, რაც ყოველდღიურად აუმჯობესებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მკურნალობის ხარისხს.

imageVideo
პენიტენციურ დაწესებულებებს პაციენტის მრავალფუნქციური დაკვირვების მონიტორები გადაეცათ

აპარატი გადაეცათ №3, №5, №6, №8 პენიტენციურ დაწესებულებებს, რაც უადვილებს სამედიცინო პერსონალს დაავადების ადრეულ გამოვლენას და მკურნალობის პროცესის სრულ მონიტორინგს.
პაციენტთა დაკვირვების მონიტორები ახორციელებს ერთი ან რამდენიმე სასიცოცხლო პარამეტრის გრძელვადიან უწყვეტ მონიტორინგს. მოწყობილობა რესპირატორული, გულ-სისხლძარღვთა სისტემების ინდიკატორების, სხეულის ტემპერატურის, ელექტროკარდიოგრამების და სხვა მაჩვენებლების მონიტორინგის საშუალებას იძლევა.
 

სპეციალური პენიტენციური სამსახური მუდმივად ზრუნავს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთათვის სამედიცინო ინვენტარის განახლებასა და უმაღლესი ხარისხის მკურნალობის მიწოდებაზე.

imageVideo
24 იანვარი განათლების საერთაშორისო დღეა

სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულებისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას.

განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით №16 დაწესებულებაში დაინერგა „ციფრული უნივერსიტეტის“ მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტ მსჯავრდებულთა პირდაპირ კომუნიკაციას ლექტორებთან.

უახლოეს მომავალში იგეგმება „ციფრული უნივერსიტეტის“ დანერგვა ქუთაისის №2 და რუსთავის №5 დაწესებულებებშიც.

დღეის მდგომარეობით, თითქმის ყველა პენიტენციურ დაწესებულებაშია მსჯავრდებული სტუდენტი, რომელიც ჩართულია კორესპონდენციურ სწავლებაში.

აღსანიშნავია, რომ, ახალი პენიტენციური კოდექსის მიხედვით, 2024 წლის პირველი იანვრიდან ნებისმიერ მსჯავრდებულს ექნება უმაღლესი განათლების მიღების უფლება.

24 იანვარი განათლების საერთაშორისო დღედ გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ 2018 წელს დაწესდა და მთელი მსოფლიო შეთანხმდა, რომ განათლების მაქსიმალური ხელმისაწვდომობა როგორც ქვეყნის, ისე საზოგადოების განვითარების უმთავრესი წინაპირობაა.

imageVideo
პენიტენციურ დაწესებულებებს უახლესი ელექტროკარდიოგრაფები გადაეცათ

ელექტროკარდიოგრაფები განახლდა №3, №5, №6, №8, №18 დაწესებულებებში, რაც უმნიშვნელოვანესია როგორც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მკურნალობისთვის, ისე პენიტენციურ დაწესებულებებში დასაქმებული მედპერსონალისთვის, რათა შესაძლებელი იყოს პაციენტთათვის დროული და ხარისხიანი მკურნალობის მიწოდება.

ელექტროკარდიოგრაფის საშუალებით შესაძლებელია გულის სხვადასხვა დარღვევის, იშემიური დაავადებების, მიოკარდიტის, გულის კუნთის დისტროფიის, ელექტროლიტური დისბალანსის, არაკარდიული დაავადებების (მაგალითად, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია) დიაგნოსტიკა, მედიკამენტებით გამოწვეული ჰიპერდოზირების გამოვლენა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მუდმივად ზრუნავს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობაზე.

imageVideo
პენიტენციურ დაწესებულებებში სრულად ჩანაცვლდა ფირზე ბეჭდვის მეთოდი

ციფრული ტექნოლოგია უზრუნველყოფს ზედმეტი რადიაციული დატვირთვის არიდებას, მაღალი ხარისხის კონტრასტულობას, გამოსახულების ზომის ცვლილების შესაძლებლობას და მკურნალობის რეჟიმის მართვას უკვე არსებულ გამოსახულებაზე, რის შედეგადაც აღარ არსებობს განმეორებითი კვლევების ჩატარების აუცილებლობა.

ამასთან, გამარტივდება მიღებული კვლევის შედეგების შენახვა, განსხვავებით რენტგენოგრამებისგან, რომელთა ხარისხი გარკვეული პერიოდის შემდეგ საგრძნობლად ქვეითდება.

რენტგენის გამაციფრულებელი დამონტაჟდა №1, №2, №5, №6, №8, №12, №15, №16, №17 და №18 პენიტენციურ დაწესებულებებში რაც მნიშვნელოვნად გაუადვილებს მუშაობას დაწესებულებაში დასაქმებულ სამედიცინო პერსონალს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ყოველდღიურად აუმჯობესებს სამედიცინო მომსახურებას და მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას.

humanIcon
hotLineIcon