პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივ საბჭოებსა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მუდმივმოქმედ კომისიაში განაცხადების მიღება 10 სექტემბრამდე გრძელდება

მუდმივმოქმედი კომისიისა და ადგილობრივი საბჭოს წევრობის უფლება აქვს:
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლის, კრიმინოლოგიის, ფსიქოლოგიის ან სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერების განხრით მუშაობის გამოცდილება, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის შერჩევისას, უპირატესობა მიენიჭება იმ პედაგოგს, რომელსაც მუშაობის გამოცდილება აქვს კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებთან.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთმანეთში კონსულტაციებისა და შეთანხმების შედეგად, ვაკანსიის გამოცხადებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, კანდიდატურა უნდა წარადგინონ საკოორდინაციო საბჭოში. იმ შემთხვევაში თუ კონსულტაციების შედეგად შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა, არასამთავრობო ორგანიზაციას უფლება ენიჭება კანდიდატურა დამოუკიდებლად წარადგინოს. უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებმა ასევე ვაკანსიის გამოცხადებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარადგინონ კანდიდატურა საკოორდინაციო საბჭოში.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის კანდიდატურის წარმოდგენასთან დაკავშირებულ წერილობით მიმართვას თან უნდა ერთვოდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ორგანიზაციის წესდება/დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმება, ხოლო საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის კანდიდატურის წარმოდგენის შემთხვევაში, წერილობით მიმართვას თან უნდა დაერთოს დაწესებულების რეგისტრაციისა და შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები.
კანდიდატურების წარმოდგენა უნდა მოხდეს წერილობითი ფორმით 2021 წლის 10 სექტემბრის 18:00 საათამდე, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.
შესაძლებელია დოკუმენტაციის წარდგენა ელექტრონული ფორმითაც მისამართზე: info.sps@justice.gov.ge
საკონტაქტო ტელეფონი: (995 32) 2 31 27 34; 555 75 03 08