laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
smallArrow

პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო ტექნიკა განახლდა

პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო ტექნიკა განახლდა
imageVideo
01.02.2024
print
facebook

ტრანსკრანიალური ელექტროსტიმულაცია, ე.წ. TES-თერაპია, №18, №8, №5, №2 პენიტენციურ დაწესებულებებში დაინერგა. ის წარმოადგენს ინოვაციურ, მაღალეფექტურ, არამედიკამენტურ (ამავე დროს, არაინვაზიურ) მეთოდს და გამოიყენება ენდორფინების დეფიციტის ფონზე აღმოცენებული ფართო წრის დაავადებების სამკურნალოდ.

პროცედურის შედეგად თავის ტვინში ინტენსიურად გამომუშავებული ენდორფინების ზემოქმედება ორგანიზმზე ატარებს სისტემურ ხასიათს, აღადგენს დარღვეულ თვითრეგულაციის პროცესებს და ვლინდება კომპლექსურად, კერძოდ:

ტკივილის კუპირება (აღმოფხვრა) – იმ შემთხვევაშიც, როდესაც ალგიური სინდრომის მედიკამენტური მკურნალობა უეფექტოა;

ფსიქოფიზიოლოგიური სტატუსის ნორმალიზება (ანტისტრესული და ანტიდეპრესიული ეფექტი; ძილის ნორმალიზება; განწყობის გაუმჯობესება; შრომისუნარიანობის ამაღლება და სხვა);

რეპარაციულ-რეგენერაციული ეფექტი (დაზიანებული ქსოვილების აღდგენის დაჩქარება/სტიმულაცია, მათ შორის – კანის, ლორწოვანის, ჰეპატოციტების და პანკრეასის უჯრედების, პერიფერიული ნერვის, ძვლის);

იმუნიტეტის სტიმულაცია; სისხლძარღვოვანი ტონუსის ნორმალიზება;

სიმსივნური ზრდის პროცესის შენელება;

აბსტინენციური სინდრომის კუპირება (პოსტაბსტინენციური აფექტური დარღვევების კუპირება – ალკოჰოლიზმის, ტოქსიკომანიის, ოპიატური ნარკომანიის მკურნალობისას, ნარკოტიკების მიმართ პათოლოგიური ლტოლვის შემცირება (აღმოფხვრა)).

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის სამედიცინო სერვისის გაუმჯობესების მიზნით მომავალშიც გააგრძელებს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას

humanIcon
hotLineIcon