laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
imageVideo
ქალ პატიმრებს საქართველოს პარლამენტის წევრებმა 8 მარტი მიულოცეს

დაწესებულებას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკა ცხვარაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი და ამავე კომიტეტების წევრი ელისო ბოლქვაძე, ასევე მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭიპაშვილი ეწვივნენ.

სტუმრებმა ქალ პატიმრებს 8 მარტი მიულოცეს. ელისო ბოლქვაძემ ღონისძიების მონაწილეებისთვის რამდენიმე საფორტეპიანო ნომერი შეასრულა. თავის მხრივ ქალმა პატიმრებმა სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული თეატრაული ნომრები შეასრულეს, სტუმრებს დაწესებულებაში ვიზიტისა და 8 მარტის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადეს და იმედი გამოთქვეს, რომ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც ხშირად გაიმართება.

imageVideo
N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულმა თანამესაკნეს მძიმე დაზიანებები მიაყენა

საკანში შესვლისას თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ვ.ლ.-ს ერთ-ერთი თანამესაკნეს (სულ საკანში სამი პატიმარი იყო), ნ.ქ.-ს თავისა და კისრის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. ნ.ქ.-ს პირველადი სამედიცინო დახმარება პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალმა აღმოუჩინა. ამასთან, დაუყოვნებლივ მოხდა მისი გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის შედეგად ექიმებმა პატიმრის გადარჩენა მოახერხეს, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმეა.რაც შეეხება მომხდარს, დაზიანება ნ.ქ.-ს სავარაუდოდ მისმა მესამე თანამესაკნე ვ.ა.-მ მიაყენა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საკანში, სადაც მოცემული პირები იმყოფებოდნენ, 24-საათიანი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა ხორციელდება და დაზიანების მიყენებამდე თანამესაკნეებს შორის რაიმე სახის კონფლიქტს, ან დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. ამიტომ ვ.ა.-ს საქციელის მიზეზი გაურკვეველია.

მომხდართან დაკავშირებით დადგენილი წესით ეცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას და მომხდარის დეტალებს გამოძიება დაადგენს.

imageVideo
N16 პენიტენციურ დაწესებულებაში კულინარიული შეჯიბრი მოეწყო
ერთმანეთს მსჯავრდებულები და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები შეეჯიბრნენ. მსჯავრდებულების ინიციატივით მოწყობილ კონკურსში მონაწილეობის სურვილი ხუთმა მსჯავრდებულმა და დაწესებულების ხუთმა თანამშრომელმა გამოთქვა. 

კონკურსი მსჯავერდებულების გამარჯვებით დასრულდა და ფინალის შემდეგ ყველამ ერთად დააგემოვნა მომზადებული კერძები და დესერტი. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის ფარგლებში პანდემიამდელ პერიოდში სახელობო-პროფესიული პროგრამები ხორციელდებოდა, მათ შორის იყო შეფ-მზარეულის კურსი. ამდენად, პენიტენციურ დაწესებულებაში არსებობდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც კონკურსის დროს იქნა გამოყენებული.

"მასტერ-შეფში" კონკურსის მონაწილეთა გარდა 40 მსჯავრდებული იღებდა მონაწილეობას, რომელთა შორის შეირჩა ჟიური, ღონისძიების წამყვანი, ასევე, მსჯავრდებულთა მონაწილეობით მოეწყო კონცერტი. პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელობის განცხადებით, მსგავს ინიციატივებს მომავალშიც ექნება მხარდაჭერა, რადგან პანდემიის პირობებში უსაფრთხოების ზომებისთვის დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, დაწესებულებებში უცხო პირთა ვიზიტები მაქსიმალურად შეზღუდულია. შესაბამისად, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის მიზნებისთვის, პენიტენციურ დაწესებულებებში მსგავსი პროექტები საკუთარი რესურსების გამოყენებით ხორციელდება და ამგვარი ღონისძიებების ჩატარება სხვა დაწესებულებებშიც იგეგმება.
imageVideo
ნიკანორ მელიას შეუძლია სატელეფონო ზარის უფლებით სარგებლობა
imageVideo
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება ბრალდებულ ზ.ჩ.-სთან დაკავშირებით
imageVideo
N16 პენიტენციურ დაწესებულებაში კულინარიული შეჯიბრი მოეწყო

მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის ფარგლებში პანდემიამდელ პერიოდში სახელობო-პროფესიული პროგრამები ხორციელდებოდა, მათ შორის იყო შეფ-მზარეულის კურსი. ამდენად, პენიტენციურ დაწესებულებაში არსებობდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც კონკურსის დროს იქნა გამოყენებული.
„მასტერ-შეფში“ კონკურსის მონაწილეთა გარდა 40 მსჯავრდებული იღებდა მონაწილეობას, რომელთა შორის შეირჩა ჟიური, ღონისძიების წამყვანი, ასევე, მსჯავრდებულთა მონაწილეობით მოეწყო კონცერტი.
პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელობის განცხადებით, მსგავს ინიციატივებს მომავალშიც ექნება მხარდაჭერა, რადგან პანდემიის პირობებში უსაფრთხოების ზომებისთვის დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, დაწესებულებებში უცხო პირთა ვიზიტები მაქსიმალურად შეზღუდულია. შესაბამისად, მსჯავრდებუთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის მიზნებისთვის, პენიტენციურ დაწესებულებებში მსგავსი პროექტები საკუთარი რესურსების გამოყენებით ხორციელდება და მსგავსი ღონისძიებები სხვა დაწესებულებებშიც არის დაგეგმილი.
imageVideo
ნიკანორ მელიას, ნებისმიერი სხვა პატიმრის მსგავსად, შეეძლება ტელევიზორით სარგებლობა გარკვეული ტექნიკური პროცედურების გავლის შემდეგ
მან იმედი გამოთქვა, რომ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია ამ ლოჯისტიკურ საკითხს დროულად მოაგვარებს.

ამასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ბრალდებულ ნიკანორ მელიას, ისევე როგორც პენიტენციურ სისტემაში მყოფ ნებისმიერ სხვა პატიმარს, ექნება ტელევიზორით სარგებლობის უფლება იმ შემთხვევაში, თუ იგი შეიძენს ტელევიზორს პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მაღაზიაში. ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის ნიკანორ მელიას, პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის შემდეგ უნდა დაუმზადდეს საბანკო ბარათი, რომლითაც ის შეძლებს პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში ანგარიშსწორებას. ამისთვის პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია პატიმრის მონაცემებს დადგენილი წესით აწვდის ბანკს, რაც დღეს უკვე გაკეთდა და რამდენიმე დღეში დამზადდება საბანკო ბარათი, ისევე როგორც ციხის გარეთ მყოფი სამოქალაქო პირის შემთხვევაში ხდება. სწორედ ამ პროცედურის გავლა არის საჭირო იმისთვის, რომ ბრალდებულმა შეძლოს ტელევიზორის შეძენა.

imageVideo
N16 პენიტენციურ დაწესებულებაში კინოჩვენება მოეწყო

პროექტი დაწესებულების ხელმძღვანელობის ინიცირებულია, თუმცა, მსჯავრდებულები სასურველ ფილმებს თავად არჩევენ.

პროექტი გრძელვადიანია და მსჯავრდებულებისთვის კინოჩვენებები მომავალშიც გაგრძელდება.

imageVideo
N16 პენიტენციურ დაწესებულების მსჯავრდებულებმა სათბურში ჩითილების გამოყვანა დაიწყეს


მოგეხსენებათ, მსჯავრდებუთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის მიზნებიდან გამომდინარე, პენიტენციურ დაწესებულებებში არაერთი პროექტი ხორციელდებოდა, თუმცა პანდემიის პირობებში უსაფრთხოების ზომებისთვის დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, დაწესებულებებში ვიზიტორთა წრე მაქსიმალურად შეზღუდულია. ამდენად, პანდემიის პერიოდში რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის პროექტების განხორციელება რომ არ შეფერხებულიყო, პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციების ინიციატივით, გამოსავალი მოიძებნა და მსგავსი პროექტების რეალიზება საკუთარი რესურსების გამოყენებით გაგრძელდა.

ამ ეტაპზე საბოსტნე მეურნეობის შექმნის პროექტში N16 პენიტენციური დაწესებულების სამი პატიმარია ჩართული, თუმცა, მოგვიანებით დასაქმებულ მსჯავრდებულთა რაოდენობა 10-მდე გაიზრდება.

ჩითილის გამოსაყვანად სათბურში ნიადაგის განახლება პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ ამჯერად საკუთარი რესურსით შეძლო. მარწყვის გარდა N16 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული სათბურის ბაზაზე პომიდორი ჩერისა და კიტრის მოყვანაც იგეგმება.

პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელობის ინიციატივით N16 პენიტენციურ დაწესებულებაში სხვა პროექტების განხორციელებაც იგეგმება, რაც მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციისთვის წინგადადგმული ნაბიჯია.
humanIcon
hotLineIcon