გამოკვლევები №5 დაწესებულების 75, მათ შორის, 16 უცხოელ მსჯავრდებულს ჩაუტარდა, რომლებზეც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამა არ ვრცელდება. ყველა მათგანისთვის გამოკვლევების ჩატარება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უზრუნველყო.
პრევენციული გამოკვლევები პენიტენციური სისტემის სამედიცინო დეპარტამენტისა და ეროვნული სკრინინგცენტრის ერთობლივი ძალისხმევით წლებია, უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება.
სკრინინგის მიზანია, აღმოაჩინოს შესაბამისი პათოლოგიური ცვლილებები სიმპტომების გამოვლენამდე.
სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის თითოეული პატიმრის ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია. ამ მიზნით
პრევენციული სამედიცინო გამოკვლევები ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა თანხმობით ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მომავალშიც გაგრძელდება.