
სპორტსმენმა მსჯავრდებულებს პროფესიული გამოცდილება გაუზიარა, მსოფლიო ჩემპიონის ქამარი წარუდგინა და სპორტული ინვენტარი საჩუქრად გადასცა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით სპორტის სხვადასხვა სახეობის ტიტულოვან წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზებას გააგრძელებს.

მონაწილეებმა მუსიკალური, საცეკვაო და თეატრალიზებული ნომრები წარმოადგინეს.
ღონისძიებას სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
წარმოდგენის დასრულების შემდეგ მსჯავრდებულებს საპატრიარქოდან ტკბილეული და საეკლესიო ნივთები საჩუქრად გადაეცათ.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით გამართული კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებები ხელს უწყობს მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და გარესამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნებას.

