laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
imageVideo
დაავადებათა კონტროლის ცენტრი პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე ვაქცინაციის ტემპს საუკეთესოდ მიიჩნევს


„შემიძლია ვთქვა, რომ ამ სისტემაში ყველაზე მეტი აცრილია. ექიმებს შეიძლება შევადაროთ, დღეს ექიმების 64%-ზე მეტია აცრილი და პენიტენციურ სისტემაში დაახლოებით ერთნაირია მოცვა. საუბარია როგორც თანამშრომლებზე, ასევე პატიმრებზე. ასევე შემიძლია ვთქვა, რომ პოლიციაში, ჯარში ძალიან კარგია მოცვა. სამწუხაროდ, სხვა სისტემებზე ვერ მოგახსენებთ. ექიმებში საკმაოდ მაღალია მოცვა, მაგრამ გამიხარდებოდა ეს მაჩვენებელი 100% რომ იყოს. იგივეს ვერ ვიტყვი ჩემს კოლეგებზე, ექთნებზე, სადაც საკმაოდ დაბალია მოცვა, განსაკუთრებით დამხმარე სამედიცინო პერსონალზე, რომელშიც კიდევ უფრო დაბალია მოცვა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძის შეფასებით, მართალია, პენიტენციურ სისტემაში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების ცალკეული შემთხვევები, მაგრამ სიტუაცია აბსოლუტურად კონტროლირებადია, რადგან ვაქცინაციის ტემპიც გააქტიურებულია.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 12 აგვისტოს მდგომარეობით, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ (9300 ბრალდებული/მსჯავრდებული) ბრალდებული/მსჯავრდებულთა 61,5% -ია აცრილი (5718 ბრალდებული/მსჯავრდებული), ხოლო რევაქცინირებულია ბრალდებული/მსჯავრდებულთა 39%, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

რაც შეეხება სპეციალური პენიტენციური სისტემის პერსონალს, დაახლოებით 3500 -მდე თანამშრომლიდან აცრილია - 2423 – (69%), ხოლო რევაქცინირებულია - 1833 –( 52%)
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე თვეა, პენიტენციურ სისტემაში ინტენსიურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც ბრალდებულ/ მსჯავრდებულების, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვაქცინაცია.

imageVideo
პენიტენციურმა სამსახურმა ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის სარეცხი და საშრობი მანქანები შეიძინა
ამ მიზნით სამსახურმა 70 ცალი სარეცხი მანქანა (ჯამში 59 220 ლარის ღირებულების) და 45 ცალი საშრობი მანქანა (ჯამში 41 580 ლარის ღირებულების) შეიძინა.

შეძენილი ნივთები პენიტენციურ დაწესებულებებში საჭიროებისამებრ გადანაწილდება. ამ ეტაპზე სარეცხი და საშრობები მანქანები N8, N16, N5 და N18 პენიტენცურ დაწესებულებებში განთავსდა. თუმცა ეტაპობრივად აღნიშნული ტექნიკით სხვა პენიტენციური დაწესებულებებიც იქნება უზრუნველყოფილი.

აღსანიშნავია, რომ უწყებამ ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის სარეცხი (30 ერთეული) და საშრობი (20 ერთეული) მანქანები 2019 წელსაც შეისყიდა. (ჯამში 35 440 ლარის ღირებულების).

სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის ბრალდებულებზე/მსჯავრდებულებზე ზრუნვა და მათი პირობების გაუმჯობესება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ამ კუთხით უწყება მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.
imageVideo
პენიტენციურმა სამსახურმა ესკორტის ოფიცრებისთვის საავტომობილო მაცივრები შეიძინა

ამ მიზნით სამსახურმა ესკორტირების სამმართველოს იმ თანამშრომლებისთვის, რომლებსაც დღის განმავლობაში სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე სხვადასხვა ლოკაციაზე უწევთ ყოფნა, 40 ცალი საავტომობილო მაცივარი (ჯამში 11 160 ლარის ღირებულების) შეიძინა, სადაც ესკორტის ოფიცრები დღის განმავლობაში შეძლებენ მანქანაში უსაფრთხოდ შეინახონ კუთვნილი საკვები.

პენიტენციური სამსახური თანამშრომლების უკეთესი სამუშაო გარემოსა და პირობების შესაქმნელად ზრუნვას მომავალშიც გააგრძელებს.

ინფორმაციისთვის 2019 წლის იანვრიდან, თანამშრომლებისათვის პირველად დაინერგა უფასო კვების სისტემა – პენიტენციურ დაწესებულებებში მომუშავე მორიგე თანამშრომლებისთვის – ორჯერადი კვება, ხოლო ესკორტის ოფიცრებისთვის – მშრალი საკვები.

imageVideo
ქალი მსჯავრდებულები ფიტნეს ინსტრუქტორის პროფესიას შეისწავლიან

საგანმანათლებლო პროექტში ჩაერთვებიან ფიტნეს აკადემიის წამყვანი სპეციალისტები. კურსი 6 თვეში დასრულდება და მასში მონაწილე 17 ქალ მსჯავრდებულს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემა.

მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით არაერთ პროგრამას ახორციელებს.
სწორედ აღნიშნული პროგრამის საშუალებით ქალ მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ეძლევათ პროფესიონალ ფიტნეს ინსტრუქტორებად ჩამოყალიბდნენ, რაც სამომავლოდ მათი დასაქმებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობა გახდება.

 

imageVideo
არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცეს

დაწესებულებაში სტუმრობისას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა და საჩუქრად მათი ინტერესებისა და საჭიროებიდან გამომდინარე შერჩეული სპორტული ინვენტარი გადასცა.

სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ინგა სარჯველაძემ არასრულწლოვნებზე ზრუნვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების ვაქცინაცია დაიწყო

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის, ნიკა ცხვარაშვილის განცხადებით, სისტემა უკვე წელიწადზე მეტია ეფექტურად ებრძვის ვირუსის პენიტენციურ დაწესებულებებში გავრცელებას. მისი თქმით, როგორც მსჯავრდებულებისათვის, ისე თანამშრომლებისათვის ვირუსისგან დასაცავად იმუნიზაციის პროცესი აუცილებელია.

ვაქცინაციის პროცესი პირველ ეტაპზე სამ პენიტენციურ დაწესებულებაში N14 (გეგუთი) N8 (გლდანი) და N5 (ქალთა) დაიწყება და ეტაპობრივად საქართველოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებას მოიცავს. 

მსჯავრდებულების ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მას სამედიცინო პერსონალი არსებული პროტოკოლის დაცვით უზრუნველყოფს. იმ პენიტენციურ დაწესებულებებთან, სადაც აცრის პროცესი მიმდინარეობს, პრევენციის მიზნით მობილიზებულია კატასტროფის ცენტრის რეანიმობილი, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი სამედიცინო პერსონალითა და ტექნიკით.
imageVideo
ესპანური მხარე ქართულ პენიტენციურ სისტემაში გატარებულ რეფორმებს გაეცნო

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე იმსჯელეს, რომელიც ბრალდებულების/მსჯავრდებულების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციასა და სისტემაში დანერგილ სხვადასხვა ინოვაციებს ეხება. ასევე განიხილეს სამომავლო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და გამოთქვეს მზაობა ესპანეთში დანერგილი სარეაბილიტაციო პროექტების გაზიარებისთვის. 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა ასევე N8 პენიტენციური დაწესებულება მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ ბოლო პერიოდში დაწესებულებაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რომელიც მიზნად ისახავს ბრალდებულების/მსჯავრდებულების პირობების გაუმჯობესებას. ასევე გაეცნენ დაწესებულებაში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დიგიტალიზაციის პროექტში დასაქმებული მსჯავრდებულების მუშაობის პროცესს.

სტუმრებმა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიაც დაათვალიერეს, სადაც უვადო მსჯავრდებულები არიან დასაქმებულები.

ესპანური მხარის ვიზიტის მთავარ მიზანს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში დანერგილი სიახლეებისა და გატარებული რეფორმების გაცნობა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს.


 

imageVideo
სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები ვაქცინაციის პროცესში ჩაერთნენ


სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი და ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი, ეკატერინე ადამია ესწრებოდნენ. 

ბუბა ლომუაშვილი თანამშრომლებს იმუნიზაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა და სამსახურის თანამშრომლებს სოციალური პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა.


ბუბა ლომუაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე: მსოფლიო სამედიცინო საზოგადოება და ასევე ქართული სამედიცინო საზოგადოება თანხმდება, რომ ვაქცინაცია არის გამოსავალი დღეს არსებული პანდემიის თავიდან ასაცილებლად. აქედან გამომდინარე, იუსტიციის სამინისტრო უერთდება ამ კვირეულს. ჩვენ ვეცდებით მომავალშიც მთლიანად ჩავერთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ის გართულებები, რაც ზოგადად ამ პროცესებს ახლავს თან. დღესდღეობით წარმოდგენილი იყვნენ პენიტენციური სამსახურიდან ჩვენი თანამშრომლები. პროცესმა ძალიან კარგად ჩაიარა და მომავალშიც ეს იქნება მაგალითი სხვა დანარჩენი თანამშრომლებისთვის.


წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) 26 აპრილი – 2 მაისს პერიოდში ევროპის იმუნიზაციის მეთექვსმეტე კვირეულს აღნიშნავს. იმუნიზაციის კვირეულში საქართველო 2007 წლიდან აქტიურად მონაწილეობს და წელსაც, უერთდება ჯანმოს ევროპის რეგიონის ქვეყნებს და კვირეულის ფარგლებში კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსახლეობას თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს იმუნიზაციას მათი ჯანმრთელობისთვის.

imageVideo
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება

პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 29-30 აპრილის 9:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება. ხოლო 1-ელ მაისს, ამანათების მიღება 09:00 საათიდან 15:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს. პენიტენციური სამსახური გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.
humanIcon
hotLineIcon