საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელებმა და „7×7 ფეხბურთის ასოციაციის“ წარმომადგენლებმა მსჯავრდებულებთან ამხანაგური მატჩი გამართეს
ფეხბურთელებს №15 (ქსნის) პენიტენციური დაწესებულების სპორტული ინფრასტრუქტურა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ დაათვალიერებინა.
ვეტერანი სპორტსმენები მსჯავრდებულებს შეხვდნენ, მათ პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს და ფიზიკური აქტივობების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. გაიმართა, აგრეთვე, ამხანაგური მატჩი ფეხბურთელებისა და მსჯავრდებულების მონაწილეობით.
ღონისძიების ფარგლებში, ფეხბურთელებმა დაწესებულებას სხვადასხვა სახეობის სპორტული ინვენტარი საჩუქრად გადასცეს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მომავალშიც გააგრძელებს მსჯავრდებულთათვის სპორტისა და ფიზიკური აქტივობების მხარდაჭერას.