laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
imageVideo
პენიტენციური დაწესებულებები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტომატოლოგიური ბორმანქანებით აღიჭურვა
ამ მიზნით, პენიტენციურმა სამსახურმა 9 დაწესებულებაში (N2, N3, N8, N10, N12, N14, N15, N16 და N17) მოძველებული სტომატოლოგიური ბორმანქანები, თანამედროვე და ევროპული სტანდარტის შესაბამისი ტექნიკით ჩაანაცვლა.

აღსანიშნავია, რომ სტომატოლოგიური ბორმანქანები აღჭურვილია ყველა საჭირო ფუნქციით,მათ შორის, პაციენტის, ექიმისა და ექიმის ასისტენტისთვის განკუთვნილი ყველა საჭირო ინვენტარით, რაც უსაფრთხო და კომფორტული სამედიცინო ჩარევის შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

ინფორმაციისთვის, 2009 წლიდან პენიტენციურ დაწესებულებებში სტომატოლოგიური ბორმანქანების შეძენა-განახლება არ განხორციელებულა. შედეგად ამორტიზებული ტექნიკა მწყობრიდან პერიოდულად გამოდიოდა, რის გამოც, მსჯავრდებულებისთვის შესაბამისი მომსახურების მიწოდება შეფერხებით ხდებოდა
.


imageVideo
პენიტენციური სამსახურის განცხადება მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით
imageVideo
მიხეილ სააკაშვილს საკანი არ შეუცვლია და იგი იმ საკანში იმყოფება, სადაც დაწესებულებაში შესახლებისას მოთავსდა - პენიტენციური სამსახური

ინფორმაციისთვის: დაწესებულების დებულების თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დღეს შხაპის მიღება უწევდა და შესაბამისი მოთხოვნის შემდეგ დაწესებულების მოსამსახურეებმა საშხაპე ოთახში გაიყვანეს. 

საშხაპე ოთახში დაწესებულების მოსამსახურეებს შესვლა კანონით ეკრძალებათ და ისინი პატიმარს ოთახის გარეთ, დერეფანში ელოდებოდნენ. მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ამ გარემოებით ისარგებლა და დაწესებულების გარეთ შეკრებილებს გადაძახილით მიმართა, რითაც დაარღვია დაწესებულების შინაგანაწესი; კერძოდ, „№12 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 1 მაისის №526 ბრძანების 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას, მიიჩნევა დისციპლინურ დარღვევად, არღვევს დაწესებულების დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას.

დაწესებულების მოსამსახურეებმა მიხეილ სააკაშვილის უკანონო ქმედება მყისიერად აღკვეთეს და კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი რეაგირება მოახდინეს.

imageVideo
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია


მიხეილ სააკაშვილი იღებს დანიშნულ მედიკამენტებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. სასიცოცხლო მაჩვენებლები არის ნორმაში. კერძოდ: წნევა - 120/90; პულსი - 90; სატურაცია - 97. გლუკოზა - 101mg/dl.

როგორც მოშიმშილე, მიხეილ სააკაშვილი მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ.
imageVideo
პენიტენციურ დაწესებულებებში ხანგრძლივი პაემნები იხსნება


ხანგრძლივი პაემნების გახსნის გადაწყვეტილება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღო.

ხანგრძლივი პაემნის განხორციელებას შეძლებენ მხოლოდ ის მსჯავრდებულები, რომლებიც ორჯერადად ვაქცინირებულები არიან. რაც შეეხება ვიზიტორების დაშვებას, მსჯავრდებულებთან პაემანზე დაიშვებიან მხოლოდ ის პირები ვინც, ასევე სრულად ვაქცინირებულები იქნებიან და შესაბამის დოკუმენტს წარმოადგენენ.

აღსანიშნავია, რომ პენიტენციურმა სამსახურმა არაერთი ქმედითი ნაბიჯი და პრევენციული ღონისძიება გაატარა, რათა სისტემა დაეცვა კოვიდ-19-ის გავრცელებისგან. სწორედ ამ მიზნით, უწყებამ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისს დაიწყო, რომელიც ყველა დაწესებულებაში ამ დრომდე მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულების 80% ვაქცინირებულია, 65% კი რევაქცინირებული. სწორედ ინტენსიური ვაქცინაციის შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა სამოქალაქო კლინიკაში მოთავსებული კოვიდინფიცირებული მსჯავრდებულების რაოდენობაც. ამ დროისთვის თბილისის სამოქალაქო სექტორის კლინიკასა და ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინე სივრცეში ჯამში 50 ინფიცირებული მსჯავრდებული იმყოფება, რაც პატიმართა საერთო რაოდენობის მხოლოდ 0,5%-ს წარმოადგენს.

რაც შეეხება სპეციალური პენიტენციური სისტემის პერსონალს, თანამშრომელთა 92% აცრილია, ხოლო 77% რევაქცინირებულია.

imageVideo
მეგის ქარდავა N 12 დაწესებულებაში გადაიყვანეს

"იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უკრაინის სახელმწიფოდან მეგის ქარდავას ექსტრადირება განახორციელა. ექსტრადირების პროცესმა დადგენილი წესებით, გართულებების გარეშე ჩაიარა. ამჟამად, მეგის ქარდავა შესახლებული იქნება რუსთავის N 12 დაწესებულებაში" - განაცხადა ნიკა ცხვარაშვილმა. 


მომდევნო ეტაპზე წარიმართება კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები.
imageVideo
პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა INL-ის წარმომადგენლებს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო


შეხვედრას, რომელსაც ასევე პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი გიორგაძე და უწყების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ სისტემის პრიორიტეტულ მიმართულებებზეც იმსჯელეს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის ნიკა ცხვარაშვილის განცხადებით, უწყების ერთ-ერთი მთავარი გეგმა ევროპული სტანდარტის მქონე მცირე ზომის დაწესებულებების შექმნაა. ამ კუთხით საუბარი შეეხო ლაითურის პენიტენციური დაწესებულების მშენებლობას, რომელიც სრულად პასუხობს როგორც ევროპულ სტანდარტებს, ისე „წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის“ (CPT) რეკომენდაციებს.

პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა INL-ის წარმომადგენლებს პენიტენციურ სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

თავის მხრივ, აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს (INL) პროგრამის დირექტორმა გამოთქვა მზაობა, რომ სისტემას რეფორმების განხორციელების პროცესში შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფს და ხელს შეუწყობს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას.

პენიტენციური სამსახური საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროსთან (INL) წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს. ამ პერიოდის განმავლობაში ამერიკის საელჩოსა და აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით პენიტენციურ სისტემაში არაერთი პროექტი განხორციელდა.


imageVideo
უკრაინის ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა N15 პენიტენციურ დაწესებულებას ეწვია

ინფორმაცია საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ მას იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა მიაწოდეს.

სტუმრებმა N15 პენიტენციური დაწესებულება და მის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს. შეხვდნენ პურის საცხობში დასაქმებულ უკრაინის მოქალაქე მსჯავრდებულებსაც.

ადამიანის უფლებათა საკითხებში უკრაინის უმაღლესი რადას რწმუნებული, ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა და მისი სამსახურის წარმომადგენლები ინდივიდუალურად გაესაუბრნენ დაწესებულებაში მყოფ უკრაინელ მსჯავრდებულებს და პირადად მათგან მოისმინეს ინფორმაცია სასჯელის მოხდის პირობების შესახებ .

უკრაინელმა სტუმრებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მიღწევები სასჯელაღსრულების სფეროში ძალიან საინტერესოა და უკრაინა აუცილებლად გაიზიარებს საქართველოს პენიტენციური სამსახურის გამოცდილებას.

 

imageVideo
N12 დაწესებულების მსჯავრდებული მსოფლიო რეკორდსმენია
მან ორი ცალი 22-კილოგრამიანი ჰანტელი გაშლილი მკლავებით მხრების სიმაღლეზე (ე.წ. Dumbbell Front Raise) წუთში 37-ჯერ აწია.

მსჯავრდებულმა პაატა ბერიკაშვილმა საკუთარი შედეგით მრავალგზის გინესის რეკორდსმენის – ირლანდიელი იმონ კინის შედეგი გააუმჯობესა.

სპორტული ღონისძიება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერითა და საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებით განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ პენიტენციური სამსახური საქართველოს რეკორდების ფედერაციასთან 2013 წლიდან თანამშრომლობს. ამ პერიოდში განმავლობაში, პენიტენციურ დაწესებულებებში 5 მსოფლიო რეკორდსმენი გამოვლინდა და დარეგისტრირდა 12 მსოფლიო რეკორდი.

პენიტენციური სამსახურისთვის პენიტენციურ სისტემაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა და მსჯავრდებულების სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ კუთხით მუშაობა მომავალშიც კვლავ აქტიურად გაგრძელდება.


დეტალურად:
https://grf.ge/record/most-weight-lifted-by-dumbbell-front-raises-in-one-minute/
humanIcon
hotLineIcon