laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
imageVideo
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს გერმანული ნაგაზი სახელად პრადა შეუერთდა


 


დღეს უკვე გერმანული ნაგაზი სახელად პრადა ასრულებს მოვალეობას ამანათების შემოწმებასთან დაკავშირებით. უახლოეს მომავალში სამსახური მოამზადებს შესაბამისი ჯიშის ძაღლების დამატებით რაოდენობას, რის შემდეგაც ოთხფეხა მეგობრები ჩაერთვებიან პენიტენციური სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობაში.


სამსახური, თავის მხრივ, პასუხისმგებლობას იღებს ძაღლების მოვლა-პატრონობასა და გაწვრთნაზე, მათ ეფექტურ და რაციონალურ გამოყენებაზე.

imageVideo
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება


პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 24 და 25 აგვისტოს 09:00- დან 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

სპეციალური პენიტენციური სამსახური გილოცავთ მარიამობის დღესასწაულს.
imageVideo
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის იუსტიციის მინისტრ ბენიამინ ლიმბახს შეხვდა


 


გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის იუსტიციის მინისტრმა მზაობა გამოხატა მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.


"ძალიან საინტერესო და პოზიტიური შთაბეჭდილებები მივიღეთ. ვიზიტის ფარგლებში შევხვდით სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსს, განვიხილეთ სისტემაში არსებული გამოწვევები. გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარე მომავალშიც მხარს დაუჭერს საქართველოს; ჩვენი ექსპერტები გაუწევენ დახმარებას, რომ სასჯელაღსრულების სისტემა საქართველოში განვითარდეს დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს მიმართულებით და ვიმედოვნებთ, ჩვენი პარტნიორობა მეგობრობაში გადაიზრდება", – აღნიშნა ბენიამინ ლიმბახმა.

imageVideo
პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ პირობებს ჩრდილოეთ ვესტფალიის მხარის იუსტიციის მინისტრი გაეცნო

სტუმრებმა დაათვალიერეს დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული სამკერვალო, სილამაზის სალონი, სადაც მსჯავრდებულები არიან დასაქმებული; მოინახულეს პაემნებისთვის განკუთვნილი სივრცეები, ახლად რეაბილიტირებული სპორტული მოედანი და ინფრასტრუქტურა.


 


დელეგაციის წევრებმა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებისთვის განკუთვნილი განახლებული სასადილოც დაათვალიერეს, სადაც ისინი უფასო კვებით არიან უზრუნველყოფილი.



 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დოქტორ ბენიამინ ლიმბახი გაეცნო ინოვაციურ პროექტ "ციფრულ უნივერსიტეტსაც", რომელიც მსჯავრდებულებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად მიიღონ აკადემიური უმაღლესი განათლება და ონლაინ რეჟიმში დაესწრონ ლექციებს.


 

დელეგაციის წევრებმა, ასევე, მოინახულეს პურის საცხობი და ხისა და ტყავის საამქროები, სადაც მსჯავრდებულები არიან დასაქმებული. საამქროებში დამზადებული ნივთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა მსჯავრდებულთათვის დამატებითი შემოსავლის წყაროა.


 

დოქტორ ბენიამინ ლიმბახი დაინტერესდა პენიტენციურ სისტემაში მოქმედი ინოვაციური სერვისით – "ონლაინ კლინიკის" მოდელით, რომელიც მსჯავრდებულებს შესაძლებლობას აძლევს, უმოკლეს დროში ისარგებლონ სამოქალაქო კლინიკის სპეციალისტის ონლაინ კონსულტაციით, რაც სამედიცინო მომსახურების ხარისხს უფრო მოქნილსა და ხელმისაწვდომს ხდის.


გერმანული დელეგაცია თბილისში საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში იმყოფება, რომელსაც გასულ წელს ბერლინში მოეწერა ხელი. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა პენიტენციურ და პრობაციის სფეროებს მოიცავს.

 


 

imageVideo
№11 დაწესებულების თანამშრომელთათვის სასადილო სივრცე მოეწყო


 

სასადილო სივრცე უკვე ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მოქმედებს.


 

პენიტენციური სამსახური სისტემაში დასაქმებულ თანამშრომლებზე ზრუნვას და მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისების დანერგვას კვლავ აქტიურად გააგრძელებს.

imageVideo
№11 პენიტენციურ დაწესებულებაში არასრულწლოვან მსჯავრდებულთათვის ახალი სპორტული სივრცე მოეწყო


 


 

სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია არასრულწლოვან მსჯავრდებულებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, მათი ჩართვა სპორტულ აქტივობებში. ამ მიზნით დაწესებულებებში ხშირად ტარდება სპორტული

ფესტივალები, რომლებშიც სულ უფრო მეტი მსჯავრდებული მონაწილეობს.


 

სპეციალური პენიტენციური სამსახური მაქსიმალურად ცდილობს მსჯავრდებულთა და თანამშრომელთა უზრუნველყოფას ყველა საჭირო უახლესი სპორტული ინვენტარით და ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.

imageVideo
მსჯავრდებულებმა ფრანგული ენის საერთაშორისო გამოცდა წარმატებით ჩააბარეს


მნიშვნელოვანია, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებს ფრანგულ ენას, ასევე, ერთ-ერთი მსჯავრდებული ასწავლის.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტია იმ პროგრამებისა და პროექტების მხარდაჭერა, რომელიც ხელს უწყობს მსჯავრდებულთა შესაძლებლობის რეალიზებას, დასაქმებას, ახალი პროფესიის შეძენასა და ცოდნის გაღრმავებას, რაც მომავალში მათ თვითრეალიზებაში დაეხმარება.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მომავალშიც გააგრძელებს მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით აქტიურ მუშაობას.
imageVideo
მსჯავრდებულებმა საერთაშორისო ლიტერატურულ კონკურსში გაიმარჯვეს
imageVideo
№12 და №16 დაწესებულებებში მაგიდის ჩოგბურთში ჩემპიონატი ჩატარდა


პენიტენციური სამსახურისთვის პრიორიტეტულია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სპორტულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა. ამ მიზნით დაწესებულებებში განახლდა სპორტული ინფრასტრუქტურა; მსჯავრდებულებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ სრულიად ახალი სპორტული ინვენტარით. სპორტის სხვადასხვა სახეობაში ტარდება სპორტის ფესტივალები.


პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულების მხარდაჭერას ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისების მიზნით მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

humanIcon
hotLineIcon