
სპორტულ ფესტივალში გამარჯვებულები მედლებით და თასებით დაჯილდოვდნენ.
ტურნირი სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელშეწყობით და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით გაიმართა და მას ამ უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მსჯავრდებულთა სპორტულ ღონისძიებებში ჩართვა და მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრიორიტეტია. ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზება და სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება პენიტენციურ დაწესებულებებში ინტენსიურად მიმდინარეობს.