
№15 პენიტენციურ დაწესებულებაში დასრულდა ფსიქოსოციალური პროგრამები – "არტთერაპია", "ბიბლიოთერაპია" და "კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარების პროგრამა", სადაც სხვა მსჯავრდებულებთან ერთად უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირებიც მონაწილეობდნენ.
დაწესებულებაში სარეაბილიტაციო პროგრამები ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. კურსის დასრულების შემდეგ მსჯავრდებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.
პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია და განმეორებითი დანაშაულის პრევენციაა. აღნიშნულ პროგრამებში ჩართულობა მსჯავრდებულებს როგორც დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, ისე გათავისუფლების შემდეგ საზოგადოებაში სრულფასოვან წევრად დაბრუნებაში დაეხმარებათ.






დაწესებულებას ესტუმრნენ სხვადასხვა თეატრის მსახიობები. მათ, მსჯავრდებულებთან ერთად, ცნობილი პოეტების ლექსები და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
ღონისძიების დასასრულს, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების სოლიდარობის ნიშნად, ცნობილი უკრაინული სიმღერა შესრულდა. ასევე, მოეწყო ვიდეორგოლის ჩვენება, რომელიც უკრაინაში, ომამდე არსებულ მდგომარეობას ასახავს.
N5 დაწესებულებაში, აღნიშნული ღონისძიება, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელშეწყობითა და იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთი პროექტის ავტორის, ნელი ბადალაშვილის, ხელმძღვანელობით გაიმართა.
