იუსტიციის სამინისტროში პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის მიმდინარეობაზე იმსჯელეს
პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტის ფესტივალების ციკლი გრძელდება. ამჯერად №15 პენიტენციურ დაწესებულებაში ტურნირი ჩატარდა სპორტის 2 სახეობაში ‒ ჭადრაკსა და შაშში.
№15 პენიტენციურ დაწესებულებაში ფესტივალის მონაწილე ყველა მსჯავრდებულს სერტიფიკატები გადაეცა; მედლებით დაჯილდოვდნენ გამარჯვებულები.
პენიტენციურ სისტემაში სპორტის ფესტივალები სპორტის მართვის სტრატეგიის ფარგლებში იმართება. მისი მიზანი ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სპორტულ აქტივობებში ჩართვა, ფიზიკური გაჯანსაღება და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერაა.
ტურნირი პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ხელშეწყობით გაიმართა.
პირველად პენიტენციურ სისტემაში №12 და №16 პენიტენციური დაწესებულებების მსჯავრდებულებს შორის მაგიდის ჩოგბურთში ჩემპიონატი ჩატარდა. გუნდურ შეჯიბრებაში გამარჯვება №16 დაწესებულების პატიმრებმა მოიპოვეს.
ჩემპიონატში მონაწილეობა იმ მსჯავრდებულებმა მიიღეს, რომლებმაც №12 და №16 დაწესებულებებში გამართულ შიდა ტურნირში გაიმარჯვეს.
სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის სპორტისა და ფიზიკური აქტივობების ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში სრულად განახლდა სპორტული ინფრასტრუქტურა და ინვენტარი; პატიმრებს შესაძლებლობა აქვთ, ჩამოყალიბდნენ პროფესიონალ ტრენერებად, ფიტნესინსტრუქტორებად, რაც მათ დაწესებულების დატოვების შემდეგ ეფექტურ რეინტეგრაციასა და დასაქმებაში დაეხმარებათ.
ტურნირის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები და მედლები გადაეცა, გამარჯვებულ გუნდს კი ‒ თასი.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კვლავ გააგრძელებს მსჯავრდებულთა ფიზიკური აქტივობის წახალისებასა და დაწესებულებების უახლესი სპორტული ინვენტარით აღჭურვას.