მარიამობასთან დაკავშირებით, პატიმრებს საჩუქრად 15-წუთიანი უფასო სატელეფონო სასაუბრო დრო დაუფინანსდათ
თითოეულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს დღეიდან უკვე საშუალება აქვს 15-წუთიანი უფასო სატელეფონო კომუნიკაციით ისარგებლოს.
სატელეფონო სასაუბრო დროის დაფინანსებით, ნაწილობრივ მოხდება მსჯავრდებულებისთვის გარესამყაროსთან იმ კომუნიკაციის დეფიციტის კომპენსირება, რაც კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ხანგრძლივი პაემნების აკრძალვამ შეუქმნა.
აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ სისტემაში მყოფი ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის სატელეფონო ლიმიტები პატიმრის საშიშროების რისკისა და პენიტენციური დაწესებულების ტიპის შესაბამისად არის დაწესებული.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ყველა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ულოცავს მარიამობის დღესასწაულს.