laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
imageVideo
ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება

პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 29-30 დეკემბერს დილის 09:00 საათიდან დაიწყება და 19:00 საათამდე გაგრძელდება.








imageVideo
ნიკოლოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით №15 დაწესებულების ტაძარში საზეიმო ლიტურგია ჩატარდა


ტაძრის მოხატვაში შეტანილი წვლილისთვის მსჯავრდებულებს დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით სიგელები გადაეცათ.

საღვთო ლიტურგიას საპატრიარქოსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.

№15 დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული ეკლესია სამსახურის თანამშრომლებისა და მსჯავრდებულთა მონაწილეობითა და შემოწირულობით აშენდა. ტაძარი 2016 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საზეიმოდ აკურთხა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური გილოცავთ წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების დღეს.





imageVideo
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში პენიტენციურ დაწესებულებებში თემატური შეხვედრები ჩატარდა

კამპანიის ფარგლებში, მსჯავრდებულებმა კომპეტენტურ პირთაგან მიიღეს ინფორმაცია ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის, მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის შესახებ.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის მიზანს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსგავსი შეხვედრების ციკლის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.

imageVideo
№15 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამების მორიგი ეტაპი დასრულდა

№15 პენიტენციურ დაწესებულებაში "ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული" სწავლების კურსი 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მსჯავრდებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.

პროგრამა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით შემუშავდა, საგანმანათლებლო კურსის ეფექტურად განსახორციელებლად სისტემის ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები სპეციალურად გადამზადდნენ.

პროგრამის მიზანს წარმოადგენს გენდერული თანასწორობის დაცვა, ქალთა მიმართ ძალადობისა და განმეორებითი დანაშაულის პრევენცია.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მომავალშიც გააგრძელებს მსჯავრდებულთა საზოგადოებაში სრულყოფილად ინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამების მხარდაჭერას.
პენიტენციურ დაწესებულებებში „ციფრული უნივერსიტეტი“ ამოქმედდა



მსჯავრდებულების სწავლება ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით მიმდინარეობს.

პროექტის მიზანია სტუდენტი მსჯავრდებულებისთვის ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიწოდება მათი რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიზნით. 

პენიტენციურ დაწესებულებებში „ციფრული უნივერსიტეტი“ ამოქმედდა

პროექტის მიზანია სტუდენტი მსჯავრდებულებისთვის ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიწოდება მათი რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიზნით.
imageVideo
№5 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებმა მათ საჭიროებაზე მორგებული სარეაბილიტაციო პროგრამები გაიარეს

№5 პენიტენციურ დაწესებულებაში დაიგეგმა და განხორციელდა შემდეგი ფსიქოსოციალური პროგრამები: "ემოციების მართვა", "კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარება", "არტთერაპია", "პოზიტიური აზროვნება".

პენიტენციური სისტემის ერთ-ერთი პრიორიტეტი მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია და განმეორებითი დანაშაულის პრევენციაა. ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო პროგრამები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება
imageVideo
ჩეხეთის დელეგაცია №16 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ინფრასტრუქტურასა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელ პირობებს გაეცნო


სტუმრებმა დაათვალიერეს დაწესებულების ინფრასტრუქტურა, მათ შორის, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებისათვის განკუთვნილი სივრცეები; დეტალურად გაეცნენ მსჯავრდებულთა საცხოვრებელ პირობებს, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით დანერგილ პროგრამებსა და პროფესიული სწავლების კურსებს; მოინახულეს სასწავლო აუდიტორიები, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული პურის საცხობი, სადაც მსჯავრდებულები არიან დასაქმებული.

დელეგაციის წევრებმა, ასევე, მოინახულეს სამკერვალო სივრცე, ხისა და ტყავის საამქროები, სადაც მსჯავრდებულები სხვადასხვა ნივთს ამზადებენ და მათი რეალიზაციიდან შემოსული თანხა მათი შემოსავლის წყაროა.

ჩეხეთის იუსტიციის მინისტრის შეფასებით, ქართული პენიტენციური სისტემა ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს.

"დღეს შესაძლებლობა მქონდა, მომენახულებინა რუსთავის პენიტენციური დაწესებულება, სადაც დავრწმუნდი, რომ ქართული პენიტენციური სისტემა აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის როგორც, ზოგადად, ევროკავშირთან დაახლოების, ისე ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში, რადგან ჩვენც ვიღებთ გადაწყვეტილებებს ექსტრადიციასთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანია, დარწმუნებული ვიყოთ, რომ ადგილობრივ პენიტენციურ დაწესებულებებში პირობები არის ევროკავშირის სტანდარტის შესაბამისი", – განაცხადა ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა პაველ ბლაჟეკმა.
imageVideo
№15 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებმა სარეაბილიტაციო პროგრამები გაიარეს



 

№15 პენიტენციურ დაწესებულებაში დასრულდა ფსიქოსოციალური პროგრამები – "არტთერაპია", "ბიბლიოთერაპია" და "კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარების პროგრამა", სადაც სხვა მსჯავრდებულებთან ერთად უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირებიც მონაწილეობდნენ.


 

დაწესებულებაში სარეაბილიტაციო პროგრამები ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. კურსის დასრულების შემდეგ მსჯავრდებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.


 

პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია და განმეორებითი დანაშაულის პრევენციაა. აღნიშნულ პროგრამებში ჩართულობა მსჯავრდებულებს როგორც დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, ისე გათავისუფლების შემდეგ საზოგადოებაში სრულფასოვან წევრად დაბრუნებაში დაეხმარებათ.

 

humanIcon
hotLineIcon