
დახურული ფორმატის შეხვედრაზე ნიკა ცხვარაშვილმა ნდობის ჯგუფის წევრებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2020 წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალურ პროგრამებს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ჯგუფის წევრები ასევე დაინტერესდნენ სამსახურის მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობითა და სამომავლო გეგმებით, რაზეც ნიკა ცხვარაშვილმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.