laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
smallArrow

პირველი ქართულ-გერმანული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში საქართველოსა და გერმანიის პენიტენციური სტრუქტურების წარმომადგენლებმა ერთმანეთს რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით არსებული გამოცდილება გაუზიარეს

პირველი ქართულ-გერმანული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში საქართველოსა და გერმანიის პენიტენციური სტრუქტურების წარმომადგენლებმა ერთმანეთს რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით არსებული გამოცდილება გაუზიარეს
imageVideo
06.07.2023
print
facebook



ფორუმზე იმსჯელეს "ციფრული უნივერსიტეტის" ინოვაციურ პროექტზე, რომელიც მსჯავრდებულებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება; ონლაინ დაესწრონ ლექციებს და პირდაპირი, ინტერაქტიული კომუნიკაცია ჰქონდეთ ლექტორებთან.

ამასთან, მსჯავრდებულებს შესაძლებლობა აქვთ, ადგილზე შეისწავლონ სხვადასხვა პროფესია. პენიტენციურ დაწესებულებებში მათთვის მოქმედებს დასაქმების სხვადასხვა პროგრამა, რომელთა საშუალებითაც ისინი იღებენ ანაზღაურებას. შექმნილი პროდუქციის რეალიზებაში მათ მაღაზია "რე-მარკეტი" ეხმარებათ; გამოცდილების შედეგად კი, გათავისუფლების შემდგომ მათი დასაქმებისა და ეკონომიკური სარგებლის მიღების შესაძლებლობები იზრდება.

პირველი ქართულ-გერმანული სამართლებრივი ფორუმის იდეა გასული წლის სექტემბერში გერმანიის და საქართველოს იუსტიციის მინისტრების შეხვედრისას გაჩნდა.

ფორუმში გერმანიის დელეგაციას ხელმძღვანელობს იუსტიციის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ანჟელიკა შლუნკი. ღონისძიებაში მონაწილეობენ ევროკავშირის სააგენტოს "ევროჯასტის" ვიცე-პრეზიდენტი ბოშტიან შკრლეცი; საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წევრები, პროკურატურის, ადვოკატთა ასოციაციის, პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი პირები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.

სამართლებრივი ფორუმი სახელწოდებით "საუკეთესო გამოცდილების გაზიარება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე" ორდღიანია და 6 ივლისს დასრულდება.

humanIcon
hotLineIcon