
დაწესებულებაში სტუმრობისას ხელოვანმა მსჯავრდებულებს მასტერკლასი ჩაუტარა, პროფესიული გამოცდილება გაუზიარა და საჩუქრად ნამუშევრები გადასცა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით ინტენსიურად გააგრძელებს სხვადასხვა აქტივობის მხარდაჭერას, რაც პატიმრებს საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება.