პატიმრები შობას ტრადიციულად საზეიმო წირვა-ლოცვით ხვდებიან

გეგუთის პენიტენციურ დაწესებულებაზე გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა

მორიგი სიცრუეა ადვოკატის განცხადება, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი covid-19-ით პენიტენციურ დაწესებულებაში დაინფიცირდა

გოჩა ლორთქიფანიძე: „პენიტენციურ სისტემაში ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს“
„მინდა, გამოვეხმაურო იმ დეზინფორმაციას, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდება პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მინდა, ყველა დაგამშვიდოთ იმიტომ, რომ ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს, როგორც ექვემდებარებოდა აქამდე. კონტროლის ყველა ის მექანიზმი, რაც იყო ფილტრი, რაც ემსახურება კოვიდვირუსის პრევენციას, მის აღმოჩენას, გამოვლენას, ასევე, კონტროლს და ვითარების მართვას, კვლავ მოქმედებს ეფექტურად, როგორც აქამდე მოქმედებდა და ეს ჩანს თუნდაც ჩვენ მიერ ბოლო დღეებში გატარებულ ღონისძიებებში“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, პენიტენციურმა სისტემამ დაიწყო პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირება და ეს პროცესი გრძელდება.
„პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირება დავიწყეთ 31 დეკემბრიდან და გეგმაზომიერად მივყვებით ამ პროცესს. პირველ რიგში, PCR ტესტირებას დაექვემდებარა არასრულწლოვნების პენიტენციური დაწესებულება, სადაც ყველა ტესტი იყო უარყოფითი შედეგით. შემდეგ გადავედით ქალთა დაწესებულებაზე, სადაც, ასევე, ჩატარდა PCR ტესტირება და 23 შემთხვევაში დადასტურდა კოვიდი. ყველა ეს პირი გადაყვანილი და იზოლირებულია, ასევე, მათი კონტაქტები, თანამესაკნეები. ყველა ამ შემთხვევაში ხდება მყისიერი რეაგირება და ვიმეორებ, სისტემა კვლავ ეფექტურად ფუნქციონირებს. ხაზს ვუსვამ, არავითარი საფუძველი არ აქვს ამ აჟიოტაჟს და დეზინფორმაციას. და რატომ ვუსვამ ხაზს – ჩვენ ახლა პასუხისმგებლები ვართ ამ 9 ათასამდე ადამიანის წინაშე, მათი ოჯახების წინაშე, რომლებიც გვიყურებენ. არავითარი საფრთხე და შეშფოთების არავითარი საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ქსნის პენიტენციურ დაწესებულებაში covid-19-ით პატიმრის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სიცრუეა

ქალი პატიმრები, რომლებსაც ინტენსიური PCR ტესტირების შედეგად covid-19 აღმოაჩნდათ, უსიმპტომოები არიან და თავს კარგად გრძნობენ

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირება დაიწყო

ქალმა და არასრულწლოვანმა ბრალდებულ/მსჯავრდებულებმა საპატრიარქოსგან საახალწლო ნობათი მიიღეს
საქართველოს საპატრიარქო მუდმივად ზრუნავს პატიმრებზე, განსაკუთრებით ქალ და არასრულწლოვან ბრალდებულ/მსჯავრდებულებზე და წლების განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, ყოველ დღესასწაულს ულოცავს. დღესაც ტრადიციულად თითოეულმა ქალმა და არასრულწლოვანმა ბრალდებულ/მსჯავრდებულმა მიიღო საპატრიარქოსგან საახალწლო ნობათი.

ხანმოკლე პაემნებზე შეზღუდვა 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს, თუმცა ბრალდებულ/მსჯავრდებულებს ამანათების მიღება შეეძლებათ
შეგახსენებთ, covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედი შეზღუდვების პირველი ეტაპის მოხსნის შემდეგ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს ხანმოკლე პაემნით სარგებლობის შესაძლებლობა მიმდინარე წლის 25 მაისიდან ჰქონდათ, თუმცა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე 28 ნოემბრიდან ეს უფლება კვლავ შეუჩერდათ. ამ ეტაპზე კი, მიღებული იქნა ამ შეზღუდვის 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელების გადაწყვეტილება, თუმცა ამავდროულად მოიხსნა პანდემიასთან დაკავშირებული სხვა შეზღუდვა, რომელიც ასევე 28 ნოემბრიდან მოქმედებდა. კერძოდ, მიმდინარე წლის 28 დეკემბერს ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით დაიწყო პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება და ეს შეზღუდვა მომავალი წლის 4 იანვრიდანაც აღარ იარსებებს. შესაბამისად, ბრალდებულ/მსჯავრდებულებს დაუბრკოლებლად შეეძლებათ ყველა სახის ამანათის მიღება.

