
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას აგრძელებს.
ამჯერად, უწყების ინიციატივით, №16 დაწესებულებას ქართველი მომღერლები და პოეტები ესტუმრნენ.
შემოქმედებითი საღამო მსჯავრდებულთა აქტიური მონაწილეობით წარიმართა.
შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა საჩუქრად მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთები მიიღეს.