laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
imageVideo
Covid-19 დაუდასტურდა ორ ბრალდებულს, რომელსაც ინფიცირებულ ექთანთან ჰქონდა კონტაქტი

ინფიცირებული პირების მდგომარეობა სტაბილურია. ისინი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და შესაბამის სამედიცინო მომსახურებას იღებენ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.


აღსანიშნავია, რომ ორივე ბრალდებულს უშუალო შეხება ჰქონდა ამავე დაწესებულების ექთანთან, რომელსაც 20 მარტს დაუდასტურდა ვირუსი. რაც შეეხება ინფიცირებული პირების კონტაქტებს, მოხდა მათი შემოწმება PCR ტესტებით და ყველა პასუხი უარყოფითია. მიუხედავად ამისა, ისინი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან იზოლაციაში, დაწესებულებაში არსებულ საკარანტინო სივრცეში, რომელსაც ორი კვირის შემდეგ, განმეორებითი PCR ტესტირების შედეგად დატოვებენ.

imageVideo
სპეციალური პენიტენციური სამსახური: ბრალდებულ ნ.მ.-ს საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი სამედიცინო მომსახურება მიეწოდება



მათ შორის ბოლოს იგი 2021 წლის 26 თებერვალს გაყვანილ იქნა „აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში“, სადაც ჩაუტარდა ლაბორატორიული გამოკვლევები, ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოგრაფია, კარდიოქირურგის და პულმონოლოგის კონსულტაცია;
დიაგნოზი: აორტის სხვა თანდაყოლილი ანომალიები; აორტის ნაკლოვანება (ზომიერი); გულის უკმარისობა. დასკვანა: ამ ეტაპზე, მწვავე კარდიოლოგიური ან პულმონოლოგიური პრობლემა არ ვლინდება, აორტული სარქვლის ზომიერი ნაკლოვანება ოპერაციული ჩარევის ჩვენებას არ წარმოადგენს, მაგრამ, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა სტრეს ექოკარდიოგრაფიის ჩატარება, რისთვისაც ბრალდებულის გაყვანა სპეციალიზებულ სამოქალაქო კლინიკაში დაგეგმილია დღეს, 22 მარტს. ამდენად, მისი ოჯახის წევრების ბრალდებები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებული კლინიკის გადაწყვეტილებით ბრალდებულს ამ ეტაპზე ოპერაციული ჩარევა არ ესაჭიროება, ხოლო თუ დამატებითი გამოკვლევების შედეგად ეს საჭიროება გამოიკვეთება, ცხადია, ბრალდებულს ეს მომსახურებაც გაეწევა.

imageVideo
PCR ტესტირების მორიგი ეტაპის შედეგად გაირკვა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში covid-19-ის არც ერთი შემთხვევა აღარ არის



კერძოდ, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია, თუმცა პენიტენციურ სისტემაში მოქმედი კომპლექსური პრევენციული ღონისძიებები გრძელდება და ამიერიდან PCR ტესტირებაც პრევენციის მიზნით ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში თვეში ერთხელ ჩატარდება იმისთვის, რომ ბრალდებულ/მსჯავრდებულები ვირუსისგან დაცულები იყვნენ. 

შეგახსენებთ, პრევენციული PCR ტესტირება გასული წლის 31 დეკემბრიდან დაიწყო. ამ ეტაპზე ჩატარებულია 22752 ტესტი. ჯამში პენიტენციურ სისტემაში იყო covid-19-ის 194 დადასტურებული შემთხვევა და დღეს ეს მონაცემი განულებულია.

imageVideo
მიხეილ სარჯველაძემ უვადო პატიმრებს უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამა გააცნო



შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ასევე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს და სპეციალური პენიტენციური სამსახურის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის წარმომადგენლები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და უვადო მსჯავრდებულებმა პროგრამის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში შესული ცვლილებების მიხედვით, უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირთა სასჯელის გადასინჯვის ახალი, განსხვავებული მექანიზმი ამოქმედდა. იმისათვის რომ უვადო მსჯავრდებულს აღნიშნული შეღავათი შეეხოს, სხვა გარემოებებთან ერთად ერთ-ერთ პირობას იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის წარმატებით დაძლევა წარმოადგენს.

გათავისუფლებისთვის მომზადების პროგრამაში ჩართვა შეუძლია უვადო თავისუფლებააღკვეთილ პირს, რომელმაც ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის არანაკლებ 12 წელი და წერილობით თანხმობას აცხადებს პროგრამაში მონაწილეობაზე. პროგრამა 8 ეტაპისგან შედგება, მისი ხანგრძლივობაა 2 წელი და პენიტენციური სისტემის გარდა მის განხორციელებაში ჩართულია სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტო და სსიპ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი.

პროგრამის მიზანია უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირების სასჯელის შემდგომი მოხდისაგან კანონით დადგენილი ვადამდე გათავისუფლების ეტაპის დადგომამდე, შემთხვევის მართვის ფარგლებში, მსჯავრდებულთა ჩართულობა ისეთ ღონისძიებებში (ინტერვენციებში), რომლებიც ხელს შეუწყობს მათ რეაბილიტაციას და რესოციალიზაცია-რე ინტეგრაციისთვის მზადებას. შეფასების პროცესი მოიცავს როგორც მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების, ასევე მნიშვნელოვანი ზიანის რისკის, ოჯახისა და სოციალური გარემოს შეფასებას და დაზარალებულთან ან მის უფლებამონაცვლე მხარესთან დაკავშირებული ინფორმაციის ამსახველი ანგარიშის მომზადებას. გამოვლენილი საჭიროებებისა და კრიმინოგენური ფაქტორების გათვალისწინებით დგება გათავისუფლებისთვის მომზადების ინდივიდუალური პროგრამა.

imageVideo
ქალ პატიმრებს საქართველოს პარლამენტის წევრებმა 8 მარტი მიულოცეს


დაწესებულებას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკა ცხვარაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი და ამავე კომიტეტების წევრი ელისო ბოლქვაძე, ასევე მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭიპაშვილი ეწვივნენ.


სტუმრებმა ქალ პატიმრებს 8 მარტი მიულოცეს. ელისო ბოლქვაძემ ღონისძიების მონაწილეებისთვის რამდენიმე საფორტეპიანო ნომერი შეასრულა. თავის მხრივ ქალმა პატიმრებმა სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული თეატრაული ნომრები შეასრულეს, სტუმრებს დაწესებულებაში ვიზიტისა და 8 მარტის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადეს და იმედი გამოთქვეს, რომ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც ხშირად გაიმართება.

humanIcon
hotLineIcon