
ციფრული ტექნოლოგია უზრუნველყოფს ზედმეტი რადიაციული დატვირთვის არიდებას, მაღალი ხარისხის კონტრასტულობას, გამოსახულების ზომის ცვლილების შესაძლებლობას და მკურნალობის რეჟიმის მართვას უკვე არსებულ გამოსახულებაზე, რის შედეგადაც აღარ არსებობს განმეორებითი კვლევების ჩატარების აუცილებლობა.
ამასთან, გამარტივდება მიღებული კვლევის შედეგების შენახვა, განსხვავებით რენტგენოგრამებისგან, რომელთა ხარისხი გარკვეული პერიოდის შემდეგ საგრძნობლად ქვეითდება.
რენტგენის გამაციფრულებელი დამონტაჟდა №1, №2, №5, №6, №8, №12, №15, №16, №17 და №18 პენიტენციურ დაწესებულებებში რაც მნიშვნელოვნად გაუადვილებს მუშაობას დაწესებულებაში დასაქმებულ სამედიცინო პერსონალს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ყოველდღიურად აუმჯობესებს სამედიცინო მომსახურებას და მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას.

დეფიბრილატორი აღიარებულია სიცოცხლის გადარჩენის ყველაზე ეფექტურ, უსაფრთხო, საიმედო და დროულ მოწყობილობად, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა შემთხვევაში.
არტერიული წნევის შედეგად გამოწვეული გულის კუნთის დაზიანება ზრდის გულის გაჩერების რისკს. გულის გაჩერების შემთხვევაში, მხოლოდ დეფიბრილაცია და გულ-ფილტვის რეანიმაცია დეფიბრილატორის საშუალებით არის უეცარი სიკვდილის თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური საშუალება.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მაქსიმალურად ზრუნავს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ჯანმრთელობაზე და მათთვის ღირსეული სამედიცინო სერვისის მიწოდებაზე.

ახალი პენიტენციური კოდექსის საფუძველზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის 3300-ზე მეტ თანამშრომლებს ანაზღაურება გაეზარდა.
სამსახურის აგრძელებს მუშაობას თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის.

ახალი პენიტენციური კოდექსის საფუძველზე სამსახურის 3 300-ზე მეტი თანამშრომელი უკვე სარგებლობს უფასო დაზღვევით.
სამსახური აგრძელებს მუშაობას და ზრუნვას თანამშრომელთა სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად.

ახალი პენიტენციური კოდექსის საფუძველზე სამსახურის თანამშრომლები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა მიიღებენ წელთა ნამსახურების დანამატს.

ახალი პენიტენციური კოდექსის საფუძველზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს მიენიჭა სპეციალური სტასტუსი, რაც თანამშრომელთა პირობებს ათანაბრებს და აუმჯობესებს.
მომავალში ოთხფეხა მეგობრები სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ჩამოყალიბებულ კინოლოგიურ ქვედანაყოფში იმსახურებენ.
ახალი პენიტენციური კოდექსი აუმჯობესებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომით პირობებს და კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აჰყავს პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთა უფლებრივი მდგომარეობა.

პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე წინასაახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, №5 (ქალთა) დაწესებულებაში არსებულ დედათა და ბავშვთა სახლში მყოფ პატარას, მის დედას და ორსულ მსჯავრდებულს სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან საჩუქრად ჭოჭინა და თავის მოვლის ჰიგიენური საშუალებები გადაეცათ.
პენიტენციური სამსახურისგან წინასაახალწლო საჩუქრები მიიღეს №5 (ქალთა) დაწესებულებაში მყოფმა არასრულწლოვანმა მსჯავრდებულებმა.
მსჯავრდებულებმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს საახალწლო განწყობის შექმნისათვის მადლობა გადაუხადეს.