laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
imageVideo
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში არსებულ ვაკანტურ პოზიციებზე ესკორტის 52 ოფიცერი ღია კონკურსის გზით დაინიშნა


შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 12 მარტს 134 ვაკანსიაზე (ესკორტის ოფიცერი -111, სოციალური მუშაკი - 13, ფსიქოლოგი -9, რესოციალიზაცია - რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - 1 ვაკანსია) ღია კონკურსი გამოცხადდა. კონკურსის გავლით 13 მაისს ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარ სამმართველოში ესკორტის 52 ოფიცერი (ესკორტის ოფიცერი-46; ტრანსპორტის განყოფილების ესკორტის ოფიცერი-6) დაინიშნა.

ამასთან, როგორც მიმდინარე კონკურსის შედეგებმა ცხადყო, კვლავ მწვავეა ესკორტის ოფიცერი - მძღოლის (D კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე) დეფიციტი. შესაბამისად, მიმდინარე წლის 3 მაისს გამოცხადდა კონკურსი ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს შტაბის (სამმართველო) ტრანსპორტის განყოფილების ესკორტის ოფიცერის 15 ვაკანტურ პოზიციაზე.
imageVideo
ციხეებში ვიდეოჩანაწერის შენახვის ვადასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის 2017 წლის რეკომენდაციის შესრულების მიზნით იუსტიციის მინისტრმა ბრძანება გამოსცა
ცვლილების პრაქტიკაში დანერგვა ფინანსურ და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გულისხმობს. 2019 წლის 1 ივლისიდან ის გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ამოქმედდება, ხოლო სრულად ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში 2021 წლის 1 იანვრისთვის იქნება დანერგილი.

მოცემული ცვლილების განხორციელება საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობამ განაპირობა.

"ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის №35 ბრძანების თავდაპირველი ვერსია ელექტრონული მეთვალყურეობის მასალების შენახვის 24 საათიან ვადას ითვალისწინებდა. ამავე მინისტრის 2017 წლის 20 მარტის ბრძანებით ეს ვადა 120 საათამდე (5 დღე-ღამე) გაიზარდა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, საქმის "მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" განხილვისას, 2018 წლის დეკემბერში ასევე დაადგინა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში ვიდეოჩანაწერების შენახვის არსებული 5-დღიანი ვადის გახანგრძლივების აუცილებლობა.

გარდა ამისა, "საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ" საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველს გონივრულად მიაჩნია ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადის არანაკლებ 10 დღე-ღამემდე გაზრდა.

იუსტიციის მინისტრის მიერ ჩანაწერების შენახვის ვადა მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიცვალა. ცვლილება, მომავალში, ჩანაწერების შენახვის ვადებთან დაკავშირებით ნებისმიერი პრობლემის გამორიცხვას ისახავს მიზნად. მოცემულ ვადასთან მისადაგების მიზნით, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით ცვლილების ამოქმედების პერიოდი 2019 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის დასაწყისამდე განისაზღვრა, რათა ცვლილებები სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მატერიალურ-ტექნიკური თუ ფინანსური მზაობის ხარისხის გათვალისწინებით დაინერგოს. №2 და №15 პენიტენციურ დაწესებულებებში ცვლილება 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება; №12 პენიტენციურ დაწესებულებაში - 2020 წლის 1 თებერვლიდან; №7, №9, №17 და №19 პენიტენციურ დაწესებულებებში - 2020 წლის 1 ივლისიდან; №5 და №6 პენიტენციურ დაწესებულებში - 2020 წლის 1 ოქტომბრიდან; ხოლო №3, №11, №14, №16 და №18 პენიტენციურ დაწესებულებებში 2021 წლის 1 იანვრიდან.



imageVideo
იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი ევროსაბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საწინააღმდეგო კომიტეტის დასკვნასთან დაკავშირებით
მისი თქმით, 2018 წლის სექტემბერში საქართველოში რეგულარული ვიზიტით იმყოფებოდა ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი, რომელიც, დადგენილი წესის თანახმად, გაუფრთხილებლად ეწვია რვა პენიტენციურ დაწესებულებას, ათ დროებითი მოთავსების იზოლატორს და სამ სამოქალაქო სექტორის ფსიქიატრიულ დაწესებულებას.

„დასკვნა ჩვენს უწყებებს 22 მარტს გადმოეცა და დღეს უკვე გამოქვეყნებულია. დასკვნა მოწმობს ერთს და მთავარს, რომ საქართველოში, როგორც დროებითი მოთავსების იზოლატორებში, ასევე პენიტენციურ დაწესებულებებში, ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრილია სახელმწიფოს ძალადობა ადამიანზე, რაც წარსულის პრაქტიკა იყო. მინდა პირველ რიგში, ჩემს კოლეგებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მივულოცო ის წარმატება, რაც ამ დასკვნაში ცალსახად არის ხაზგასმული. უფრო მეტიც, CPT-ს ხელმძღვანელმა ამასწინათ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართული დროებითი მოთავსების იზოლატორების მართვის მოდელი, რომელიც ჩვენს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს, სხვა ევროპულმა ქვეყნებმაც უნდა გაიზიარონ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, CPT პენიტენციურ სისტემას გასული წლის შემოდგომაზე მაშინ ეწვია, როდესაც სასჯელაღსრულების და იუსტიციის სისტემები სულ ორი თვის გაერთიანებული იყო. იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ CPT -ს დასკვნის თანახმად, პენიტენციურ სისტემაში, ისევე, როგორც სხვაგან, პრაქტიკულად, არ არსებობს სახელმწიფოსა და თანამშრომლების მხრიდან პატიმარზე ძალადობის, ზეწოლის, ან სხვაგვარი არასათანადო მოპყრობის ფაქტები. ასევე პოზიტიურად არის აღნიშნული, რომ CPT-ის ბოლო, 2014 წლის ვიზიტის შემდეგ პატიმართა მთლიანი რიცხვი საქართველოში არ გაზრდილა, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ გადატვირთულობის პრობლემა ციხეებში მთლიანობაში აღმოფხვრილია.

„პოზიტიურად არის შეფასებული ის საკანონმდებლო მრავალმხრივი ცვლილებები, რაც განვახორციელეთ ამ ხელისუფლების პირობებში. პირველ რიგში, ხაზგასმულია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და N11 (არასრულწლოვანთა) დაწესებულება, რომელიც ამ კოდექსის წყალობით აღარ არის გადატვირთული და ბავშვთა უფლებები პენიტენციურ სისტემაში არის მაღალი ხარისხით დაცული. დადებითად არის შეფასებული სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონი, რომელიც სხვა უწყებების ჩართულობით იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით შემუშავდა და ძალიან მალე შევა ძალაში. პოზიტიურად არის შეფასებული ჩემი წინამორბედის ძალისხმევით, N7 პენიტენციური დაწესებულების დახურვა, რაც სწორედ CPT-ს მრავალი წლის რეკომენდაცია გახლდათ.ასევე დადებითად არის შეფასებული 2013 წლიდან გაწეული ძალისხმევა და ციხეებში სხვადასხვა სახის ჰეპატიტის და ტუბერკულოზის აღმოფხვრის მხრივ მიღწეული წარმატებები.
მნიშვნელოვანია, უკვე ჩემი მმართველობის პერიოდისთვის და სამომავლო გეგმებისთვის, რომ CPT დადებითად აფასებს რუსთავში ორი ახალი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობას. ჩემი მხრიდან დავძენ, რომ ახალი ინფრასტრუქტურის წყალობით, ჩვენ იმ ძველ მემკვიდრეობასთან დამშვიდობებას შევძლებთ, რომელიც ამ ქალაქისთვის საკმაოდ პრობლემურია. უნდა გაუქმდეს ძველებური მოდელი, N17 დაწესებულების სახით. დადებითად არის შეფასებული ლაითურის ახალი პროექტის მშენებლობის დასრულება, რაც გეგუთის N14 ძველებური ტიპის დაწესებულების ჩანაცვლების საშულებას მოგვცემს“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მისი თქმით, მატერიალური პირობები ციხეებში დადებითად არის შეფასებული, მათ შორის, ბათუმსა და ე.წ. „მატროსოვის“ ციხეში, ასევე პოზიტიურად არის შეფასებული პენიტენციურ დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურება, გარდა ფსიქიატრიული მკურნალობის დარგში არსებულ ხარვეზებისა.

თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ, რა თქმა უნდა, CPT-ს აქვს კრიტიკაც და რეკომენდაციებიც.

„პირველ რიგში, გამოვეხმაურები იმ შეფასებას, რომელიც არის ქსნის დაწესებულების ვიზიტის დროს გამოთქმული. დასკვნაში ე.წ. „პატიმართა შორის იერარქია“ იყო მოყვანილი და გაკრიტიკებული. ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ცნობილია, რადგან CPT -მ როგორც 2004 წელს, ასევე 2012 წლის ნოემბერში ჩვენს სახელმწიფოს უსაყვედურა და შესაბამისი რეკომენდაციებიც არის გაცემული, თუმცა პრობლემა დღეს კვლავ არსებობს და ერთადერთი გამოსავალი სწორი მენეჯმენტისა და ევროპული ციხეების სისტემაზე გადასვლისთვის გახლავთ ახლებური ინფრასტრუქტურის შექმნა. თანამშრომლებზე მეტი ზრუნვა არის რეკომენდაცია პენიტენციური დაწესებულებებისთვის, რაც ორი სისტემის გაერთიანების შემდეგ დაწყებულია და გაგრძელდება იმისთვის, რომ სახელმწიფო იყოს ძლიერი.CPT -ს აზრით, გადასახედია პატიმართა უფლებების უფრო მაღალი ხარისხით დაცვა. ვინაიდან პატიმართა წამების პრობლემა აღმოფხვრილია, აქცენტი გადატანილია მათ უკეთეს რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე, რაც ასევე არის აღიარებული იუსტიციის მინისტრის 22 თებერვლის ბრძანებით“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.



imageVideo
გლდანის საპატიმროს მსჯავრდებულები დაწესებულების ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმდებიან


ამისათვის, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რჩევითა და დახმარებით დაწესებულების ერთ-ერთ ეზოში დამუშავდა 3 000 კვ. მ მიწის ნაკვეთი, სადაც პატიმრები ქართული ჯიშის ჟოლოს, ფრანგული ჯიშის ნესვს, ლობიოს, სალათის ფურცლებს, არტიშოკს, პომიდორს და მარწყვს მოიყვანენ.

მოყვანილი მოსავლის რეალიზაციაში პატიმრებს საფრანგეთ - საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატა დაეხმარება, რათა რეალიზაციიდან მიღებული თანხა მათი შემოსავლის წყაროდ იქცეს. გარდა იმისა, რომ დაწესებულების ტერიტორიაზე პატიმრების დასაქმება, არაერთი მიზეზის გამო, მნიშვნელოვანი საკითხია, მსგავსი ტიპის პროექტში მონაწილეობა ე.წ. დახურული ტიპის დაწესებულების მსჯავრდებულებისათვის საუკეთესო თერაპიაა სტრესის მართვის, ასევე, ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის და პატიმართა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის აუცილებელი წინაპირობაა.

მიწის დამუშავების პროცესი 8 და 9 მაისს მიმდინარეობდა და მასში N8 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულებიც იყვნენ ჩართულნი. ზოგიერთი მათგანი უვადო პატიმარია. ისინი, პროექტის დაწყებამდეც, დაწესებულების დირექტორის ინიციატივით, მცირე ზომის ბოსტანს დაწესებულების ეზოში თავისი ხელით უვლიდნენ. მათი თქმით, სუფთა ჰაერზე მუშაობის შედეგად ანტიდეპრესანტებისა და წნევის მარეგულირებელი მედიკამენტების მიღება შეწყვიტეს, თავს გრძნობენ უფრო მხნედ და იმედიანადაც არიან განწყობილნი. ახალი, მასშტაბური პროექტი კი არა მხოლოდ მათში, არამედ სხვა მსჯავრდებულებშიც დიდ ინტერესს იწვევს.

პროექტის მხარდამჭერები არიან საფრანგეთ - საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, ფონდი "სალვე" და ორგანიზაცია "რეფორმერი".

გიორგი პატარიძემ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს აღდგომა მიულოცა


სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის თქმით, არასრულწლოვანი პატიმრები ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია და სათანადო ყურადღებას საჭიროებს.

"დღეს მოვედით N11 პენიტენციურ დაწესებულებაში, რათა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცოთ. მათ საქართველოს საპატრიაქოს მიერ გამოგზავნილი სააღდგომო ნობათი გადავეცით, რისთვისაც საპატრიარქოს მინდა მადლობა გადავუხადო. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და თითოეულ თავისუფლებააღკვეთილ პირს მივულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!",- განაცხადა გიორგი პატარიძემ.

სააღდგომო ნობათი საქართველოს საპატრიარქოსგან N8 და N2 პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულმა არასრუწლოვანმა ბრალდებულ/მსჯავრდებულებმა, ასევე N5 (ქალთა) დაწესებულების პატიმრებმა მიიღეს.




imageVideo
პენიტენციურ დაწესებულებებში წმინდა ცეცხლი მიაბრძანეს


ამასთანავე, დაწესებულებებში იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძარში გადმოსული წმინდა ცეცხლიც მიაბრძანეს.

imageVideo
სპეციალური პენიტენციური სამსახური, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს


პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 25-26 აპრილს დილის 9:00 საათიდან დაიწყება და 20:00 საათამდე გაგრძელდება. ხოლო შაბათს, 27 აპრილს, ამანათების მიღება 09:00 საათიდან 15:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს, რისთვისაც მსჯავრდებულების/ბრალდებულების ახლობლებმა თან უნდა იქონიონ ID ბარათი, პასპორტი ან მართვის მოწმობა, რომელზეც მოქალაქის პირადი ნომერი არის დატანილი. ამანათის შეგზავნის უფლება აქვს მხოლოდ სრულწლოვან პირს.

ასევე, ამანათის შიგთავსის განსაზღვრის მიზნებისათვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური შეახსენებს პატიმართა ოჯახებსა და ახლობლებს, რომ წელს, ყველა პატიმრისათვის „გუდვილი“-ს მიერ გადაცემული იქნება სააღდგომო პასკა და წითელი კვერცხები. „გუდვილი“-ს მიერ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მოცემული ძღვენის შეტანა დაიწყება მიმდინარე კვირის შაბათ დღეს.

imageVideo
პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების გამდიდრების მიზნით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და საკანონმდებლო მაცნეს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა


მემორანდუმის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე "პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის" შესრულების ფარგლებში, რაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 22 თებერვლის №385 ბრძანებით გათვალისწინებული კონკრეტული მიზნის მიღწევის უზრუნველყოფას გულისხმობს. საკითხი ეხება პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისათვის პენიტენციური სისტემის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების კრებულების სამაგიდო წიგნის სახით გამოცემას. მასში შევა ნორმატიული აქტები, შინაგანაწესი, დებულება, სტანდარტი, წესი და სხვ.

პროექტი პენიტენციურ დაწესებულებებში მაცნეს ბრენდირებული კომპიუტერების განთავსებას გულისხმობს, სადაც მუდმივად განახლებადი ელექტრონული წიგნების კატალოგი აიტვირთება, პენიტენციურ დაწესებულებებში ასევე განთავსდება მაცნეს ბრენდირებული წიგნების კარადები. პროექტის ფარგლებში ერთი მხრივ, მოხდება პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების წიგნის ფონდების განახლება, სამართლებრივი აქტების ელექტრონული კატალოგებით აღჭურვა; მეორე მხრივ კი გაიზრდება ხელმისაწვდომობა იმ მნიშვნელოვან კანონებზე, რომლებიც შემხებლობაშია ბრალდებულების/მსჯავრდებულების უფლებებთან, არასრულწლოვნებისა და ქალ მსჯავრდებულთათვის საერთაშორისო თუ ქვეყნის შიდა კანონმდებლობასთან, რომლებიც მათ უფლებებს ეხება. მათ შორის ეთნიკურად არაქართველი პატიმრებისთვის რუსულ და ინგლისურ ენებზე.

მემორანდუმი გულისხმობს ყოველკვარტალური ჟურნალის გამოცემასაც, რომლითაც მსჯავრდებულები მიიღებენ ინფორმაციას ნორმატიულ აქტებში შეტანილ ძირითად ცვლილებებზე, გაეცნობიან საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების სისტემაში გამოტანილ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ასევე ქვეყანაში მომხდარ ტექნოლოგიურ სიახლეებს, პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციას, მსჯავრდებულ პირთა სურვილის მიხედვით,მოხდება მათი პირადი შემოქმედების გამოქვეყნებაც; ასევე იგეგმება გარე სამყაროსთან უკეთესი ადაპტირების მიზნით, გზამკვლევი ბროშურის დაბეჭდვა სასჯელმოხდილი პატიმრებისთვის, სადაც დატანილი იქნება ყველა საჭირო ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება პიროვნებას ფეხი აუწყოს ციხის კედლების მიღმა ცხოვრებას.

როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ აღნიშნა, პენიტენციურ სისტემაში საკანონმდებლო მაცნეს შემოსვლით, საბჭოური ხანის ბიბლიოთეკები ეტაპობრივად დასრულდება.

"საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს პენიტენციურ სისტემაში შემოსვლით ჩვენ ეტაპობრივად დავასრულებთ საბჭოური ხანის ბიბლიოთეკებს ციხეებში. სიმბოლურია, რომ საკანონმდებლო მაცნემ ციხეებში შემოსვლა ისეთი დახურული დაწესებულებით დაიწყო, როგორიც არის N6 პენიტენციური დაწესებულება",- განაცხადა გიორგი პატარიძემ.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, დანაშაულის პრევენციის ცენტრის და ევროკავშირის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ესწრებოდნენ.


თეა წულუკიანმა ესკორტის ოფიცრებს ახალი უნიფორმები გადასცა

მინისტრის თქმით, 2018 წელს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იუსტიციის სამინისტროსთან შერწყმის შემდეგ ჩატარდა უნიფორმების ინვენტარიზაცია. ამ მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ პენიტენციურ სისტემას უნიფორმების მწვავე დეფიციტი ჰქონდა, რასაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის 2018 წლის 25 დეკემბრის ანგარიშიც ადასტურებს (N76/36 გამოქვეყნების თარიღი 01.02.2019).
მოცემული დეფიციტისა და მისგან გამოწვეული პრობლემების მოკლე დროში აღმოსაფხვრელად, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ, მინისტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებით "სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ" განისაზღვრა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების უნიფორმის მახასიათებლები.

ამასთანავე, 2018 წლის 22 ოქტომბერს გამოცხადდა ტენდერი ბადრაგების (ამჟამად ესკორტის ოფიცრები) უნიფორმების შესაძენად. სატენდერო პირობებში ჩაიდო მოთხოვნა, რომ უნიფორმა უნდა ყოფილიყო ქარხნული წესით დამზადებული და უმაღლესი სტანდარტის, ასევე წყალგაუმტარი, ქარგაუმტარი, მაღალი ხარისხის გამძლე ქსოვილისგან დამზადებული და სხვ.

აღნიშნული პირობებით ჩატარებული ტენდერის შედეგად შეძენილი ახალი უნიფორმების პრეზენტაცია დღეს გლდანში, იმ ტერიტორიაზე ჩატარდა, სადაც თეა წულუკიანის თქმით, 2020 წლიდან დაიწყება ესკორტირების და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოსთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაზის მოწყობა. ბაზაზე განთავსდება ავტოპარკი და მოეწყობა საწვრთნელი ბაზა, სადაც ესკორტის ოფიცრები თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან. იქვე განთავსდება სასროლეთიც. ეს ბაზა ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა ღირსეულ სამუშაო პირობებს, კვალიფიკაციის ამაღლებას უზრუნველყოფს და შესაბამისად, აღნიშნული სამმართველოს გამართული ფუნქციონირების საფუძველი იქნება.

ახალი უნიფორმები 300 ესკორტის ოფიცერს გადაეცა. ამით 70 პროცენტით აღიჭურვა ახლახან შექმნილი ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველო, რომელიც 2019 წლის თებერვალში ბადრაგირებისა და სასჯელაღსრულების ე.წ. "სპეცნაზის" გაუქმებული დანაყოფების ბაზაზე შეიქმნა. ესკორტის მოქმედ ოფიცერთა და კონკურსის შედეგად შემომატებული ახალი კადრების უნიფორმებით სრულად აღჭურვა ზაფხულამდე უნდა დასრულდეს.

"ჩვენ უკვე შემოდგომიდან დავიწყეთ ესკორტის ოფიცრებისთვის ხელფასის ზრდა იმ ფინანსური რესურსის ფარგლებში, რაც პენიტენციურ სამსახურს გააჩნდა, ასევე საკადრო დეფიციტის აღმოსაფხვრელად 52 ახალი ოფიცერი შევარჩიეთ ღია კონკურსის გზით, თითოეული ესკორტის ოფიცრისთვის პრაქტიკაში სავალდებულოდ ვაქციეთ ფიზიკური ნორმატივის ჩაბარება და იარაღის მოხმარების ცოდნა. ამჟამად მიმდინარეობს ახალი კონკურსი 111 ესკორტის ოფიცრის პოზიციაზე. თითოეულმა ოფიცერმა იცის, რომ მის ნორმალურ სამუშაო გრაფიკზე, ხელფასზე, ჩაცმულობაზე, პროფესიულ განვითარებასა და დაცულობაზე ზრუნავს იუსტიციის სისტემა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ესკორტის ოფიცერს პირდაპირი შეხება აქვს პატიმართან და მის გამართულ მუშაობაზე დამოკიდებულია სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისწრაფე და ხარისხი." - განაცხადა იუტიციის მინისტრმა.

ესკორტის ოფიცრებში ხელფასების ზრდა ორ ეტაპად განხორციელდა და საშუალოდ 270 ლარით გაიზარდა.

რაც შეეხება პენიტენციურ დაწესებულებებში მომუშავე თანამშრომლებს - ინსპექტორ-კონტროლიორებს, უსაფრთხოების ოფიცრებსა და სხვ. (ჯამში 1780 პირი), უნიფორმების დეფიციტი კვლავ გამოწვევად რჩება. ამიტომაც, 2019 წლის 30 იანვარს გამოცხადდა ტენდერი 1800 კომპლექტზე. ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, სატენდერო პირობებით განსაზღვრულია, რომ უნიფორმები უნდა იყოს მაღალი ხარისხის, ქარგაუმტარი, წყალგაუმტარი, ასევე უნდა ჰქონდეს ორწლიანი გარანტია. შესაბამისი სატენდერო და სხვა პროცედურების გავლის შემდეგ, უნიფორმები მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ბოლოსთვის მიეწოდებათ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს.


 

humanIcon
hotLineIcon