laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
smallArrow

პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის მმართველი კომიტეტის მე-6 შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე იმსჯელეს

პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის მმართველი კომიტეტის მე-6 შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე იმსჯელეს
imageVideo
03.10.2019
print
facebook



საქართველოს იუსტიციის სამინისტროში "პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის" მმართველი კომიტეტის მე-6 შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, ევროკავშირის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის გასული 6 თვის მიღწეული შედეგები EU-ს პროექტის ხელმძღვანელმა რანდელ ბაროუზიმ წარადგინა.

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პროექტის ფარგლებში გაწეული საქმიანობა დადებითად შეაფასა.

"პროექტის დახმარებით იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობამ მიზნად დაისახა პენიტენციურ, პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემებში ისეთი რეფორმის გატარება, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს სასჯელის აღსრულების ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს და მიმართული იქნება თავისუფლებაღკვეთილ პირთა უფლებებისა და ღირსების დაცვის, ასევე თანამშრომლებისა და ზოგადად, სისტემების ორგანიზაციული გაძლიერებისაკენ", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

პროექტის მმართველი კომიტეტის წევრებმა პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზეც იმსჯელეს და პროექტის შემდგომი ექვსთვიანი სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.






humanIcon
hotLineIcon