
საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი 300-ზე მეტი ხეზე ნაკვეთი ნამუშევარი: ხატები, ჯვრები და აქსესუარები.
ღონისძიებას სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საპატრიარქოს, სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები დაესწრნენ.
მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამის ფარგლებში, პენიტენციურ დაწესებულებებში ხეზე კვეთის სახელოსნოები წლების განმავლობაში უწყვეტად ფუნქციონირებს, სადაც მსჯავრდებულები პროფესიონალ პედაგოგთან ერთად მუშაობენ, ეუფლებიან პროფესიას, რაც მათ არა მხოლოდ თავისუფალი დროის პროდუქტიულად გატარების, არამედ გათავისუფლების შემდგომ დასაქმების შესაძლებლობასაც აძლევს.




სპეციალური პენიტენციური სამსახური მხარს უჭერს თანამშრომელთა ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე მიმართულ აქტივობებს. უწყება იზიარებს სოციალური მუშაობის საუკეთესო პრაქტიკას და თავადაც აზიარებს სამსახურის მიერ მიღწეული პროგრესის გამოცდილებას.
შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ წიგნები და ბეჭდური მასალა სოციალური მუშაობის ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების შესახებ.



წელს მინი-ფეხბურთის ტურნირში სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისგან დაკომპლექტებულმა 16-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
ფინალურ მატჩში ერთმანეთს №8 და №17 პენიტენციური დაწესებულებების გუნდები დაუპირისპირდნენ. ფინალური შეხვედრა გლდანის №8 დაწესებულების გუნდის გამარჯვებით დასრულდა. მეორე საპრიზო ადგილი – №17 დაწესებულების გუნდმა, ხოლო მესამე №1 (ლაითურის) პენიტენციური დაწესებულების წვევამდელებმა მოიპოვეს. საუკეთესო მოთამაშის ტიტული კი №8 დაწესებულების გუნდის წევრმა მიიღო.
გამარჯვებული გუნდები სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა თასით, მედლებითა და სიგელებით დააჯილდოეს.
საფეხბურთო ტურნირი სპორტის ტურიზმისა და ახალგაზრდობის ფონდის მხარდაჭერით გაიმართა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური სპორტისა და ფიზიკური აქტივობის მხარდაჭერასა და წახალისებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.
