laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
imageVideo
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში პორტატული დეფიბრილატორები უახლესი თანამედროვე ანალოგებით ჩაანაცვლა.

დეფიბრილატორი აღიარებულია სიცოცხლის გადარჩენის ყველაზე ეფექტურ, უსაფრთხო, საიმედო და დროულ მოწყობილობად, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა შემთხვევაში.
არტერიული წნევის შედეგად გამოწვეული გულის კუნთის დაზიანება ზრდის გულის გაჩერების რისკს. გულის გაჩერების შემთხვევაში, მხოლოდ დეფიბრილაცია და გულ-ფილტვის რეანიმაცია დეფიბრილატორის საშუალებით არის უეცარი სიკვდილის თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური საშუალება.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მაქსიმალურად ზრუნავს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ჯანმრთელობაზე და მათთვის ღირსეული სამედიცინო სერვისის მიწოდებაზე. 

imageVideo
სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს ანაზღაურება გაეზარდათ

ახალი პენიტენციური კოდექსის საფუძველზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის 3300-ზე მეტ თანამშრომლებს  ანაზღაურება გაეზარდა.

სამსახურის აგრძელებს მუშაობას თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის

imageVideo
სამსახურის თანამშრომელთათვის უფასო დაზღვევა ამოქმედდა

ახალი პენიტენციური კოდექსის საფუძველზე სამსახურის 3 300-ზე მეტი თანამშრომელი უკვე სარგებლობს უფასო დაზღვევით.

სამსახური აგრძელებს მუშაობას და ზრუნვას თანამშრომელთა სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად.

imageVideo
სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები წელთა ნამსახურების დანამატს მიიღებენ

ახალი პენიტენციური კოდექსის საფუძველზე  სამსახურის თანამშრომლები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა მიიღებენ წელთა ნამსახურების დანამატს.

imageVideo
სამსახურის ყველა დანაყოფს სპეციალური სტასტუსი მიენიჭა

ახალი პენიტენციური კოდექსის საფუძველზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს მიენიჭა სპეციალური სტასტუსი, რაც თანამშრომელთა პირობებს ათანაბრებს და აუმჯობესებს.

მალინუას ჯიშის ორი ლეკვი შესაბამისი წვრთნების გავლის შემდეგ ჩაერთვება სპეციალური პენიტენციური სამსახურის საქმიანობაში

მომავალში ოთხფეხა მეგობრები სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ჩამოყალიბებულ კინოლოგიურ ქვედანაყოფში იმსახურებენ.

ახალი პენიტენციური კოდექსი 2024 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება

ახალი პენიტენციური კოდექსი აუმჯობესებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომით პირობებს და კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აჰყავს პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთა უფლებრივი მდგომარეობა.

imageVideo
პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ პატარას და არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ

პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე წინასაახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, №5 (ქალთა) დაწესებულებაში არსებულ დედათა და ბავშვთა სახლში მყოფ პატარას, მის დედას და ორსულ მსჯავრდებულს სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან საჩუქრად ჭოჭინა და თავის მოვლის ჰიგიენური საშუალებები გადაეცათ.

პენიტენციური სამსახურისგან წინასაახალწლო საჩუქრები მიიღეს №5 (ქალთა) დაწესებულებაში მყოფმა არასრულწლოვანმა მსჯავრდებულებმა.

მსჯავრდებულებმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს საახალწლო განწყობის შექმნისათვის მადლობა გადაუხადეს.

imageVideo
2024 წლის პირველი იანვრიდან სამეურნეო სამუშაოებში ჩართული მსჯავრდებულების ანაზღაურება იზრდება

ცვლილების შემდგომ იმ პენიტენციურ დაწესებულებებში, რომლებშიც 1000 და მეტი მსჯავრდებულია, სამეურნეო საქმიანობაში ჩართული სამუშაო ჯგუფის უფროსი პატიმრის, მისი მოადგილე მსჯავრდებულისა და ჯგუფის წევრის ანაზღაურება, საშუალოდ, 90%-ით იზრდება.

იმ დაწესებულებებში კი, რომლებშიც 1000 პატიმარზე ნაკლებია, პატიმრების ანაზღაურება თვეში, საშუალოდ, 45%-ით იზრდება.

humanIcon
hotLineIcon