laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
imageVideo
თეა წულუკიანი: პენიტენციური სამსახური გამოიჩენს სათანადო სიმკაცრეს იმისთვის, რომ საპატიმრო საქართველოში დარჩეს ვირუსის მიღმა


მან ისაუბრა იმ პრევენციულ ზომებზე, რაც იუსტიციის სამინისტროში, მათ შორის პენიტენციურ სისტემაში გაგრძელდება იმისთვის, რომ სისტემა ვირუსის შეტანისგან დაცული იყოს.

"რა თქმა უნდა, გაგრძელდება ზრუნვა იმისათვის, რომ საპატიმროებში არ იქნეს ვირუსი შეტანილი, თუმცა ამ ეტაპზე მინდა დავამშვიდო პატიმრებიც და მათი ოჯახებიც, რომ ხანმოკლე პაემნები, ამანათებისა და სხვა გზავნილების მიღება გაგრძელდება, თუმცა გაგებით უნდა მოვეკიდოთ იმას, რომ ამის მიღმა პენიტენციური სამსახური გამოიჩენს სათანადო სიმკაცრეს იმისთვის, რომ საპატიმრო საქართველოში დარჩეს ვირუსის მიღმა.
დანარჩენი სისტემის ფარგლებში, იუსტიციელები გააგრძელებენ, როგორც აქამდე იყვნენ, სავარაუდოდ, სექტემბრის თვემდე სახლიდან მუშაობას, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მათი სამსახურში გამოცხადება არის მკაცრად აუცილებელი. ამით ჩვენ გვინდა მაგალითი ვაჩვენოთ ასევე კერძო სტრუქტურებს იმისათვის, რომ სხვადასხვა თანამშრომელი სამსახურში არ იქნეს გამოძახებული, მიუხედავად იმისა, მისი მოსვლა არის თუ არა მნიშვნელოვანი კომპანიის ფუნქციონირებისთვის", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
imageVideo
თეა წულუკიანი: "ორშაბათიდან პენიტენციურ სისტემაში ხანმოკლე პაემნები აღდგება, მაგრამ მხოლოდ მინის ბარიერის პირობებში"


მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მალე აღდგეს გარესამყაროსთან და ოჯახთან მსჯავრდებულების და იმ ბრალდებულების კონტაქტი, ვისაც ამის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით. ამასთან, თეა წულუკიანმა განმარტა, რომ რადგან საგანგებო მდგომარეობის მოხსნა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი საბოლოოდ დამარცხებულია, ძალაში დარჩება გარკვეული თავისებურებები.

"პრევენციული ზომები ჩვენს პენიტენციურ დაწესებულებებში იქნება ისეთივე მკაცრი, როგორც აქამდე იყო და ორშაბათიდან მოკლევადიანი პაემნების ჩატარება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მინის ბარიერის პირობებში. ამასთან, მოსული სტუმარი ვალდებული იქნება, რომ დაემორჩილოს იმ სანიტარულ წესებს, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედებს, იქნება ეს პირბადე თუ სხვა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პირველი შეზღუდვა, რაც პენიტენციურ სისტემაში მოიხსნა, იყო შეზღუდვა ამანათების მიღებაზე.

"პროცესი ყოველგვარი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს და ის საკმაოდ დიდი ტალღა ამანათებისა და გზავნილებისა, რასაც მოველოდით, სახეზე არ არის. ჩვენ ვართ ამანათების მიღების იმ ჩვეულებრივ რეჟიმში, რომელშიც ვიყავით მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში. ეს ასე გაგრძელდება და ამ სიახლეს, შეღავათს, ორშაბათიდან, როგორც უკვე მოგახსენეთ, ხანმოკლე პაემნებიც ემატება", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
დღეიდან ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ამანათების მიღება განახლდა
20 მაისიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ყველა სახის ამანათის შეგზავნა განახლდება


ყველა ნივთი, რაც ამანათის ან საფოსტო გზავნილის სახით მიწოდებული იქნება პენიტენციურ დაწესებულებებში გაივლის დეზინფექციას (გარდა საკვები პროდუქტებისა). სპეციალურად ამ მიზნით, პენიტენციურ სამსახურში შეიქმნა მობილური ჯგუფი, რომელიც ყველა ამანათის შიგთავსს დაამუშავებს საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე სპეციალური ხსნარით, რომელიც უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. დეზინფექციის ამ სამუშაოს ჩატარებას გარკვეული დრო სჭირდება. ამიტომაც, გზავნილის პენიტენციურ დაწესებულებაში მოწოდების მომენტიდან მისი პატიმრისთვის ჩაბარებას ჩვეულებრივზე რამდენიმე საათით მეტი დრო შეიძლება დასჭირდეს.

ეპიდემიოლოგების განცხადებით, მსოფლიოს ქვეყნებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში კოვიდ 19-თან თანაცხოვრება მოუწევთ და საჭიროა ამისთვის მზადება. სპეციალური პენიტენციური სამსახური, მიუხედავად შეზღუდვების მოხსნისა, მომავალშიც გააგრძელებს პრევენციულ ღონისძიებებს და ამანათების დეზინფექციის გადაწყვეტილებაც ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯია.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 5 მარტიდან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული პირობები ამოქმედდა. განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება. ამასთან, აკრძალული იყო პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების და საფოსტო გზავნილების (გარდა წერილებისა) შეგზავნა.
imageVideo
ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მოხსენებაში იუსტიციის მინისტრი არასრულწლოვანთათვის ე.წ. ოჯახური ტიპის ციხეების შექმნის პროექტზე ამახვილებს ყურადღებას
imageVideo
სტრასბურგის სასამართლომ 2004-2007 წლებში სასჯელაღსრულების N5 დაწესებულებაში არასათანადო პირობებისა და მკურნალობის გამო დარღვევა დაადგინა
imageVideo
თეა წულუკიანი: რამდენიმე დღის წინ დაკავებულ ძებნილ მსჯავრდებულს აღმოაჩნდა კორონავირუსი ისე, რომ ის არც კი მოხვედრილა ციხეში
imageVideo
სარფში დაკავებულ პირს ერთ-ერთი სამოქალაქო კლინიკის კარანტინში კოვიდ-19 დაუდასტურდა


საპატიმროს ნაცვლად პირდაპირ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ბრალდებულის განთავსება შესაბამისობაშია იმ წესებთან, რომლებიც 2020 წლის 13 მარტიდან პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედებს. კერძოდ, ე.წ. მიმღებ ციხეებში (N2, N5 და N8 პენიტენციური დაწესებულებები) ახლადმიყვანილი ბრალდებულები ციხის გარეთ სპეციალურად ამისათვის მოწყობილ დროებით სამედიცინო პუნქტში გადიან შემოწმებას და რაიმე საეჭვო სიმპტომის დაფიქსირების შემთხვევაში, ხდება მათი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა. ხოლო ის ბრალდებულები, რომლებიც კარანტინის რეჟიმში მყოფ მუნიციპალიტეტებში არიან დაკავებულნი ან შემოსულები არიან უცხოეთიდან, პირდაპირ სამოქალაქო კლინიკაში თავსდებიან 17-დან 21 დღემდე პერიოდით. სწორედ ამ წესის მიხედვით მოხდა 24 აპრილს ბრალდებულ რ.მ.-ს განთავსება პირდაპირ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც მას დღეს, 12 მაისს, PCR
ტესტის შედეგების მიხედვით კოვიდ-19 დაუდასტურდა. ბრალდებული კვლავ იმყოფება სამოქალაქო სექტორის კლინიკის საკარანტინო ნაწილში და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ჯანდაცვის შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობით, იგეგმება მისი გადაყვანა ე.წ. კოვიდის სამკურნალო კლინიკაში.

ამავე საკარანტინო ზონის ბოქსირებულ პალატებში განთავსებულ სხვა ახალდაკავებულ ბრალდებულებთან რ.მ.-ს შეხება არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, ყველა ბრალდებულს, ასევე მოცემულ კლინიკაში დისლოცირებულ ესკორტის ოფიცრებს და ბრალდებულ რ.მ.-სთან კონტაქტში მყოფ სხვა პირებს, დადგენილი წესით, ტესტები ჩაუტარდებათ.

მოცემული შემთხვევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიმდინარე წლის 5 მარტიდან ვირუსის პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების ეფექტურობას. სწორედ ამ და კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული
პრევენციული ღონისძიებების შედეგია, რომ პენიტენციურ სისტემაში ვირუსის შეტანა არ მოხდა.


N8 პენიტენციურ დაწესებულებაში სადეზინფექციო დერეფანმა პილოტურ რეჟიმში დაიწყო ფუნქციონირება
humanIcon
hotLineIcon