უკრაინის ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა N15 პენიტენციურ დაწესებულებას ეწვია

14.09.2021
ინფორმაცია საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ მას იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა მიაწოდეს.
სტუმრებმა N15 პენიტენციური დაწესებულება და მის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს. შეხვდნენ პურის საცხობში დასაქმებულ უკრაინის მოქალაქე მსჯავრდებულებსაც.
ადამიანის უფლებათა საკითხებში უკრაინის უმაღლესი რადას რწმუნებული, ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა და მისი სამსახურის წარმომადგენლები ინდივიდუალურად გაესაუბრნენ დაწესებულებაში მყოფ უკრაინელ მსჯავრდებულებს და პირადად მათგან მოისმინეს ინფორმაცია სასჯელის მოხდის პირობების შესახებ .
უკრაინელმა სტუმრებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მიღწევები სასჯელაღსრულების სფეროში ძალიან საინტერესოა და უკრაინა აუცილებლად გაიზიარებს საქართველოს პენიტენციური სამსახურის გამოცდილებას.



