laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
smallArrow

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება
imageVideo
22.06.2022
print
facebook

მიმდინარე წლის 22 ივნისს კლინიკა ვივა-მედში მივიდა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი და მოითხოვა მსჯავრდებულთან შესვლა. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მას განუმარტეს, რომ მსჯავრდებულის მოსანახულებლად აუცილებელია წერილობით მიმართვა.

კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მიმართვის შემდეგ, ნიკოლოზ სააკაშვილი შეძლებს მსჯავრდებულ სააკაშვილის მონახულებას.
საზოგადოების სათანადო ინფორმირების მიზნით, განვმარტავთ, რომ მსჯავრდებული შეუზღუდავად სარგებლობს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით, რისი ნათელი მაგალითია ისიც, რომ დღეის მდგომარეობით, მსჯავრდებულ სააკაშვილთან იმყოფებოდა 935 ვიზიტორი.

მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან.

humanIcon
hotLineIcon