
ბოსნია-ჰერცეგოვინის იუსტიციის მინისტრი №16 დაბალი რისკისა და გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებას ეწვია; დაათვალიერა ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებისათვის განკუთვნილი სივრცეები, სასწავლო აუდიტორიები, განახლებული და უახლესი სპორტული ინვენტარით აღჭურვილი დარბაზები, ბიბლიოთეკა, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული პურის საცხობი, სადაც მსჯავრდებულები არიან დასაქმებული.
დაწესებულებაში სტუმრობისას დელეგაციის წევრებმა, ასევე, მოინახულეს სამკერვალო სივრცე, ხისა და ტყავის საამქროები, სადაც მსჯავრდებულები ხელნაკეთ ნივთებს ამზადებენ და რეალიზაციიდან შემოსული თანხა მათი შემოსავლის წყაროა.
დავორ ბუნოზა დაინტერესდა №16 პენიტენციურ დაწესებულებაში მოქმედ ქართულ ინოვაციურ პროექტ „იუსტიციის სახლის“ მუშაობით, რომელიც როგორც მსჯავრდებულებს, ისე თანამშრომლებს შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლონ სახელმწიფო და კერძო სექტორის 50-ზე მეტი სერვისით.
ბოსნია-ჰერცეგოვინის იუსტიციის მინისტრი საქართველოში საერთაშორისო კონფერენციის „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები“ ფარგლებში იმყოფება.
ღონისძიება იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით, ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემის ევროპული ორგანიზაციის (EuroPris) და აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით იმართება.

სიმსივნის ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში, დაავადების განკურნების ბევრად უფრო მაღალი ალბათობაა, ადრეული დიაგნოსტირებისთვის კი, სკრინინგი საუკეთესო საშუალებაა. სკრინინგის და დაავადების ადრეული გამოვლენის შედეგად მთელ მსოფლიოში განკურნების მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება.
მსოფლიოში წარმატებული პრაქტიკის შესაბამისად, სპეციალური პენიტენციური სამსახური ორიენტირებულია დაავადების ადრეულ დიაგნოსტირებაზე და, კვლევის შედეგების შესაბამისად, დროულ და მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებს აწვდის ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მუდმივად ზრუნავს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობაზე და ორიენტირებულია დაავადებების დროულ გამოვლენა-დიაგნოსტირებაზე. ბენეფიციარები უზრუნველყოფილი არიან ყველა სათანადო კვლევით და, საჭიროების შემთხვევაში, მაღალი ხარისხის მკურნალობით.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მომავალშიც გააგრძელებს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ჯანმრთელობაზე განსაკუთრებულ ზრუნვას.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია რეგისტრაციაში გატარების მომენტისათვის ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას;
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთმანეთში კონსულტაციებისა და შეთანხმების შედეგად ვაკანსიის გამოცხადებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კანდიდატურა უნდა წარადგინონ საკოორდინაციო საბჭოში. იმ შემთხვევაში, თუ კონსულტაციების შედეგად შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა, არასამთავრობო ორგანიზაციას უფლება ენიჭება, კანდიდატურა დამოუკიდებლად წარადგინოს;
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის კანდიდატურის წარმოდგენასთან დაკავშირებულ წერილობით მიმართვას თან უნდა ერთვოდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ორგანიზაციის წესდება/დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმება.
კანდიდატურების წარმოდგენა უნდა მოხდეს წერილობითი ფორმით 2023 წლის 07 ნოემბრის 18:00 საათამდე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში; მისამართი: 0186, საქართველო, თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. №18.
დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც მისამართზე: info@sps.gov.ge.

პორტატული მოწყობილობები მსჯავრდებულებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი გიორგაძემ პირადად გადასცა.ახალი მოწყობილობის გამოყენება მსჯავრდებულებს სასწავლო პროცესს უმარტივებს, რაც პენიტენციურ დაწესებულებებში აკადემიური განათლების მიღების ხარისხსაც აუმჯობესებს.
პატიმართა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ხარისხის ასამაღლებლად პენიტენციურ სისტემაში უკვე მოქმედებს "ციფრული უნივერსიტეტი", რომელიც მსჯავრდებულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება უშუალოდ ლექტორებთან სისტემატური კომუნიკაციისა და ლექციებზე ონლაინ დასწრების საშუალებით. ყოველწლიურად იზრდება უმაღლესი განათლების მიღების მსურველ მსჯავრდებულთა რაოდენობაც.
სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით მხარს უჭერს და მომავალშიც გააგრძელებს მათ მხარდაჭერას როგორც საბაზო/საშუალო, ისე პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელშესაწყობად, რაც მომავალში მათი რესოციალიზაციისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება.

მსჯავრდებულთა შორის ტურნირი სპორტის 6 სახეობაში გაიმართა: ფეხბურთში, კალათბურთში, ფრენბურთში, ჭადრაკში, შაშსა და მაგიდის ჩოგბურთში.
ფესტივალში გამარჯვებულები თასებით, მედლებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
სპორტის მართვის სტრატეგიის ფარგლებში პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტის სხვადასხვა სახეობაში ტურნირი რეგულარულად ტარდება; სისტემატურად იზრდება მსჯავრდებულთა ჩართულობაც, რაც მათ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას უწყობს ხელს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კვლავ გააგრძელებს მსჯავრდებულთა ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობას და დაწესებულებების თანამედროვე სპორტული ინვენტარით აღჭურვას.

დაწესებულებებში განთავსდა ახალი ტრენაჟორები, სარბენი ბილიკები და სხვადასხვა უახლესი სავარჯიშო ინვენტარი, სადაც მსჯავრდებულებს შესაძლებლობა აქვთ, დაკავდნენ მათთვის სასურველი სპორტული აქტივობებით და ჯანსაღი ცხოვრების წესით.
სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამის ფარგლებში უმნიშვნელოვანესია დაწესებულებებში მსჯავრდებულთა სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობა და სპორტული განათლების ხელშეწყობა. ამ მიზნით პენიტენციურ სისტემაში დაინერგა სპორტის მართვის სტრატეგია, რომლის ფარგლებში, სპორტული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის განახლება პენიტენციურ დაწესებულებებში ინტენსიურად მიმდინარეობს; პატიმრებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ სპორტულ ტურნირებში და დაკავდნენ სპორტის სხვადასხვა სახეობით.
განახლებული სპორტული სივრცეებით უკვე სარგებლობენ №2, №3, №5, №10, №11, №12 დაწესებულებების მსჯავრდებულები.
ახალი სივრცე მსჯავრდებულებს დასაქმებისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობას აძლევს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ფარგლებში სისტემატურად ზრუნავს სხვადასხვა მიმართულებით პატიმართა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რაც მათ დაწესებულების დატოვების შემდეგ საზოგადოებაში ეფექტურ რეინტეგრაციაში დაეხმარება.



