
გიორგი ჩიდრაშვილი: ,,მიხეილ სააკაშვილის ძირითადი ლაბორატორიული მაჩვენებლები ნორმაშია, ინტენსიურად უტარდება ასევე სხვა დიაგნოსტიკური გამოკვლევები და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“
ჩიდრაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მისი ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლები როგორიც არის არტერიული წნევა, პულსი, სუნთქვა, სატურაცია ნორმაშია.
,,როგორც მოგეხსენებათ პაციენტი იმყოფება მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.პაციენტის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლები როგორიც არის არტერიული წნევა, პულსი, სუნთქვა, სატურაცია ნორმის ფარგლებშია. ასევე ნორმის ფარგლებში ძირითადი ლაბორატორიული მაჩვენებლები.მას ინტენსიურად უტარდება ლაბორატორიული და სხვა დიაგნოსტიკური გამოკვლევები. შესაბამისად, იგი უზრუნველყოფილია შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით. დღეის მდგომარეობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი კონტროლის ქვეშაა და საფრთხე არ ემუქრება", _განაცხადა გიორგი ჩიდრაშვილმა.
მისი თქმით, საზოგადოებას პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ინფორმაციას ინტენსიურად მიაწვდის.
,,სპეციალური პენიტენციური სამსახური ინტენსიურ რეჟიმში მოგაწვდით ინფორმაციას პაციენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ", -აღნიშნა გიორგი ჩიდრაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტება მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გაყვანასთან დაკავშირებით:
მათ განზრახული ჰქონდათ აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა დაახლოებით 500-600 ავტომანქანა, რაც გამოიწვევდა უკონტროლო სიტუაციას, ქაოსსა და შექმნილი ვითარება ხელს შეუშლიდა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს.აღნიშნული სახის ქმედებებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მისი სასამართლო დარბაზში ესკორტირების შემთხვევაშიც.
აღსანიშნავია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად და უწყებიდან მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის წარმოდგენა სასამართლო სხდომის დარბაზში მისი უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული.ამ ეტაპზე მსჯავრდებულ მ. სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის.
შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის დისტანციურ მონაწილეობას სასამართლო სხდომაში, ასევე შესაძლებელია სასამართლო სხდომის N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გამართვა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ გ.მ-ს კოვიდ-19 დაუდასტურდა და შემდგომი დაკვირვების მიზნით სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მოთავსდა
მსჯავრდებულს ჩივილებიდან გამომდინარე ჩაუტარდა PCR ტესტირება და მას კოვიდ-19 დაუდასტურდა.
მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა შემდგომი დაკვირვების მიზნით, კლინიკა ,,ვივამედში“ მოთავსდა და მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება

ნიკა ცხვარაშვილი: "მიხეილ სააკაშვილი იღებს ყველა იმ საკვებ-დანამატს, რაც საჭიროა მის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის"
,,გიდასტურებთ, რომ პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა, გარკვეული პერიოდია, დაიწყო მიღება საკვები დანამატების, მათ შორის, თხევადი და არათხევადი სახით; ასევე კონკრეტული დანიშნულების ნატურალური წვენების. ეს პერიოდი, მან განვლო ზუსტად ამ დანამატების მიღების ხარჯზე. ის იღებს ყველა იმ საკვებ- დანამატს, რაც საჭიროა მის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის", - განაცხადა ნიკა ცხვარაშვილმა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი უწყების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის საკვების მიღებასთან დაკავშირებით კადრების შესაძლო გასაჯაროების საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ეს საკითხი მსჯელობის საგანია.
,,რაც შეეხება კადრების გასაჯაროებას, ამაზე ჯერჯერობით პასუხს ცალსახად ვერ გაგცემთ, რადგან ეს დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე, რაზედაც ამჟამად მსჯელობა მიმდინარეობს", - აღნიშნა ნიკა ცხვარაშვილმა.

გიორგი ჩიდრაშვილი: „ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ამ ეტაპზე სტაციონარიზაციის აუცილებლობა არ დგას“
მისივე განმარტებით, სააკაშვილი იღებს აუცილებელ კვებით დანამატებს, მათ შორის თხევადი სახით. "როგორც მოგახსენეთ, ეს არის კვებითი დანამატები, აუცილებელი კვებითი დანამატები, მათ შორის მისი მიღება ხდება სითხის სახით,"- განაცხადა ჩიდრაშვილმა.
ჩიდრაშვილის განმარტებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას მუდმივად მეთვალყურეობას უწევს ექიმთა კონსილიუმი და ამ ეტაპზე მისი სტაციონარიზაციის აუცილებლობა არ დგას.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება
განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. იგი დაწესებულების მედიკოსების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
რაც შეეხება კლინიკა "ვივამედიდან" ანგიოლოგის მისვლის საკითხს, იგი დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის – ნიკოლოზ ყიფშიძის რეკომენდაციის საფუძველზე შევიდა, რადგან თავად არ არის ამ დარგის სპეციალისტი.
ინფორმაციისთვის: დაგეგმილია, ასევე, პულმონოლოგის ვიზიტი, რომელიც ატარებს პრევენციულ ხასიათს, რადგან საუბარი იყო მ. სააკაშვილის წარსულში გადატანილი კოვიდინფექციის მძიმე ფორმის შესახებ.
პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან.

პენიტენციური დაწესებულებები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტომატოლოგიური ბორმანქანებით აღიჭურვა
ამ მიზნით, პენიტენციურმა სამსახურმა 9 დაწესებულებაში (N2, N3, N8, N10, N12, N14, N15, N16 და N17) მოძველებული სტომატოლოგიური ბორმანქანები, თანამედროვე და ევროპული სტანდარტის შესაბამისი ტექნიკით ჩაანაცვლა.
აღსანიშნავია, რომ სტომატოლოგიური ბორმანქანები აღჭურვილია ყველა საჭირო ფუნქციით,მათ შორის, პაციენტის, ექიმისა და ექიმის ასისტენტისთვის განკუთვნილი ყველა საჭირო ინვენტარით, რაც უსაფრთხო და კომფორტული სამედიცინო ჩარევის შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
ინფორმაციისთვის, 2009 წლიდან პენიტენციურ დაწესებულებებში სტომატოლოგიური ბორმანქანების შეძენა-განახლება არ განხორციელებულა. შედეგად ამორტიზებული ტექნიკა მწყობრიდან პერიოდულად გამოდიოდა, რის გამოც, მსჯავრდებულებისთვის შესაბამისი მომსახურების მიწოდება შეფერხებით ხდებოდა.

პენიტენციური სამსახურის განცხადება მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით

