აპარატები არის მსუბუქი, მოსახერხებელი, სწრაფი; აქვს მინიმალური გამოსხივება, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს პენიტენციურ დაწესებულებებში სტომატოლოგიურ მომსახურებას. ასევე №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში დამონტაჟდა უახლესი თანამედროვე პანორამული ორთოპანტომოგრაფიის აპარატი, რომლითაც შესაძლებელია კბილების, ზედა/ქვედა ყბის მდგომარეობის და თანაფარდობის განსაზღვრა, ფესვების და ძვლოვანი ქსოვილების მაქსიმალური სიზუსტით დათვალიერება, შეფასება. ამ აპარატით დიაგნოსტირება მაქსიმალურად ინფორმატიულია; შესაძლებელია ორგანზომილებიანი ობიექტის სრული სკანირება, რაც გააუმჯობესებს როგორც დიაგნოსტირების, ისე მკურნალობის პროცესს.
მსჯავრდებულთათვის ხელმისაწვდომია ყველა აუცილებელი სტომატოლოგიური მომსახურება: გეგმური თერაპია, გეგმური ქირურგია, გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება, ორთოპედია, რადიოვიზიოგრაფია, პაროდონტოლოგია, პროფილაქტიკა და ჰიგიენა. სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს პენიტენციურ დაწესებულებებში სამედიცინო ინვენტარის განახლებას, რაც მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
სამსახური მუდმივად ზრუნავს სამედიცინო სერვისების გაუმჯობესებაზე და მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას.