მსჯავრდებულებმა ევროკავშირთან ინტეგრაციის თემაზე ტრენინგი გაიარეს

11.05.2023
შეხვედრის ფარგლებში მათ ინფორმაცია მიიღეს ყველა იმ ძირითად საკითხზე, რასაც საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის პროცესი მოიცავს. არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან შეხვედრაზე განიხილეს ის პერსპექტივებიც, რომელთაც ევროკავშირი სხვა ქვეყნებს მასთან დაახლოების შემთხვევაში სთავაზობს, მათ შორის, სხვადასხვა სასწავლო პროგრამის მიმართულებით.
ტრენინგი სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინიციატივით სსიპ "საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის" მიერ ჩატარდა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მომავალშიც გააგრძელებს იმ აქტივობების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს შეუწყობს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში მათ დაწესებულების დატოვების შემდეგ სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელებაში დაეხმარება.



